ორნაბიოტიკი - Ornabiotic 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 40,28 GEL რეგულარული ფასი 55,95 GEL
მარაგშია
SKU
91526_3284

ჩვენება: დისბაქტერიოზი, მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა,გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

ORNABIOTIC

ორნაბიოტიკი

(სიმბიოტიკი)

შემადგენლობა:

1. რძემჟავა და ბიფიდო ბაქტერიების კომპლექსი - 40 მგ (4,0 E + 9 CFU*)

(Lactobacillus acidophilus, Lactobacillus casei, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus,

Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium breve, Bifidobacterium longum, Streptococcus thermophilus)
2. Saccharomyces boulardii – 100 მგ (2,0 E + 9 CFU*)
3. ინულინი – 80 მგ
4. ვიტამინი C – 50 მგ

* - მიკრობის კოლონის ფორმირების ერთეული

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

ასევე, იხილეთ : კრისტალვაგი 20 კაფსულა

გამოყენების სფერო და ძირითადი ჩვენებები:

სიმბიოტიკი, ბიოლოგიური აქტივობის მქონე საკვები დანამატი,რეკომენდირებულია ნაწლავის მიკროფლორის დასარეგულირებლად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლაქტობაქტერიებიდა ბიფიდობაქტერიები ნაწლავის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს. ეწინააღმდეგებიან მასზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და იცავენ ტოქსინების ზემოქმედებისაგან.

ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს; ახასიათებთ ბაქტერიოციდული აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ. განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციულ დაშლას. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები იცავენ ორგანიზმს ალერგიული რეაქციების განვითარებისაგან, ფაღარათისა და ყაბზობისაგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, მრავალფეროვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.

ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას. მონაწილეობენ ჰორმონების, K და B-ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავას სინთეზში. ხელს უწყობენ კალციუმის, რკინის, ვიტამინების შეწოვას. არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას.

Saccharomyces boulardii წარმოადგენს არაპათოგენურ საფუარის სოკოს. იგი ავლენს ანტიტოქსიურ და ანტისეკრეტორულ მოქმედებას. იგი წვრილ ნაწლავებში ზრდის დისაქარიდაზების აქტივობას და აუმჯობესებს შეწოვის პროცესებს. სამედიცინო საფუარი ახდენს პარაზიტების და პათოგენური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვას.

ინულინი წარმოადგენს საკვებ ბოჭკოს. იგი ნახშირწყალია, კერძოდ- ოლიგოსაქარიდია პრებიოტიკული აქტივობით. ინულინი არ შეიწოვება კუჭში, არამედ "იგზავნება" პირდაპირ ნაწლავებში და ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში. ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან ინულინით, განაპირობებენ ნაწლავის გამართულ ფუნქციას.

C ვიტამინის - ასკორბინის მჟავის მოქმედება მოიცავს ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არაჰემური რკინის შეწოვის გაადვილებას. იგი მონაწილეობს კარნიტინის ბიოსინთეზში. წარმოადგენს წამლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტული სისტემების მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით, დიდია მისი როლი შერეული ფუნქციის მქონე ოქსიდაციური სისტემებისთვის.აძლიერებს იმუნიტეტს.

ჩვენებები:

- დისბაქტერიოზი;
- მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა;
- ანტიბიოტიკების, ონკოსტატიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებითა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზი;

- საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი (მათ შორის დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან);
- ლაქტოზას აუტანლობა (რძის ლაქტოზას მიმართ ტოლერანტობის მომატების მიზნით);
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

- ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
- დიარეა, რომელიც გამოწვეულია ზონდით ხანგრძლივი კვებით.

მიღების წესი და დოზირება:

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ინფორმაცია:
ეს არ არის წამალი. გამოიყენება დამხმარე საშუალებად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ბიოლოგიური აქტივობის მქონე საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას. ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ავადმყოფობის ან მედიკამენტების გამოყენებისას მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

თეთრი ფერისკაფსულა
შეფუთვის ფორმა:

N20 კაფსულა მოთავსებულია მაღალი ხარისხის პოლიეთილენის ბოთლში.ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა:

გამოშვებიდან 30 თვე.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy