ოპტიქლინერი ქუთუთოების მალამო 15გ
ჩვენება: ამშვიდებს ქუთუთოების გაღიზიანებას, აქვს დამატენიანებელი ეფექტი და ხელს უწყობს დამცავი ბარიერის რეგენერაციას.
ოპტიქლინერი
ქუთუთოების სამკურნალო მალამო
არ შეიცავს კონსერვანტებს
მოქმედების მექანიზმი:
ამშვიდებს ქუთუთოების გაღიზიანებას, აქვს დამატენიანებელი ეფექტი და ხელს უწყობს დამცავი ბარიერის რეგენერაციას, იწვევს ისეთი სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა ქუთუთოების კანის ქავილი, ტკივილი და შეშუპება.
შემადგენლობა:
ვაზელინი, ლანოლინი, მანუკას თაფლი MGO 400+, მანუკას ზეთი, დარიჩინის ორგანული ზეთოვანი ექსტრაქტი.
დოზირება:
დღეში მინიმუმ 3-ჯერ ქუთუთოების კანზე წასასმელად. მკურნალობის დაწყებიდან 5 დღეში სიმპტომების გაუმჯობესების არარსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებისთვის.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში და შეწყვიტეთ გამოყენება ალერგიის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.
სიფრთხილის ზომები:
არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. პრეპარატის თვალთან შეხების შემთხვევაში თვალი უნდა ჩამოიბანოთ წყლით.
შენახვის პირობები:
ინახება 15-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ პირველი გახსნის დღიდან 90 დღე.
შეფუთვა:
ალუმინის ბოთლი 15 გ.
სტატუსი:
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი.
გამოყენების ინსტრუქცია:
გაიწმინდეთ ქუთუთოების კანი. მცირე რაოდენიბით მალამო შეიზილეთ ქუთოთოზე ჯიბლიბოს ან ქალაზიონის მიდამოში. შეიზილეთ სურათზე მითითებული, ჯირკვლების გახსნის მიმართულებებით. ზედა ქუთუთოზე ზემოდან ქვემოთ, ხოლო ქვედაზე, ქვევიდან ზევით. თუ არ აღინიშნება გაუმჯობესება მკურნალობიდან 5 დღეში, მიმართეთ ექიმს.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account