ოპრეგა - Oprega 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 52,44 GEL რეგულარული ფასი 55,20 GEL
მარაგშია
SKU
90713_3099

ჩვენება: ქალებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა ორსულობისთვის მომსამზადებელ, ორსულთა ტოქსიკოზის პროფილაქტიკა.

ოპრეგა

oprega

დიეტური დანამატი. არ არის მედიკამნეტი

ფურცელი - ჩანართი (გამოყენების ინსტრუქცია)

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, აუცილებლად გაეცანით შეფუთვის მარკირებაზე, ბლისტერზე და ინსტრუქციაში მოცემულ სრულ ინფორმაციას.

შემადგებლობა

1 კაფსულა შეიცავს:

DHA (თევზის ცხიმი 10/45), ჟელატინი, შესქელებული გლიცერინი, ვიტამინი C, ნაწილობრივ ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, გაწმენდილი წყალი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი, აგენტი ფუტკრის ცვილი, რაფინირებული სოიოს ზეთი, ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი), ვიტამინი E, რკინა, ემულგატორი სორბიტოლი, თუთია, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი მაგნიუმის ოქსიდი, ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენატი), ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი), ღვინის მჟავა, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) (ბეტა-კაროტინი), სპილენძი, ფოლიუმის მჟავის აქტიური ფორმა (კალციუმ-L-მეთილფოლატი), საღებავი ალურა წითელი, იოდი, საღებავი ბრილიანტის ლურჯი FCF, სელენი, ვიტამინი B7 (ბიოტინი), ვიტამინი D3, ვიტამინი B12.

1 კაფსულა შეიცავს:

1. DHA (თევზის ცხიმი 10/45)  - 200.0 მგ (მგ)

2. ჟელატინი  - 174, 227 მგ (მგ)

3. გლიცერინი   - 74,669 მგ (მგ)

4. ვიტამინი C  - 70.0 მგ (მგ)

5. ნაწილობრივ ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი -  35.0 მგ (მგ)

6 გაწმენდილი წყალი  - 30.0 მგ (მგ)

7. სილიციუმის დიოქსიდი  - 25.0 მგ (მგ)

8. ფუტკრის ცვილი  - 25.0 მგ (ტდ)

9. რაფინირებული სოიოს ზეთი  -  22,655 მგ (მგ)

10. ვიტამინი B3 (ნიკოტინამიდი) -  20.0 მგ (ტდ)

11. ვიტამინი E (ტოკოფეროლის აცეტატი)  - 20.0 მგ (ტდ)

12. სოიოს ლეციტინი  - 20.0 მგ (ტდ)

13. რკინა (რკინის ფუმარატი)  - 19.0 მგ (მგ)

14. სორბიტოლი 70%,  - 16.593 მგ (მგ)

15. თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი)  - 15.0 მგ (ტდ)

16. ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  - 10.0 მგ (მგ)

17. მაგნიუმის ოქსიდის მსუბუქი - 8.0 მგ (მგ)

18. ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენატი)  - 5.81 მგ (მგ)

19. ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) -  3.0 მგ (ტდ)

20. ღვინის მჟავა  - 2.074 მგ (ტდ)

21. ტიტანის დიოქსიდი (E171)  - 2.074 მგ (მგ)

22. ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)  - 2.0 მგ (ტდ)

23. პროვიტამინი A (ბეტა-კაროტინი 30% დისპერსია)  - 2.0 მგ (ტდ)

24. სპილენძი (სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი)  - 1.0 მგ (ტდ)

25. ფოლიუმის მჟავის აქტიური ფორმა (კალციუმ-L-მეთილფოლატი -  400.00 მკგ (მკგ)

26. ალურა წითელი (E129)  - 0.353 მგ (ტდ)

27. იოდი (კალიუმის იოდიდი)  - 150.00 მკგ (მკგ)

28. ბრილიანტის ლურჯი FCF (E133)  - 0.010 მგ (მგ)

29. სელენი (ნატრიუმის სელენიტი)  - 30.00 მკგ (მკგ)

30. ვიტამინი B7 (ბიოტინი) -  30.00 მკგ (მკგ)

31. ვიტამინი D3  - 200.00 MO (სე)

32. ვიტამინი B12 (DCP ნარევი 1:1000) - 6.00 მკგ (მკგ)

გამოშვების ფორმა: კაფსულები.

კაფსულის საერთო წონა: 1170.0 მგ (mg) ± 5.0%.

პროდუქტის ფუნქციური თვისებები

ოპრეგა, კაფსულები არის აქტიური კომპლექსი ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, არიან ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ის შეიცავს ომეგა-3-ს DHA-ს სახით, 12 ვიტამინს, მათ შორის აქტიურ ფოლატ L-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატს და 5 მინერალს, მათ შორის იოდს. ოპრეგა კაფსულების დიეტური დანამატის შემადგენელი კომპონენტები, ხელს უწყობენ ქალის ორგანიზმის გაძლიერებას და ყოველდღიური კვების გამდიდრებას ვიტამინებითა და მინერალებით.

დიეტური დანამატის შემადგენლობა შემუშავებულია ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, არისნ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) - არის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ომეგა-3 კლასს. ის შეუცვლელ როლს თამაშობს ბავშვის თავის ტვინისა და თვალის ბადურის განვითარებაში. დედის ორგანიზმში მისი ნაკლებობის გამო იზრდება ნაადრევი მშობიარობის და ნაყოფის წონის დეფიციტის რისკი. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს DHA-ს საჭიროება, ნორმალურ ფიზიოლოგიურ საჭიროებასთან შედარებით 2,5-ჯერ იზრდება.

L-5-მეთილტეტრაჰიდრო ფოლატი - არის ორგანული ნაერთი, რომელიც ფოლიუმის მჟავის (ვიტამინი B9) ყველაზე ბიოლოგიურად აქტიური ფორმაა. ეს არის მე-3 თაობის აქტიური ფოლატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებასა და მის ნორმალურ ზრდა-განვითარებაში; მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეოტიდების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში; საჭიროა ერითროციტების და სხვა სისხლმბადი ელემენტების ფორმირებისთვის. ორსულობის ადრეულ ეტაპებზე ის ამცირებს ნაყოფში ნერვული მილის დეფექტების რისკს. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ორსულობის პირველ კვირებში, რეკომენდებულია ამ ვიტამინის მიღება უკვე ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, ასევე ნაყოფის ტარების მთელი პერიოდის განმავლობაში.

იოდი არის სასიცოცხლო მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია დედის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მონაწილეობენ ნაყოფის ტვინის ფორმირებისა და განვითარების პროცესში და პასუხისმგებელნი არიან მომავალში ბავშვის მეხსიერებაზე, სმენაზე, ინტელექტუალურ და მოტორულ შესაძლებლობებზე; არეგულირებს ორგანიზმში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ენერგიის ცვლას, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასქესო ჯირკვლების და სარძევე ჯირკვლების აქტივობას, გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. ორსულობის დროს ქალის იოდის მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება.

ვიტამინი B12 - ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნერვული ქსოვილის განვითარებას და სხვადასხვა სახის ანემიის პროფილაქტიკას (მაგალითად, ფოლატებთან ერთად მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში).

ვიტამინი D - ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეთვისებას, ასევე სისხლში, კბილებსა და ძვლებში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას. ის ხელს უშლის დედის ძვლოვანი მასის შემცირებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) - არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედულ სტრუქტურებს დაჟანგვისგან. მონაწილეობს ქსოვილების მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან პროცესებში, ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, დადებითად მოქმედებს ჩონჩხის კუნთების, გულისა და სისხლძარღვების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციებზე. ორსულობის ადრეულ პერიოდში E ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი.

რკინის ფუმარატი ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების, ჰემოგლობინის და ჟანგბადის ტრანსპორტირებას ორგანიზმში და ქსოვილების სუნთქვას. რკინა ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიზმს და ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს.

დიეტური დანამატის ოპრეგა,კაფსულები სწორად შერჩეული კომპონენტები, უზრუნველყოფენ ვიტამინ-მინერალური ელემენტების ძირითად ნაწილს ქალის ყოველდღიურ რაციონში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდში.

ოპრეგა, კაფსულები მზადდება ნაწლავშიხსნადი კაფსულების Softgel სახით, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობის ზრდას და არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

მიღების რეკომენდაციები

კვების რაციონში დიეტური დანამატის სახით, როგორც ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დამატებითი წყარო, შემდეგი მიზმებისთვის:

- ორსულობის დაგეგმვა;

- ორსულთა ტოქსიკოზის პროფილაქტიკა;

- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით გამოწვეული ნაყოფის თანდაყოლილი მანკების პრევენცია;

- ორსულ ქალებში ანემიის პროფილაქტიკა;

- ქალებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა ორსულობისთვის მომსამზადებელ, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ბავშვები

ოპრეგა, კაფსულების ბავშვებში გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.

უკუჩვენება

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.

ვიტამინებისა და მინერალების შემცველ სხვა პროდუქტებთან ან მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება.

ოპრეგა, კაფსულები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა დიეტურ დანამატებთან ან რკინის და/ან კალციუმის შემცველ მედიკამენტებთან, აგრეთვე იოდიზირებულ მარილთან ერთად.

სიფრთხილის ზომები მიღებისას

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

გმო-ს გარეშე. არ შეიცავს ლაქტოზას.

მიღების წესი და დოზირება

ოპრეგა, კაფსულები რეკომენდირებულია ქალებისთვის დღეში ერთხელ 1 კაფსულა, ძირითადი კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყლის საშუალებით.

მიღების ვადა:

ქალებს დაგეგმილ ჩასახვამდე 3 თვით ადრე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების პერიოდში, როგორც ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინების, მინერალების, ფოლიუმის მჟავისა და იოდის წყარო.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისა და ტენიანობისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შეფუთვა

15 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი (30 კაფსულა) მუყაოს კოლოფში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy