ნორმილენი 5-HTP 100მგ 30 კაფსულა
ჩვენება: ნერვული სისტემის გაძლიერება, შრომისუნარიანობის და გუნება -განწყობის ამაღლება.
ნორმილენი
საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს 5-HTP- ს
მოქმედი ნივთიერება (თითოეული 1 კაფსულა):
5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP) 100 მგ
ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი 5-HTP 100მგ 90 კაფსულა
სხვა ინგრედიენტები:
შემვსები (მანიტოლი (E421)), კაფსულის გარსი (ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა (E463)), 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი, იზომალტულოზა, გამაგრების საწინააღმდეგო ნივთიერება (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b) და სილიკონის დიოქსიდი (E551)).
მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:
5-HTP არის ნაერთი, რომელიც მიიღება Griffonia simplicifolia-ს თესლების ექსტრაქციის გზით და უკვე 30 წელზე მეტია უსაფრთხოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP) წარმოადგენს L-ტრიფტოფანის ამინომჟავას შუალედურ მეტაბოლიტს სეროტონინის წარმოქმნის პროცესში. 5-HTP-ს თერაპიული გამოყენებით შესაძლებელია თავი აარიდოთ L-ტრიფტოფანის გარდაქმნას 5-HTP-ში ფერმენტ ტრიფტოფან ჰიდროლაზას საშუალებით, რაც შემზღუდველ ეტაპს წარმოადგენს სეროტონინის სინთეზში. პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომლის თითოეული კაფსულა შეიცავს 100 მგ 5-HTP-ს.
ჩვენება:
- ნერვული სისტემის გაძლიერება
- შრომისუნარიანობის და გუნება -განწყობის ამაღლება
- ხელს უწყობს მადის დარეგულირებას
- უზრუნველყოფს ჯანსაღი ძილის ციკლს
უკუჩვენება:
11 წლამდე ასაკის ბავშვები
გამოყენების მეთოდი:
რეკომენდებულია 1-2 კაფსულის მიღება ერთხელ დღეში.
შესაფერისია 11 წლის და უფროსი ასაკისთვის.
დღე-ღამეში მისაღები დოზა |
1 კაფსულა |
2 კაფსულა |
5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP) |
100 მგ |
200 მგ |
ვარგისობის ვადა:
36 თვე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ მშრალ ადგილზე, 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
სიფრთხილის ზომები:
· არ გადააჭარბოთ დღე-ღამის რეკომენდებულ დოზას.
· საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.
· ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
· ეს არ არის მედიკამენტი. ის არ გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით.
კომერციული შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა:
წარმოდგენილია 30 ან 60 კაფსულის სახით.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account