Nixar - ნიქსარი 20მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 21,50 GEL რეგულარული ფასი 31,70 GEL
მარაგშია
SKU
52256_1403

ჩვენება:ნიქსარი® გამოიყენება თივის ცხელების  და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების შესამსუბუქებლად. 

1. პრეპარატი ნიქსარის® აღწერა და გამოყენება 

პრეპარატი ნიქსარის® შემადგენლობაში შედის ბილასტინი, რომელიც წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას. ნიქსარი® გამოიყენება თივის ცხელების (ცემინება, ქავილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა, გაწითლებული ცრემლმდენი თვალები) და ალერგიული რინიტის სხვა ფორმების სიმპტომების შესამსუბუქებლად. პრეპარატი ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციების (გამონაყარი კანზე ქავილის თანხლებით) სამკურნალოდ.

2. რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატი ნიქსარის® მიღებამდე 

პრეპარატი ნიქსარის® მიღება არ შეიძლება და საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ

• გაქვთ ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობა) ბილასტინის ან პრეპარატი ნიქსარის® ნებისმიერი სხვა კომპოტენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6 ~დამატებითი ინფორმაცია~).

პრეპარატი ნიქსარის® მიღება რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით და საჭიროა ექიმთან მიმართვა თუ:

• გაქვთ თირკმელების ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევა და იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. ქვემოთ).

პრეპარატი ნიქსარის® მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ სიმპტომების არ ქრება კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის, ურეცეპტო სტატუსი მქონე პრეპარატებს).

კატეგორიულად რეკომენდებულია ექიმის გაფრთხილება შემდეგი სამკურნალო საშუალებების მიღების შესახებ:

• კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი)

• ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი)

• დილთიაზემი (სტენოკარდიის სამკურალო პრეპარატი)

• ციკლოსპორინი (იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატი და აღნიშნულით ტრანსპლანტანის მოწყვეტის ხელშემშლელი ან აუტოიმუნური და ალერგიული ხასიათის დაავადებების, მაგალითად, ფსორიაზის, დიფუზური ნეიროდერმიტის და რევმატოიდული ართრიტის აქტივობის დამაქვეითებელი პრეპარატები)

• რიტონავირი (შიდსის სამკურნალო პრეპარატი)

• რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)

პრეპარატი ნიქსარის® მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატი ნიქსარი® არ  მიიღება საკვებთან ერთად, ასევე გრეიფრუტის წვენთან ან სხვა ხილის წვენებთან, რადგან ამ შემთხვევაში მცირდება ბილასტინის ზემოქმედება. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ტაბლეტი საკვების ან ხილის წვენის მიღებამდე ერთი საათით ადრე, ან საკვების ან ხილის წვენის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. 

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ბილასტინის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევების მონაცემებით ბილასტინის გამოყენება 20 მგ დოზით აღნიშნულ უნარზე არ მოქმედებს. თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, რამაც შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ალკოჰოლის მიღება

რეკომენდებული დოზით (20 მგ) გამოყენების შემთხვევაში ბილასტინი არ აძლიერებს ალკოჰოლით გამოწვეულ ძილიანობას. 

3. პრეპარატი ნიქსარის® მიღების წესი 

მოზრდილთათვის, ხანდაზმული ასაკის პაციენტებისა და 12 წლის და მასზე უფროსი ასაკის მოზარდების ჩათვლით:

• მიიღება თითო ტაბლეტი ერთხელ დღე-ღამეში. 

• ტავლეტი მიიღება მშიერ კუჭზე, მაგალითად, დილით საუზმემდე. ბილასტინის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვების მიღებისგან.  

• ტაბლეტი მიიღება მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით. 

• ნაჭდევი არ არის გამიზნული ტაბლეტის თანაბარ დოზებად გასაყოფად. 

ნაჭდევი გამოიყენება ტაბლეტის გასაყოფად ყლაპვის გააადვილების მიზნით.

პრეპარატი ნიქსარის® გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, დაავადების ტიპის დადგენის შემდეგ.

პრეპარატი ნიქსარის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების, ან დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. 

პრეპარატი ნიქსარის® დოზის გამოტოვების შემთხვევაში

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. ტაბლეტის დროულად მიღების დავიწყების შემთხვევაში მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო მორიგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დანიშნულ დროს. 

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, პრეპარატ ნიქსარსაც® აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედება: 

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ხშირად (გვხვდება 100 პაციენტიდან 1-10-ში)

• თავის ტკივილი

• ძილიანობა

გვერდითი მოქმედებები, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (გვხვდება 1000 პაციენტიდან 1-10-ში)

• ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე

• ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა

• თავბრუსხვევა

• ტკივილი მუცლის არეში

• დაღლილობა

• მადის გაძლიერება

• გულის მუშაობის შეფერხება

• სხეულის წონის მომატება

• გულისრევა

• მოუსვენრობა

• სიმშრალე ან არასასიამოვნო შეგრძნებები ცხვირში

• დიარეა

• გასტრიტი (კუჭის კედლის ანთება)

• თავბრუსხვევა (შეუძლოდ ყოფნის ან ტრიალის შეგრძნება)

• სისუსტის შეგრძნება

• წყურვილი

• ქოშინი (სუნთქვის გაძნელება)

• პირის სიმშრალე

• საკვების მოუნელებლობა

• ქავილი

• ჰერპესი სახეზე ან პირის ღრუში

• ცხელება

• ხმაური ყურებში

• ძილის დარღვევა

• თირკმელების ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების დარღვევა

• სისხლში ცხიმების შემცველობის მომატება

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოქმედება სერიოზულ სახეს მიიღებს, ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. პრეპარატი ნიქსარის® შენახვის პირობები 
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. 

ნიქსარი® არ გამოიყენება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მოცემული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. 

მოცემული სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია 

პრეპარატი ნიქსარის® შემადგენლობა

- პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ბილასტინი. პრეპარატი ნიქსარის® თითო ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ბილასტინს.

- პრეპარატის სხვა კომპონენტები; მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიკოლატის სახამებლის ნატრიუმის მარილი ტიპი A (მიღებულია კარტოფილისგან), კოლოიდური უწყლო კრემნიუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. 

პრეპარატი ნიქსარის® აღწერა და გამოშვების ფორმა

თეთრი ფერის ორმხრივამოზნექილი ოვალური ტაბლეტები, გამყოფი ხაზით. ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერში. შეფუთვაში მოთავსებულია პრეპარატის 10, 20, 30, 40 ან 50 ტაბლეტი.

შესაძლოა, ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.  

გაიცემა რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy