ნაფი -Naf სპრეი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 39,62 GEL რეგულარული ფასი 55,05 GEL
მარაგშია
SKU
91258_2775

ჩვენება: კბილის ამოჭრის დაგვიანება, კბილის კარიესი, კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა.

ნაფ (NaF)სპრეი

შემადგენლობა

ნატრიუმის ფტორიდი (NaF ), ქსილიტოლი.

ასევე, იხილეთ : ფტოროვიტი ფლ. 15მლ

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მიკროელემენტები / კარიესის საწინააღმდეგო საშუალება  / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაფ (NaF)სპრეი - ევროპული ხარისხის, კომფორტული გამოყენების ორალური სპრეიa, რომელიც ორგანიზმში ფტორის ნორმალური დონის შენარჩუნებით ახდენს კბილის კარიესის პრევენციასა და მკურნალობას.

ნატრიუმის ფტორიდი (NaF):ფტორი ზრდის კარიესის მიმართ კბილის წინააღმდეგობის უნარს:

•  ხელს უწყობს რემინერალიზაციის პროცესს;

•  მონაწილეობს ფტორაპატიტის (Ca5(PO4)3F) წარმოქმნაში;

•  ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას კარიესის წარმოქმნაში მონაწილე მჟავაწარმომქმნელი ბაქტერიების (Sreptococus Mutans) მიმართ;

•  ხელს უშლის კბილის ნალექში არსებული ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების და მჟავების გამოყოფის პროცესს.

ქსილიტოლი: ერთადერთი ნახშირწყალია  საკვები შაქრის იდენტური გემოთი.

•  სხვა დამატკბილებლებისგან განსხვავებით იცავს კბილებს კარიესისგან და მინერალების დეფიციტისგან;

•  ეფექტურია კარიესით გამოწვეული ბზარების გამოსწორებისათვის;

•  ასუფთავებს კბილებს ნალექისგან და აძლიერებს მინანქრის დაცვას;

•  სხვა შაქრებისგან განსხვავებით  არ იწვევს დუღილის რეაქციას და ხელს უშლის  პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას.

ჩვენება

კბილის ამოჭრის დაგვიანება;
კბილის კარიესი;
კბილის ემალის ჰიპერმგრძნობელობა;
თმის ცვენა და მტვრევადობა.

მიღების წესი და დოზირების მეთოდი

2 კვირიდან – 2 წლამდე ასაკში: 1 გაფრქვევა დღეში (0.25 მგ F-);

2-4 წლის ასაკში: 2 გაფრქვევა დღეში (0.5 მგ F-);

4 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 4 გაფრქვევა დღეში  (1 მგ F-).

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაზე გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი.  

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტის მიმართ.

გამოშვების ფორმა

ორალური სპრეი 20 მლ, შაქრის არომატით.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 25°C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 6 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy