ნატრ.ქლორ.0.9% 5მლN10 გროტექსი

2,75 GEL
მარაგშია
SKU
59003_2656
მიღების ჩვენება სამკურნალო საშუალებების გახსნა და განზავება.


გამოყენების ინსტრუქცია

ნატრიუმის ქლორიდი

НАТРИЯ ХЛОРИД


სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი

საერთაშორისო არაპატენტური ან ჯგუფური დასახელება: ნატრიუმის ქლორიდი

სამკურნალწამლო ფორმა: გამხსნელი საინექციო სამკურნალო ფორმების მოსამზადებლად.

შემადგენლობა
1 ლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი - 9,0გ;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი - 1ლ-მდე.

აღწერა
გამჭვირვალე უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გამხსნელი

ATC Code: V07AB

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-აინი ადამიანის სისხლის პლაზმის იზოტონური ხსნარი.

ფარმაკოკინეტიკა
გამოიყოფა თირკმელებით.

მიღების ჩვენება
სამკურნალო საშუალებების გახსნა და განზავება.

უკუჩვენება
გამოყენება არ შეიძლება იმ სამკურნალო საშუალებების გახსნის და განზავებისთვის, რომელთათვისაც სავალდებულო სახით მითითებულია სხვა გამხსნელი.

სიფრთხილით
თირკმლის უკამრისობა, გულის დეკომპენსირებული ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (ოლიგო, ანურია).

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოყენება ისაზღვრება იმ პრეპარატის ინსტრუქციით, რომლის განზავებისთვისაც გამოყენებული იქნება ნატრიუმის ქლორიდი.

მიღების წესი და დოზირება
კანქვეშ, კუნთში, ვენაში განზავების ან სამკურნალო საშუალებების გახსნის შემდეგ. სამკურნალო საშუალებების მომზადება ნატრიუმის ქლორიდის გამოყენებით უნდა ჩატარდეს ასეპტიურ პირობებში. ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა კონკრეტული სამკურნალო საშუალების ხსნარის მომზადების მიზნით ისაზღვრება ამ უკანასკნელის გამოყენების ინსტრუქციით ან სიტუაციის მიხედვით-ექიმის მიერ.

გვერდითი ეფექტები
იშვიათად: აციდოზი, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია.

ჭარბი დოზირება
მონაცემები არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნატრიუმის ქლორიდი შეთავსებადია კოლოიდურ ჰემოდინამიურ სისხლის შემცვლელებთან. სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას აუცილებელია შეთავსებადობის ვიზუალური კონტროლი (მიუხედავად ამისა შესაძლებელია უხილავი და თერაპიული შეუთავსებლობა).

განსაკუთრებული მითითებები
მჟავა-ტუტოვანი მდგომარების და ელექტროლიტების კონტროლი.
სამკურნალო საშუალების გახსნამდე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში საჭიროა სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით გაცნობა, რათა თავიდან იქნას აცილებული სამკურნალო საშუალების და გამხსნელის შეუთავსებლობა.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის გავლენა დამოკიდებულია გახსნილი ან ნატრიუმის ქლორიდით განზავებული ძირითადი პრეპარატის თვისებებზე.

გამოშვების ფორმა
გამხსნელი 0.9%-იანი საინექციო სამკურნალწამლო ფორმის მომზადებისთვის.
5 ან 10 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის ამპულებში.
10 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად რუსულ და ქართულ ენებზე მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობებში
ინახება არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი
გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.


მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
ოოო “გროტექსი”, რუსეთი
195279, სანკტ-პეტერბურგი, ინდუსტრიული რაიონი, სახლი 71, კორპუსი 2, лит. А
ტელ.: +7 812 385 47 87
ფაქსი: +7 812 385 47 88
www.solopharm.com

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy