მიკოსანი - Mycosan 15მლ გელი

განსაკუთრებული ფასი 38,97 GEL რეგულარული ფასი 77,95 GEL
მარაგშია
SKU
91799_3233

კლავს ათლეტის ფეხის გამომწვევი სოკოვანი ინფექციური აგენტების 99,9%-ს, აღადგენს და იცავს კანს

მიკოსანი ათლეტის ტერფის სამკურნალო საშუალება       

რა არის ათლეტის ტერფი?

ათლეტის ტერფი ან tinea pedis არის ტერფის კანის სოკოვანი დაავადება. გამოყოფენ სამ განსხვავებულ ფორმას: თითთა შორის, მოკასინისა და ვეზიკულური ტიპის.

ძირითადი ჩივილებია ქავილი, კანის თეთრად აქერცვლა, მაცერაცია, სველი წითელი ეროზიებისა და ვეზიკულებია არსებობა, რომელთაც შეიძლება მაცერაცია განიცადოს და მეორადად შეჭრილი ბაქტერიული ინფეციის თანდართვის გამო გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი.

მკურნალობის გარეშე მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს, ინფექცია გავრცელდეს სხვა არეებსა და ფრჩხილებზე.

მიკოსანის ათლეტის ტერფის სამკურნალო საშუალება ორმაგი უნიკალური ეფექტით:

სწრაფად აქრობს ქავილს

კლავს ათლეტის ფეხის გამომწვევი სოკოვანი ინფექციური აგენტების 99,9%-ს, აღადგენს და იცავს კანს

დასაშვებია 

•  დიაბეტის მქონე პირთათვის 

•  ორსულთათვის ექიმის მეთვალყურეობით

•  მეძუძური დედებისათვის

•  ბავშვებისათვის 4 წლის ასაკიდან

ასევე, იხილეთ: მიკოსანი პროტექტი სპრეი

რატომ უნდა გამოვიყენოთ მიკოსანი ათლეტის ფეხის სამკურნალოდ?

1.       სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო გელი კლავს ათლეტის ტერფის გამომწვევი სოკოვანი ინფექციური აგენტების 99,9%-ს

2.       აქვს პრეციზიული ფუნჯი ჰიგიენური და ეფექტური დატანისათვის  თითებს შორისაც

3.       აღმოფხვრის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვა, აქერცვლა, სიწითლე, კანის დახეთქვა და არასასიამოვნო სუნი

4.       აღადგენს კანის მდგომარეობას

დოზირება და გამოყენების წესი:

•  დაიტანეთ თხელი ფენა დღეში 2-ჯერ დაზიანებულ არეალზე, ისეთი სიმპტომების ადრეულ გამოვლინებების დროს, როგორიცაა:ქავილი, კანის დახეთქვა, წვა, სიწითლე, უსიამოვნო სუნი და კანის აქერცვლა. 

•  მკურნალობა გრძელდება სრულ გამოჯანმრთელებამდე. 

•  რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა გააგრძელეთ სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2 კვირის განმავლობაში. 

მიმართეთ ექიმს თუკი სიმპტომები არ შემსუბუქდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში.

გვერდითი ეფექტი

დაზიანებულ კანზე დატანისას შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება

შემადგენლობა

ტრიაცეტინი, PEG-6, დენატ. ალკოჰოლი, გლიცერილ ანდეცილენატი, წყალი, დიმეთილ იზოსორბიდი, ხორბლის ფერმენტის ფილტრატი, მენთოლი, მენთილ ლაქტატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კლიმბაზოლი (კონსერვანტი), ცეტილპირიდინიუმ ქლორიდი.

სიფრთხილის ზომები

•  მიკოსანის ათლეტის ტერფის სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ პერსონალური გამოყენებისათვის, არ შეიძლება სხვა ადამიანთან გაზიარება.

•  განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის

•  არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტებისადმი ალერგიის შემთხვევაში

•  შეწყვიტეთ გამოყენება თუკი განვითარდა ალერგიული რეაქცია ან გაღიზიანება, მიმართეთ ექიმს თუკი სიმპტომები გაგრძელდა

•  ორსულობის დროს გამოიყენეთ ექიმის ზედამხედველობით

•  შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

•  ტუბს მოუჭირეთ ფრთხილად, გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაახურეთ თავზე

რეკომენდაციები ათლეტის ტერფის მკურნალობის გასაუმჯობესელბად:

•  დაბანის შემდეგ ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ფეხი, განსაკუთრებით თითებს შორის

•  გამოიყენეთ ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული შესაბამისი ზომის ფეხსაცმელი და წინდები. ხშირად დღის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად გაანიავეთ და გააშრეთ.

•  გამოიყენეთ შესაბამისი ფეხსაცმელი და მოერიდეთ ფეხშიშველი სიარულს ისეთი მაღალი რისკის ადგილებში, როგორიცაა გამოსაცვლელი ოთახები, საუნა, აუზი და ა.შ.

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას +5 - +25 °C-ზე ბავშვებისათვის მიუცვდომელ ადგილას.

ვარგისია გასხნიდან 1 წლის განმავლობაში, არაუგვიანეს ვარგისიანობის ვადისა.

ვარგისიანობის ვადა და პარტიის ნომერი იხილეთ შეფუთვაზე

მოცულობა 15 მლ

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy