მეტოკლოპრამიდი - Metoclopramid 10მგ 40 ტაბლეტი
ჩვენება: ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10 მგ, ტაბლეტები
მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, რადგან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.
- თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტების მიღებამდე
3. როგორ მივიღოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტების შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1 რას წარმოადგენს მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ წარმოადგენს ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება “მეტოკლოპრამიდი”. ის მოქმედებს თავის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ახდენს გულისრევის შეგრძნების (გულისრევა) და ღებინების (ღებინება) პრევენციას.
ზრდასრულები
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ გამოიყენება ზრდასრულებში:
- დაგვიანებული ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პრევენციისათვის
- რადიაციით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პრევენციისათვის
- გულისრევის და ღებინების მკურნალობისათვის, მათ შორის შაკიკის დროს აღმოცენებული გულისრევა და ღებინება. შაკიკის შემთხვევაში მეტოკლოპრამიდის მიღება შეიძლება პერორალურად მისაღებ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად მეტი ტკივილდამაყუჩებელი ეფექტისათვის.
ბავშვები და მოზარდები
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ნაჩვენებია ბავშვებისა და მოზარდებისათვის (1-18 წელი) დაგვიანებული ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და ღებინების პრევენციისათვის, თუ სხვა სახის მკურნალობა არ იძლევა შედეგს.
2. რა უნდა იცოდეთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები
- თუ ხართ ალერგიული მეტოკლოპრამიდის, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6);
- თუ აღგენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია, დაწყლულება, ან სისხლდენა.
- თუ გაქვთ, ან შესაძლოა გქონდეთ თირკმელზედა ჯირკვლის იშვიათი სიმსივნე, რომელიც ლოკალიზებულია თირკმლის ზემოთ (ფეოქრომოციტომა).
- თუ ოდესმე გქონდათ კუნთების უნებლიე სპაზმი (გვიანი დისკინეზია) პრეპარატით მკურნალობისას.
- თუ გაქვთ ეპილეფსია.
- თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება.
- თუ იღებთ ლევოდოპას (პრეპარატი გამოიყენება პარკინსონის დაავადებისათვის), ან დოპამინერგული აგონისტები (იხ. ქვემოთ „მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ გამოყენება სხვა პრეპარატებთან”).
- თუ ოდესმე გქონდათ სისხლის პიგმენტების პათოლოგიური კონცენტრაციები (მეტჰემოგლობინემია), ან ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ-ჰიდროგენ (NADH) ციტოქტომ B5 რედუქტაზას დეფიციტი.
არ გამოიყენოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. ქვემოთ „ბავშვები და მოზარდები”). არ გამოიყენოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულილ გეხებათ თქვენ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ფაარმაცევტს, ან ექთანს თუ:
- გაქვთ პათოლოგიური გულისცემის ისტორია (გახანგრძლივებული Qთ), ან გულის სხვა დაავადება
- გავთ სისხლში მარილების კონცენტრაციის ცვლილება, მაგ. კალიუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის.
- იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გულისცემაზე.
- გაქვთ სხვა ნევროლოგიური დარღვევები (თავის ტვინის).
- გაქვთ თირკმლის და ღვიძლილს ფუნქციის დარღვევა. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 3).
ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს სისხლის პიგმენტების დონის შესამოწმებლად. პათოლოგიური კონცენტრაციების შმთხვევაში (მეტჰემოგლობინემია), დაუყოვნებლივ და საბოლოოდ უნდა შეწყდეს მკურნალობა.
დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად მეტოკლოპრამიდის მიღებებს შორის უნდა დაიცათ 6 საათიანი ინტერვალი, ღებინების და დოზის „მოცილების” შემთხვევაშიც კი.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს კუნთების უნებლიე სპაზმის გამო.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულებში შეიძლება გამოვლინდეს
არაკონტროლირებადი მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები). ეს პრეპარატი არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არაკონტროლირებადი მოძრაობების გაზრდილი რისკის გამო (იხ. ზემოთ „არ მიიღოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები”).
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტების გამოყენება სხვა პრეპარატებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ეს საჭიროა, რადგან ზოგიერთმა პრეპარტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ მოქმედებაზე, ან მეტოკლოპრამიდი ლაროფარმმა 10მგ მოახდინოს გავლენა სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასეთი პრეპარატებია:
- ლევოდოპა, ან პარკინსონის დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები (იხ. ზემოთ „არ მიიღოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ თუ:”)
- ანტიქოლინერგული საშუალებები (გამოიყენება სპაზმის მოსახსნელად, ან მუცლის სპაზმისათვის)
- მორფინის წარმოებულები (გამოიყენება ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ)
- საძილე საშუალებები
- ფსიქიკური დარღვევების სამკრუნალო ნებისმიერი პრეპარატი
- დიგოქსინი (გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატი)
- ციკლოსპორინი (იმუნური სისტემის კონკრეტული დარღვევების სამკურნალო საშუალება)
- მივაკურიუმი და სუქსამეტონიუმი (გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად)
- ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ გამოყენება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად
მეტოკლოპრამიდით მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების გამოყენება, რადგან იზრდება მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ სედაციური ეფექტი.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ამ პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას.
აუცილებლობის შემთხვევაში მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ შეიძლება დაინიშნოს ორსულობის დროს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მა პრეპარატის გამოყენების შესახებ.
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში, რადგა მეტოკლოპრამიდი გადის ქალის რძეში და შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა, თავბრუსხვევა, ან გამოგივლინდეთ არაკონტროლირებადი სპაზმი, კრუნჩხვები, ტრემორი, ან კუნთის უჩვეულო ტონუსი, რმაც შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის დეფორმაცია. ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მხედველობაზე და ასევე გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გაგაფრთხილათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. როგორ მივიღოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებულილ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ჩვენებები (ზრდასრული პაციენტები)
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 10მგ-ს 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 30მგ-ს ან 0.5მგ/კგ-ზე.
მკურნალობის რეკომენდებული მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს.
ქიმიოთერაპიით გამოწვეული გურისრევის და ღებინების (1-18 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები) დაწყების პრევენცია
რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.1-0.15 მგ/კგ-ზე დღეში 3-ჯერ პერორალურად.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 0.5 მგ/კგ-ზე.
დოზირების ცხრილი
ასაკი სხეულის მასა დოზა სიხშირე
1-3 წელი 10-14 კგ 1 მგ დღეში 3-ჯერ
3-5 წელი 15-19 კგ 2 მგ დღეში 3-ჯერ
5-9 წელი 20-29 კგ 2.5 მგ დღეში 3-ჯერ
9-18 წელი 30-60 კგ 5 მგ დღეში 3-ჯერ
15-18 წელი 60კგ-ზე მეტი 10 მგ დღეში 3-ჯერ
გამოყენების ინსტრუქცია
ეს პრეპარატი არ გამოიყენება 5 დღეზე მეტ ხანს დაგვიანებული ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულირევის და ღებინების პრევენციისათვის.
მეტოკლოპრამიდი ლარიფარმი 10მგ არ გამოიყენება 30კგ-ზე ნაკლების სხეულის მასის მქონე ბავშვებში.
პაციენტთა ამ ჯგუფში გამოიყენება სხვა ფარმაცევტული ფორმები/კონცენტრაციები.
მიღების წესი
დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად მეტოკლოპრამიდის მიღებებს შორის უნდა დაიცვათ სულ მცირე 6 საათიანი ინტერვალი ღებინების და დოზის „მოცილების” შემთხვევაშიც კი.
პრეპარატის გაყოფა შეიძლება ორ თანაბარ დოზად.
ხანდაზმულები
შესაძლოა საჭირო იყოს დოზის შემცირება თირკმლის, ღვიძლის, ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად.
სხვა ფარმაცევტული ფორმები/კონცენტრაციები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს მისაღებად.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულები
აცნობეთ თქენს ექიმს, თუ გაქვთ დარღვევები თირკმლის მხრივ. დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის ფუნქციის ზომიერი, ან ძლიერი გაუარესებისას.
სხვა ფარმაცევტული ფორმები/კონცენტრაციები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს მისაღებად.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის მხრივ. დოზა უნდა შემცირდეს ღვიძლის ფუნქციის ძლიერი გაუარესებისას.
სხვა ფარმაცევტული ფორმები/კონცენტრაციები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს მისაღებად.
ბავშვები და მოზარდები
მეტოკლოპრამიდი არ გამოიყენება 1 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 2).
თუ მიიღეთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ჭარბი დოზით
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. შეიძლება გამოგივლინდეთ არაკონტროლირებადი მოძრაობები (ექსტრაპირამიდული დარღვევები), ძილიანობა, ცნობიერების გაუარესება, დაბნეულობა, ჰალუცინაციები და დარღვევები გულის მხრივ. ექიმი საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას ამ სიმპტომებისათვის.
თუ დაგავიწყდათ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმის 10მგ მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს, ან ექთანს ამ პრეპარატის მიღებისას შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:
- არაკონტროლირებადი მოძრაობები (ხშირად მოიცავს თავის, ან კისრის არეს). ეს შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და ახალგაზრდა პაციენტებში განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებისას, მაგრამ შეიძლება ასევე გამოვლინდეს ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც. უნებლიე მოძრაობები ქრება სწორი მკურნალობისას.
- ცხელება, ჰიპერტენზია, კრუნჩხვები, ოფლიანობა, ნერწყვის გამოყოფა. ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის ნიშნები.
- ქავილი, ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები.
ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
• თავბრუსხვევა.
ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
• დეპრესია
• არაკონტროლირებადი მოძრაობები როგორებიცაა რიკები, ტრემორი, მბრუნავი მოძრაობები, ან კუნთების შეკუმშვა (რიგიდობა)
• პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომები (რიგიდობა, ტრემორი)
• შფოთვა
• არტერიული წნევის დაქვეითება (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას)
• დიარეა
• სისუსტე.
არახშირი (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში)
• სისხლში პროლაქტინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: რძის გამოყოფა მამაკაცებში, ან არამეძუძურ დედებში
• არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა
• ჰალუცინაციები
• ცნობიერების გაუარესება
• გულისცემის შენელება (განსაკუთრებით ინტრავენური შეყვანისას)
• ალერგია
იშვიათი (ვლინდება 1,000-დან 1 პაციენტში)
• დაბნეულობა
• კრუნჩხვები (განსაკუთრებით ეპილეფსიის მქონე პაციენტებში).
სიხშირე არ არის ცნობილი (სიხშირე ვერ ფასდება არსებული მონაცემებით)
• სისხლის პიგმენტების პათოლოგიური კონცენტაციები, რამაც შეიძლება შეცვალოს კანის ფერი
• სარძევე ჯირკვლების პათოლოგიური ზრდა (გინეკომასტია)
• კუნთების უნებლიე სპაზმები, რომლებიც ვლინდება პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტბში
• ცხელება, მაღალი არტერიული წნევა, კრუნჩხვები, ოფლიანობა, ნერწყვის გამოყოფა. ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი
• გულის რითმის ცვლილება, რაც ვლინდება ეკგ-ზე
• მიოკარდიუმის ინფარქტი (განსაკუთრებით ინექციის სახით მიღებისას)
• შოკი (არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება) (განსაკუთრებით ინექციის სახით მიღებისას)
• გონების დაკარგვა (განსაკითრებით ინტრავენურად მიღებისას)
• ალერგიული რეაქციები, რაც შეიძლება იყოს მძიმე (განსაკუთრებით ინტრავენურად მიღებისას)
• ძალიან მაღალი არტერიული წნევა.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერთი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში.
5. მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის EXP გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ შეფუთვის დაზიანების, ან გაფუჭების ნიშნების არსებობისას.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტები:
- აქტიური ნივთიერება არის მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ უწყლო მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდის მეტოკლოპრამიდის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით.
- სხვა ნივთიერებებია: გამაფრქვევლით გამომშრალი ლაქტოზას მონოჰიდრატი,
ლაქტოზას მონოჰიდრატი 200 მესჰ, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის
სტეარატი, კაჟბადის უწყლო, კოლოიდური დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის
შემადგენლობა
მრგვალი, თეთრი ფერის ტაბლეტები, 7მმ დიამეტრით, გამყო( ხაზით ერთ მხარეს და
კომპანიის ლოგოთი მეორე მხარეს.
კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ორ ალ/პვქ ბლისტერზე.
მეტოკლოპრამიდი ლაროფარმი 10მგ ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი, თეთრი ფერის ტაბლეტები, 7მმ დიამეტრით, გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და კომპანიის ლოგოთი მეორე მხარეს.
კოლოფში მოთავსებულია 20 ტაბლეტი ორ ალ/პვქ ბლისტერზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ამპულირებული ფორმით იხილეთ აქ : Metoclopramid - მეტოკლოპრამიდი 5მგ/მლ2მლ 10 ამპულა
რაოდენობა | 40 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account