მეტოარტი კონ შპ15მგ/0.375მლ თრ
ჩვენება: ზრდასრულ ავადმყოფებში აქტიური რევმატოიდული ართრიტი.
მეტოარტ კონი 15 მგ/0,375 მლ საინექციო ხსნარის შემცველი ინჟექტორი
სტერილური, ციტოტოქსიური განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის
- მოქმედი ნივთიერება:1 მლ ხსნარი 40 მგ მეტოტრექსატის ექვივალენტური რაოდენობით 43,84 მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს.ყოველი 0,375 მლ ხსნარის შემცველი ინჟექტორი , 15 მგ მეტოტრექსატის ექვივალენტური რაოდენობით 16.44 მგ მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს.
- დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ. • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ. • აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ. • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ. • წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ. |
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება მეტოარტ კონი ?
2. მეტოარტ კონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3. როგორ გამოიყენება მეტოარტ კონი?
4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5. მეტოარტ კონის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება მეტოარტ კონი?
მეტოარტ კონი, მოქმედი ნივთიერების სახით მეტოტრექსატის დინატრიუმს შეიცავს.
მეტოტრექსატის დინატრიუმი, ქვემოთ მოცემული თვისებების მქონე ნივთიერებაა:
· სხეულში არსებული ზოგიერთი უჯრედის სწრაფ გამრავლებას აფერხებს.
· იმუნური სისტემის (სხეულის საკუთარი თავის დაცვის მექანიზმი) ფუნქციას აქვეითებს.
· აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
მეტოარტ კონი, ნაჩვენებია ქვემოთ მოცემული დაავადებების სამკურნალოდ:
· ზრდასრულ ავადმყოფებში აქტიური რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ანთებითი დაავადება)
· აქტიური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (სახსრების შეუქცევადი ანთება) და სხვადახვა ფორმის პოლიართრიტების (ერთზე მეტ სახსარში ერთდროულად ანდა მცირე შუალედებით გამოვლენილი ანთება) არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობისას, მიღებული არასაკმარისი პასუხი.
· ზრდასრულებში მძიმე და გავრცელებული ფსორიაზის ანდა აქტიური ფსორიაზული ართრიტის (ფსორიაზთან დაკაშირებული სახსრების ანთება) ცნობილი მკურნალობის მეთოდებით მკურნალობისას, მიღებული არასაკმარისი პასუხი.
· ზრდასრულებში მსუბუქი ანდა საშუალო სიმძიმის კრონის დაავადების (საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებადი დაავადება) სხვა წამლებით მკურნალობისას, მიღებული არასასურველი პასუხი.
რევმატოიდული ართრიტი, სინოვიური გარსების (სასახსრე გარსების) ანთებით მიმდინარე ქრონიკული კოლაგენური დაავადებაა (შემაერთებელი ქსოვილის გახანგრძლივებული დაავადებაა). აღნიშნული გარსები, ბევრი სახსრისთვის საპოხი, ლუბრიკანტული ფუნქციის შესრულებისთვის სპეციალურ სითხეს გამოყოფს. ანთება, სინოვიალური გარსების გასქელებას და სახსრის შესივებას იწვევს.
იუვენილური ართრიტი, 16 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლენილი დაავადებაა. თუ, დაავადების პირველი 6 თვის განმავლობაში 5 ანდა უფრო მეტი სახსრის ანთება გამოვლინდება, დაავადების პოლიართრიტული ფორმა დაფიქსირდება.
ფსორიაზული ართრიტი, კანს და ფრჩხილებს აზიანებს, განსაკუთრებით კი ხელის და ფეხის თითების სახსრებში ვლინდება ფსორიაზული ართრიტის (სახსრის ანთება) ტიპით.
ფსორიაზი, სქელი, მშრალი, ვერცხლისფერი, შეწებებული ქერქებით დაფარული, წითელი ლოკალური დაზიანების მქონე, ქრონიკული გავრცელებული დაავადებაა.
მეტოარტ კონი, დაავადების განვითარებას ცვლის და ანელებს.
კრონის დაავადება, კუჭ-ნაწლავის სისტემის რომელიმე ნაწილის მომცველი ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება ანდა წონის დაკლების მსგავსი, კუჭ-ნაწლავის სისტემის რომელიმე ნაწილზე მოქმედი ნაწლავთა ანთებითი დაავადებაა.
2. მეტოარტ კონის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
მეტოარტ კონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ,
თუ;
· თუ, მეტოტრექსატის ანდა მეტოარტ კონის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ.
· ღვიძლის, თირკმლების ანდა სისხლის მძიმე დაავადება გაქვთ.
· რეგულარულად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მომხმარებელი ხართ.
· ტუბერკულოზი, აივ ინფექცია ანდა სხვა იმუნური უკმარისობის სინდრომების მსგავსი მძიმე ინფექციები გაქვთ.
· პირის ღრუში, კუჭსა ანდა ნაწლავებში წყლულები (იარები) გაქვთ.
· ორსულად ხართ ანდა ბავშვს ძუძუთი კვებავავთ.
· პარალელურ რეჟიმში ცოცხალი ვაქცინით აცრებს იკეთებთ.
მეტოარტ კონი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ;
· ხანდაზმული ხართ ანდა თავს ცუდად გრძნობთ ანდა სისუტე გაქვთ.
· ღვიძლის ფუნქციები დარღვეული გაქვთ.
· სითხის დაკარგვით გამოწვეული (დეჰიდრატაციული) მდგომარეობა გაქვთ.
რეკომენდირებული გამოკვლევები და უსაფრთხოების ზომები
მეტოარტ კონის, დაბალი დოზებით გამოყენების შემთვევაშიც კი შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს. აღნიშნული გვერდით ეფექტების დროული ამოცნობის მიზნით, ექიმმა რეგულარული საკონტროლო კონსულტაციები და ლაბორატორული კვლევების გაკეთება უნდა მოითხოვოს.
მკურნალობის დაწყებამდე
მკურნალობის დაწყებამდე, სისხლში შრატში სისხლის უჯრედების საკმარისი რაოდენობრივი მაჩვენებლის, ღვიძლის ფუნქციების, სისხლის შრატში ალბუმინის (სისხლში ცილის რაოდენობა) დონის და თირკლების ფუნქციების განსაზღვრისთვის, საჭიროა სისხლის ნიმუშების აღება. ექიმი, ამავდროულად განსაზღვრავს ტუბერკულოზის (ჭლექი, დაზიანებულ ქსოვილში პატარა ნოდულარული დაზიანება, გადამდები დაავადება) არსებობას, რისთვისაც მოითხოვს ფილტვების რენტგენოგრაფიულ კვლევას.
მკურნალობის დროს
ქვემოთ მოცემული ანალიზები, მკურნალობის დაწყებიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ და შემდეგ, სულ ცოტა 3 თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს.
· ლორწოვანის ცვლილების განსაზრვრისთვის პირის ღრუს და ხახის გამოკვლევა
· სისხლის ანალიზები
· ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადამოწმება
· თირკმლების ფუნქციის განსაზღვრა
· სასუნთქი სისტემის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ფილტვების ფუნქციური ტესტების გაკეთება.
მეტოტრექსატმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნურ სისტემასა და ვაქცინაციის შედეგებზე. ამავე დროს, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს იმუნოლოგიური ანალიზების შედეგებზეც, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არააქტიური, ქრონიკული ინფექციების (მაგ.ჰერპეს ზოსტერი, ტუბრკულოზი, B ანდა C ჰეპატიტი) გამწვავებაც. მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, ცოცხალი ვაქცინით აცრა არ უნდა გაკეთდეს.
რადიაციით გამოწვეული დერმატიტი (კანის დაავადების სახეობა) და მზის დამწვრობა, მეტოტრექსატით მკურნალობის დროს შეიძლება კვლავ განმეორებით გამოვლინდეს (receal -რეაქცია).
ულტრაიისფერი სხივების და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენების დროს, ფსორიაზული დაზიანებები შეიძლება გამწვავედეს.
გარდა ამისა, იშვიათად მაგრამ მაინც შეიძლება გამოვლინდეს ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა). აღნიშნული მდგომარეობის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დიარეა, შეიძლება მეტოარტ კონის გვერდითი ეფექტი იყოს და შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. თუ, თქვენთან დიარეა გამოვლინდება, გთხოვთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ.
მეტოტრექსატით მკურნალობის ქვეშ მყოფ სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებში, დაფიქსირებულია ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება)/ ლეიკოენცეფალოპათია (თავის ტვინის თეთრი ნივთიერებაში გამოვლენილი სპეციფიკური დაავადება). აღნიშნული მდგომარეობა, სხვა დაავადებების გამო მეტოტრექსატით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებთანაც გათვალისწინებული უნდა იქნას.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
მეტოარტ კონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ყავის, კოფეინის და ალკოჰოლის, შავი ჩაის მიღებას.
ორსულობა :
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ამ წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ორსულობის დროს მეტოარტ კონი არ უნდა გამოიყენოთ. ამ დროს არსებობს ნაყოფის დაზიანების და აბორტის რისკი. მეტოარტ კონით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ქალებმა და მამაკაცებმა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი უნდა გამოიყენონ.
მშობიარობის პოტენციალის მქონე ქალებთან, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორსულობის ტესტის გაკეთება, ორსულობის არ არსებობის დამადასტურებელი ანალიზების გაკეთება, ორსულობის არ არსებობაში დარწმუნება.
მეტოტრექსატი, გენოტოქსიური პრეპარატია, ამიტომ ორსულობის სურვილის მქონე ქალებისთვის სასურველია გენეტიკის სპეციალისტის კონსულტაციის მიღება, მამაკაცებში კი მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია სპერმის შენახვის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციების მიღება.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დაფიქსირდება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთიკვება-ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
მეტოარტ კონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, ბავშვს ძუძუ არ უნდა მოაწოვოთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
მეტოარტ კონით მკურნალობის დროს, შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფეტები დაღლილობის და თავბრუსხვევის სახით. აღნიშნულის გამო, ზოგიერთ ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს ავტომობილის და მექანიზმების მართვის გაძნელება. თუ, თავბრუსხვევას ანდა დაბუჟებას გრძნობთ, ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.
მეტოარტ კონის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა <23 მგ (1 მმოლ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ რეალობაში ,,ნატრიუმს არ შეიცავს’’.
სხვა წამლებთან ერთად გამოყენება
თუ, მეტოარტ კონი ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთად იქნება გამოყენებული, მკურნალობის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს:
· ღვიძლზე ანდა სისხლის შემადგენლობაზე მავნე ზემოქმედების წამლები (მაგ.ლეფლუნომიდი)
· ანტიბიოტიკები (განსაზღვრული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით/ ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული წამლები). ტეტრაციკლინები, ქლორამფენიკოლი და შეწოვის არ მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, პენიცილინები, გლიკოპეპტიდები, სულფანილამიდები (განსაზღვრული ინფექციების თავიდან აცილების/ინფექციების მკურნალობისას გამოყენებული გოგირდის შემცველი წამლები), ციპროფლოქსაცინი და ცეფალოტინის მსგავსი ანტიბიოტიკები.
· არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების სახელით ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი/ანდა ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი წამალი (მაგ.დიკლოფენაკი და იბუპროფენი, აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი სალიცილატები და მეტამიზოლის მსგავსი პირაზოლები).
· პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები).
· მარყუჟზე მოქმედი დიურეტიკების (შარდმდენები) მსგავსი სუსტი ორგანული მჟავები.
· ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი (ანტიბიოტიკი), პირიმეტამინის მსგავსი ძვლის ტვინზე არასასურველელი ეფექტების გამომწვევი სამედიცინო პროდუქტები.
· სულფასალაზინი (ანტი-რევმატოიდული წამალი)
· აზათიოპრინი (იმუნური სისტემის დამთრგუნავი აგენტები, რომელიც ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების დროს გამოიყენება)
· მერკაპტოპურინი (ციტოსტატიკური აგენტი)
· რეტინოიდები (ფსორიაზის და სხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
· თეოფილინი (ბრონქული ასთმის და სხვა ფილტვების დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი).
· პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
· ჰიპოგლიკემიური წამლები (სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად გამოყენებული წამლები)
ფოლიუმის მჟავის შემცველმა ვიტამინებმა მკურნალობის ეფექტზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ამიტომ ეს ვიტამინები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა იქნას მიღებული.
ცოცხალი ვაქცინებით აცრას მოერიდეთ.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება მეტოარტ კონი ?
ექიმი, თქვენთვის დოზას ინდივიდუალურად შეარჩევს. მკურნალობაზე შედეგის მიღებისთვის საჭიროა 4-დან 8 კვირამდე დრო. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი გადაწყვეტს.
მეტოარტ კონი, კვირაში მხოლოდ ერთხელ კეთდება.
მეტოარტ კონის ინექციისთვის, ექიმთან ერთად კვირაში ერთი სასურველი დღე უნდა შეარჩიოთ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
მეტოარტ კონის ინექცია კანქვეშ კეთდება.
ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, წამლის ტრანსპორტირება და განადგურების ფორმა, სხვა უჯრედების გამრავლების შემაჩერებელი (ციტოსტატიკური) წამლების შესაბამისი უნდა იყოს. ორსულობის მდგომარეობაში მყოფი სამედიცინო პერსონალი, მეტოარტ კონის ტრანსპორტირებასა და/ანდა ინექციის გაკეთებაში არ უნდა მონაწილეობდეს.
მეტოტრექსატის კონტაქტი კანის ზედაპირთან ანდა ლორწოვანთან არ უნდა მოხდეს. პროდუქტის შიგთავსთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში, ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მიდამო მაშინვე გამდინარე წყლით ჩამობანილი უნდა იქნას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
3 წლამდე ასაკის ბავშვებში საკმარისი კვლევები არ არსებობს, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების / ღვიძლის უკმარისობა:
მეტოარტ კონი, თირკმლის ფუნქციების მსუბუქი დარღვევის მქონე ავადმყოფებსა და განსაკუთრებით, ალკოჰოლ დამოკიდებულ ავადმყოფებში, ასევე ავადმყოფებში, რომელთაც ღვიძლის სერიოზული დაავადება უკვე გადატანილი აქვთ ანდა ამჟამად ფიქსირდება ღვიძლის ინფექცია, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, ფიქრობთ, რომ მეტოარტ კონის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ,მეტოარტ კონისსაჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
ექიმის მიერ რეკომენდირებული დოზები არ შეცვალოთ. თვითნებური გადაწყვეტილებით დოზა არ შეცვალოთ.
თუ, მეტოარტ კონის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმცევტს გაესაუბრეთ.
ექიმი, მავნე ზემოქმედების სიმძიმის მიხედვით შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.
თუ, მეტოარტ კონის მიღება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
აღნიშნულ შემთხვევაში, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ექიმის მიერ გამოწერილი დოზა უმოკლეს დროში მიიღეთ და შემდეგ ყოველ კვირაში წამლის მიღება გააგრძელეთ.
მოვლენები, რომელიც მეტოარტ კონით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ექიმის თანხმობის გარეშე მეტოარტ კონით მკურნალობის შეჩერებამ, შეიძლება დაავადების დამძიმება გამოიწვიოს. ექიმის თანხმობის გარეშე მკურნალობა არ შეაჩეროთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე მეტოარტ კონის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
გვერდით ეფექტების სიხშირე და სიმძიმე დაკავშირებულია წამლის დოზასთან და გამოყენების სიხშირესთან. გვედრით ეფექტები, შეიძლება წამლის დაბალი დოზის მიღების დროსაც გამოვლინდეს, ამიტომ საჭიროა ექიმის მიერ რეგულარული ზედამხედველობა.
ექიმი, სისხლში გამოვლენილი ცვლილებების (სისხლის თეთრი უჯრედების დაცემა, თრომბოციტების რაოდენობის დაცემა და ლიმფომის (ლიმფური კვანძების გადიდება) მსგავსი), თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის გამოვლენისთვის საკონტროლო სისხლის ანალიზებს გაგიკეთებთ.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება,მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.აღნიშნული გვერდითი ეფექტები სერიოზულია და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მაჩვენებელი ნიშნები შეიძლება იყოს, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობის ჩატარება.
· შეუქცევადი, მშრალი, ნახველის გარეშე ხველა, სუნთქვის უკმარისობა და ცხელება. აღნიშნული, ფილტვების ანთების (პნევმონიის) ნიშნები შეიძლება იყოს (გავრცელებული).
· თვალის სკლერების და კანის სიყვითლე, რაც შეიძლება ღვიძლის დაზიანების ნიშნები იყოს. მეტოტრექსატის მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ქრონიკული დაზიანება (ციროზი), ღვიძლში იარების გაჩენა (ღვიძლი ფიბროზი), ღვიძლის ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანება (ნაკლებად გავრცელებული), ღვიძლის ანთება (მწვავე ჰეპატიტი) (იშვიათი) და ღვიძლის უკმარისობა (ძალიან იშვიათი).
· კანზე წითელი გამონაყარი ქავილით, ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და სახის შეშუპება (რაც ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას იწვევს) და გონების დაკარგვის შეგრძნების მსგავსი ალერგიული რეაქციის მაჩვენებელი ნიშნები. აღნიშნული ნიშნები, სერიოზული ალერგიული რეაქციის ანდა ანაფილაქსიური შოკის ნიშნები შეიძლება იყოს. (იშვიათი).
· ხელების, კოჭების და ფეხების შეშუპება, შარდზე გასვლის სიხშირის ცვლილება, შარდის ვერ გამოყოფა ანდა შარდის გამოყოფის შემცირება, რაც შეიძლება თირკმლების დაზიანების მაჩვენებელი ნიშნები იყოს. აღნიშნული ნიშნები შეიძლება თირკმლების უკმარისობის მაჩვენებეი ნიშნები იყოს. (იშვიათი).
· ცხელება, გამონაყარი, ტკივილი ანდა ყელის ტკივილის მსგავსი ინფექციის ნიშნები. მეტოტრექსატის მიღების დროს, აღინიშნება ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. იშვიათად ვლინდება ფილტვების ანთების (პნევმონიის) სახეობა (პნევმოცისტური კარინის პნევმონია) ანდა სისხლის ინტოქსიკაციის (სეფსისი) მსგავსი სერიოზული ინფექციები.
· სერიოზული დიარეა, სისხლიანი ღებინება და შაფი ფერის ანდა კუპრის ფერის განავალი. აღნიშნული სიმპტომები, მეტოტრექსატით გამოწვეული იშვიათი გასტრო-ინტესტინალური წყლულის მსგავსი სერიოზული დაავადების გართულება შეიძლება იყოს (დაავადებასთან ერთად გამოვლენილი დარღვევები).
· ცხელება და ზოგადი მდგომარეობის სერიოზული დარღვევა ანდა ყელის ტკივილი ანდა პირის ღრუს ანდა საშარდე სისტემის პრობლემებთან ერთად ტემპერატურის უეცარი მომატება; მეტოტრექსატმა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი დაცემა (აგრანულოციტოზი) და ძვლის ტვინის სერიზოული დათრგუნვა.
· ღრძილებიდან სისხლდენა, შარდში სისხლი, სისხლიანი ღებინების მსგავსი მოულოდნელი სისხლდენები ანდა სისხლჩაქცევები. აღნიშნული, ძვლის ტვინის დათრგუნვით გამოწვეული თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მაჩვენებლი შეიძლება იყოს.
· კანის სერიოზული გამონაყარი ანდა კანის აქერცვლა (პირის ღრუს, თვალის და სასქესო ორგანოების მიდამოში ვლინდება). აღნიშნული სტივენს-ჯონსონის სინდრომის ანდა დამწვარი კანის სინდრომის (ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროზის) სახელით წოდებული, ძალიან იშვიათი მდგომარეობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს.
დანარჩენი გვერდითი ეფეტები ქვემოთაა მოცემული:
ძალიან გავრცელებული:
- პირის ღრუს ანთება
- დისპეფსია
- გულისრევა
- მადის დაკარგვა
- ღვიძლის ფერმენტების მომატება
გავრცელებული:
- პირის ღრუში იარები
- დიარეა
- გამონაყარი, კანის სიწითლე, ქავილი
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- სისუსტე
· სისხლის თეთრი და/ანდა წითელი უჯრედების და/ ანდა თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, სისხლწარმოქმნის შემცირება (ლეიკოპენია, ანემია,თრომბოციტოპენია)
ნაკლებად გავრცელებული:
· ხახის ანთება, ნაწლავების ანთება, ღებინება
· სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, თმის ცვენა, რევმატოიდული კვანძების (კანქვეშ გამოვლენილი მუწუკები, კვანძები)რაოდენობის მომატება, ზონა (ვარიცელა ზოსტერის სახელით წოდებული ვირუსით გამოწვეული, ნერვული უჯრედების გამაღიზიანებელი, მტკივენული გამონაყარის მქონე კანის დაავადება), სისხლძარღვების ანთების, ჰერპესის (ჰერპეს ვირუსით გამოწვეული დაავადებები) მსგავსი გამონაყარი კანზე, ურტიკარია.
- შაქრიანი დიაბეტის დასაწყისი.
- თავბრუსხვევა, გონების არევა, დეპრესია.
- სისხლის შრატში ალბუმინის შემცირება.
· სისხლის უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
· შარდის ბუშტის ანდა საშოს ანთება და იარები (დაზიანება), თირკმლების ფუნქციის დაქვეითება, შარდის გამოყოფის დარღვევა.
· სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ოსტეოპოროზი (ძვლოვანი უჯრედების შემცირება).
იშვიათი:
· ვენური სისხლდენების გამო მომატებული კანის პიგმენტიაცია, აკნე, ლურჯი ლაქები
· სისხლძარღვების ალერგიული ანთება, ცხელება, თვალების გაწითლება, ინფექცია ანდა ჭრილობის შეხორცების გაძნელება, სისხლში ანტისხეულების (ალერგიის განომწვევი ნივთიერების საწინააღმდეგოდ სხეულის მიერ წარმოებული დამცველობითი პროტეინი) რაოდენობის შემცირება.
- მხედველობის დარღვევები.
· გულის ირგვლივი გარსის ანთება, გულის ირგვლივ გარსებში სითხის დაგროვება.
· დაბალი არტერიული წნევა, თრომბის მოწყვეტა და თრომბის მიერ სისხლძარღვის დახშობა (თრომბოემბოლიური მოვლენები)
· ფილტვების ფიბროზი (ფილტვების უჯრედებს შორის შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება), სუნთქვის უკმარისობა და ბრონქული ასთმა, ფილტვების შემომგარსავ აპკში სითხის დაგროვება
- ელექტროლიტური დარღვევები
ძალიან იშვიათი:
· ძლიერი სისხლდენა, ტოქსიკური მეგაკოლონი (ნაწლავის მწვავე ტოქსიკური გაგანიერება)
· ფრჩხილებზე მომატებული პიგმენტაცია, ნუნების ანთება, ფურუნკულოზი (თმის ფესვების ღრმა ანთება), წვრილი სისხლძარღვების ხილული გაგანიერება).
· კანქვეშა ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილას ლოკალური დაზიანება (სტერილური აბსცესის ფორმაცია, ცხიმოვან ქსოვილის ცვლილებები)
· მხედველობის დარღვევები, ტკივილი, ხელებსა და ფეხებში ძალის დაკარგვა, დაბუჟება ანდა ჩხვლეტის შეგრძნება, გემოს შეგრძნების ცვლილება (მეტალის გემო), გულყრები, დამბლა, ცხელებასთან ერთად თავის ტკივილი.
· რეტინოპათია (არა-ანთებადი თვალის პრობლემები)
· სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დაკარგვა, იმპოტენცია, მამაკაცებში მკერდის გადიდება (გინეკომასტია), სპერმის წარმოქმნის დარღვევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშოდან გამონადენი.
- ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფომა)
უცნობი:
· ლეიკოენცეფალოპათია (თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება)
მეტოტრექსატის კანქვეშა გამოყენებით, პრეპარატის ტოლერანტობა კარგია.
მხოლოდ მკურნალობის დროს ვლინდება კანის ლოკალური, მსუბუქი რეაქციები.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
5. მეტოარტ კონის შენახვა
მეტოარტ კონი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას და შეფუთავში შეინახეთ.
შეინახეთ < 250C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოყენებისთვის მზა შპრიცების სინათლისგან დაცვის მიზნით, შეფუთვაში შეინახეთ.
სამედიცინო პროდუქტი, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ მეტოარტ კონი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account