ტრაუმელი - Traumeel 2.2მლ 100 ამპულა

575,14 GEL
მარაგშია
SKU
81631_626

ჩვენება: დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა,ძვლის მოტეხილობა, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება.

ტრაუმელ S  (Traumeel S)

შემადგენლობა:

1 ამპულა 2.0 მლ (=2.0 გ) შეიცავს:

Arnica montana D 2-2.2 mg, Calendula officinalis D 2- 2.2 mg

Chamomilla recutita D 3- 2.2 mg, Symphytum officinale D 6- 2.2 mg,

Achillea millefolium D 3- 2.2 mg, Atropa bella-donna D 2- 2.2 mg,

Aconitum napellus D 2- 1.32 mg, Bellis perennis D 2- 1.1 mg,

Hypericum perforatum D 2- 0.66 mg, Echinacea D 2-0.55 mg,

Echinacea purpurea D 2- 0.55 mg, Hamamelis virginiana D 1- 0.22 mg

Mercurius solubilis Hahnemanni D 6- 1.1 mg, Hepar sulfuris D 6- 2.2 mg

შემავსებლები:

საინექციო წყალი  2,179,10 მგ, ნატრიუმის ქლორიდი 19,4 მგ

ჩვენება:

დაზიანებები, როგორიცაა დაჭიმულობა, კონტუზია, სისხლდენა და სისხლჩაქცევა სახსარში, მოტეხილობები; რბილი ქსოვილების პოსტ-ოპერაციული და პოსტ-ტრავმული შეშუპება და გასიება; ანთებითი პროცესები და დეგენერაციული პროცესები, დაკავშირებული სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებასთან, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჩათვლით (ტენოსინოვიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი); ბარძაყის, მუხლისა და მცირე სახსრების ართროზი; ტვინის შერყევა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელ კომპონენტების მიმართ მაგ. (არნიკას, გვირილას, აცჰილლეა მილლეფოლიუმ ან გვირილას ოჯახის (შემადგენელი) სხვა მცენარეების მიმართ) . ექინაცეა  არ უნდა იყოს გამოყენებული პროგრესიული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია ან ლეიკემიის მსგავსი დაავადებები. დამაკავშირებელი ქსოვილის ანთებითი დაავადების (კოლაგენური დაავადების), აუტოიმუნური დაავადებების, მრავლობითი სკლეროზის, შიდსის, აივ ინფექციის ან სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

2 წლამდე ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები:

არა საკმარისი დოკუმენტირებული მონაცემების გამო ამ პროდუქციის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არი რეკომენდებული .

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიმპტომების გახანგრძლივების ან/და გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. გვერდითი ეფექტი:

მომატებული მგრძნობელობა შემავალ კომპონენტების მიმართ. შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ალერგიური რეაქცია ინექციის ადგილას. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები კანზე (სიწითლე, გასიება და პრურიტი), რა შემთხვევაშიც პროდუქციის მიღება უნდა შეწყდეს.  Echinacea-ს ექსტრაქტის შემცველი პროდუქციით მკურნალობის დროს შემჩნეული იქნა გამონაყარი კანზე და ქავილი (პრურიტი), ხოლო იშვიათ შემთხვევებში სახის გასიება, სუნთქვის უკმარისობა (დისპნოე), თავბრუსხვევა და წნევის დაცემა. მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერსალივაცია  , ამ შემთხვევაშიც უნდა შეწყდეს პროდუქციის მიღება.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

ცნობილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი:

მწვავე დარღვევებისას 1 ამპულა ყოველდღე,

სტანდარტული სქემა კვირაში 1-3-ჯერ 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში, ვენაში, პერიატრიკულარულად.

შეფუთვა:

# 100 ამპულა.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი

შენახვა:

განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ასევე, იხილეთ :  Traumeel S - ტრაუმელი S 2.2მლ 5 ამპულა

მეტი ინფორაცია
Units100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy