Hepargitol - ჰეპარგიტოლი 20 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 72,25 GEL რეგულარული ფასი 79,40 GEL
მარაგშია
SKU
67352_2687

ჩვენება:ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და არის საფაღარათო საშუალება.გაძნელებული საჭმლის  მონელების დროს და ყაბზობის შემთხვევაში.

 

ჰეპარგიტოლი, ორალური ფხვნილი ორმაგი პაკეტით

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია  წამლის მიღებამდე. 

იგი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას სთქვენი მკურნალობისთვის.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, ან ეჭვი გეპარებათ , გთხოვთ მეტი ინფორმაციისათვის  მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

*  შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

*  თუ მეტი ინფორმაცია და რჩევა გჭირდებათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენ ფარმაცევტს.

* თუ სიმპტომები გაუარესდება ან შენარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

* თუ შეამჩნევთ არასასურველ ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, ან თუ იგრძნობთ რომელიმე ეფექტს, რომელიც მოხსენიებულია როგორც სერიოზული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

1.     რას წარმოადგენს ჰეპარგიტოლი, ორალური ფხვნილი ორმაგი  პაკეტით და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი? თერაპიული ჩვენებები

ეს წამალი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და არის საფაღარათო საშუალება.

რეკომენდებულია გაძნელებული საჭმლის  მონელების დროს და ყაბზობის შემთხვევაში.

2.რა არის საჭირო ვიცოდეთ, სანამ მივიღებთ ჰეპარგიტოლს ორალურ ფხვნილს ორმაგი პაკეტით

უკუჩვენებები: არასოდეს მიიღოთ ჰეპარგიტოლი თუ გვაქვს :

* ზოგიერთი ნაწლავური და  ასევე მსხვილი ნაწლავის  დაავადება.

* აბდომინალური ტკივილი (მუცლის ტკივილი).

ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

გაფრთხილება: არანაირი  ხანგრძლივი გამოყენება სამედიცინო რჩევის გაუთვალისწინებლად.

პერიოდული ყაბზობა:  :

იგი შეიძლება უკავშირდებოდეს ცხოვრების სტილის ბოლოდროინდელ ცვლილებას (მოგზაურობას).  წამალი შესაძლოა დაგვეხმაროს ხანმოკლე მკურნალობის დროს. ცხოვრების წესის ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოუხსნელი ყაბზობის შემთხვევაში,   ისეთი შეკრულობისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, სიცხე, მუცლის შებერილობა, აუცილებლად უნდა ვკითხოთ რჩევა ექიმს.

ქრონიკული  შეკრულობა (ხანგრძლივი  შეკრულობა):

იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს ორ მიზეზთან:

. შესაძლოა იყოს ნაწლავური დაავადება, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს

. ანდა ნაწლავური ფუნქციის დისბალანსი გამოწვეული კვებითი ჩვევებით და

ცხოვრების წესით.

მკურნალობა, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:

* მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით დატვირთვას (მწვანილი, უმი ბოსტნეული, ხილი,  მთლიანი მარცვლეულის  პური...)

* გაზრდილი მოხმარება წყლის და ხილის წვენების

* ფიზიკური დატვირთვის ზრდა (სპორტი, სიარული ...)

* დეფეკაციის რეფლექსის აღდგენა

* ზოგ შემთხვევაში,  ქატოს  დამატება საკვებზე.

კარგი იქნებოდა ,რჩევის მიღება თქვენი ექიმის ან თქვენი ფარმაცევტისგან.

განსაკუთრებული შემთხვევები  ბავშვებში:

ბავშვებში ყაბზობის მკურნალობა ემყარება ჰიგიენური და დიეტური ნორმების დაცვას: კერძოდ, წყლის საკმაო ოდენობით გამოყენებას საბავშვო რძის ფხვნილთან ერთად, მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით გამდიდრებული საკვების მიღება, ხილის წვენის დამატება. უკუნაჩვენებია ხანგრძლივი მკურნალობა  საფაღარათო საშუალებებით  ბავშვებში, რადგან მისმა რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა  შეაფერხოს დეფეკაციის ნორმალური ფუნქციონირება.

ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები:

·    უმარილო დიეტის შემთხვევაში, ყოველდღიურ რაციონში გაითვალისწინეთ  0,277 გრ. ნატრიუმის არსებობა ერთ პაკეტში.

·   ჩააყენეთ ექიმი საქმის კურსში  ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობის შემთხვევაში.

·   კოლიტის დროს, შეამცირეთ დოზა და მოერიდეთ პრეპარატის მიღებას უზმოზე.

·   დიაბეტის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ  თვითეულ პაკეტში საქაროზის შემცველობა არის  0.500 გრ. 

ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ მეტი ინფორმაციისათვის  მიმართოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

არასოდეს დატოვოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, ჰეპარგიტოლით მკურნალობის კურსის დროს,თუ იტარებთ სხვა მკურალობასაც, სისტემატურად ჩააყენეთ თქვენი ექიმი ან თქვენი ფარმაცევტი საქმის კურსში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეს მედიკამენტი,თუ დაცული იქნება მიღების წესი, შესაძლოა მივიღოთ ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ზოგადად, წამლის მიღებამდე  აუცილებელია რჩევა ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

შემადგენელი კომპონენტები: საქაროზა, ნატრიუმი.

3. როგორ მივიღოთ ჰეპარგიტოლი, ორალური ფხვნილი ორმაგი პაკეტით

ორივე პაკეტის შემადგენლობა ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა წყალში და შეანჯღრიეთ.

შეკრულობის დროს დამატებითი მკურნალობისთვის მიიღეთ ორი პაკეტი უზმოზე.

რთული მონელების შემთხვევაში: მედიკამენტი მიიღეთ ჭამამდე ან უშულოად სიმპტომების დროს ნახევარი ჭიქა წყლით.

მოზრდილებში:1-დან 4 პაკეტამდე დღეში.

2 წლის ზემოთ ბავშვებში: 1 -დან 2 პაკეტამდე ასაკის მიხედვით.

თუ თქვენ მიიღეთ ჰეპარგიტოლის ის დოზა, რომელიც არ იყო რეკომენდირებული:

გადაჭარბებული მოხმარების დროს, ჩნდება დიარეის რისკი. დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.

4. რომელია შესაძლო არასასურველი ეფექტები:

როგორც ყველა მედიკამენტს, ჰეპარგიტოლისაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები: დიარეა, აბდომინალური ტკივილი.

გვერდითი ეფექტის გამოვლინება

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის არსებობის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა  გვერდით მოვლენას,  რაც არ არის ნახსენები ამ ანოტაციაში. ამ არასასურველი ეფექტების დასახელებით,  თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოებისათვის დამატებითი ინფორმაციის უზრუნველყოფას.

5. როგორ შევინახოთ ჰეპარგიტოლი, ორალური ფხვნილი ორმაგი პაკეტით

შეინახეთ ბავშვებისათვის მუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. 

არ ჩაყაროთ მედიკამენტები  კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს სად უნდა წაიღოთ გამოუყენებელი წამლები. ამ  ზომების მიღებით დაიცავთ  გარემოს. 

6. დამატებითი ინფორმაცია

მედიაკმენტში შემავალი აქტიური ნივთიერებებია:

პაკეტი A: სორბიტოლი  1,8450 გ , ლიმონმჟავა 0,8780 გ ერთ პაკეტზე

პაკეტი B: არგინინის ქლორჰიდრატი 0,5000გ, სორბიტოლი: 1,5700 გ, უწყლო ნატრიუმის სულფატი: 0,0660 გ, ნატრიუმის ჰიდროგენოფოსფატი:0,1190 გ, ერთ პაკეტზე.

სხვა შემადგენლები: 

პაკეტი A : საქაროზა, ფორთოხლის ზეთი,ნატურალური კონცენტრირებული ლიმონის ზეთი.

პაკეტი B: ნატრიუმის ბიკარბონატი, საქაროზა

მედიკამენტი წარმოდგენილია კოლოფით, რომელიც შეიცავს 20 პაკეტ ორალურ ფხვნილს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy