აირონ ბენე - Iron Bene 30მგ N30 კაფსულა
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემია.
ბენე ლიპოსომური რკინა კაფსულა #30
აირონ ბენე (რკინის ბისგლიცინატი ) 30 კაფსულა
ლიპოსომური რკინა 30 მგ
საკვები დამანატი
- გაძლიერებული, სრული შეწოვა
- მაღალი ბიოშეღწევადობა
- მიწოდება სამიზნე ადგილზე
- კონტროლირებადი გამოთავისუფლება
აირონ ბენეს (ლიპოსომური რკინა) ტექნოლოგიის უნიკალურობა:
ლოიპოსომური რკინა შეიქმნა რკინის ბიოშეღწევადობის და რკინის პრეპარატის მიმართ კუჭნაწლავის ამტანობის გასაუმჯობესებლად. რკინის ეს ფორმა მოთავსებულია ლიპოსომებში, რომლებიც წარმოადგენენ უმცირესი ზომის სფერულ ვეზიკულებს, რომლებიც შედგება ლიპიდების ორი შრისგან.
მოქმედების მექანიზმი: ლიპოსომის ლიპიდური შრე იცავს ლიპოსომებში ინკაფსულირებულ რკინას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პირდაპირი ზემოქმედებისაგან, რაც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი რკინის პრეპარატებისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენების არ არსებობას.
ლიპოსომაში ინკაფსულირებული რკინა (რკინის ბისგლიცინატი) ადვილად გადის ნაჭლავის კედლის დამცავ ბარიერს, გადადის სისხლის მიმოქცევაში და ტრანსპორტირდება ღვიძლში, სადაც ხდება მისი დაშლა და რკინის სრული გამოთავისუფლება.
რკინის ბისგლიცინატი
ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი რკინა 90 კაფსულა
აირონ ბენეს თვისებები:
- მაღალი აბსორბცია და ბიოშეღწევადობა
- კარგი ამტანობა პერორალური მიღებისას
- არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს (გამოიყენება ვეგეტარიანელებში, ვეგანებში)
- არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ დანამატებს, ალერგენებს, ორგანული გამხსნელების ნარჩენებს
- არის ბიოთავსებადი და არატოქსიკური
- უსაფრთხოა ხანდაზმულ და დიაბეტიან პაციენტებში
- არ იწვევს ღებინებას, ყაბზობას, ტკივილს მუცლის არეში
- არ ტოვებს პირში მეტალის გემოს
- არ ახასიათებს ექსკრემენტების შეფერილობა.
ჩვენება:
- რკინადეფიციტური ანემია: გამოწვეული ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, ბარიატრიული ქირურგიით, ჰორმონალური დარღვევებით (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითერებული ანემიები.
- აირონ ბენე რეკომენდებულია განსაკუთრებით იმ პაციენტებში ვისაც ცუდად გადააქვს ჩვეულებრივი რკინის პრეპარატები.
- მომატებული მოთხოვნა რკინაზე: ორსულები, სპორტსმენები, ქრონიკული სისხლდენის მქონე პაციენტები.
- მალაბსორბციის სინდრომი: როდესაც გართულებულია რკინის შეწოვა, მაგალითად ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები.
დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება. დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
რკინის დეფიციტის მიზეზები
- ფიზიოლოგიური: რკინაზე დიდი მოთხოვნა (ჩვილთა ასაკი, მოზარდობის პერიოდი, ორსულობა, მენსტრუალური სისხლდენა, სისხლის დონაცია, პროფესიონალური სპორტი).
- გარემო პირობები: არაბალანსირებული კვება, ან ცხოვრების სპეციფიკური სტილი (ვეგეტარიანელები, ვეგანები), სხვადასხვა ტიპის დიეტები
- დაავადებები: შეწოვის დარღვევები, მწვავე და ქრონიკული სისხლდენები, გენეტიკური დაავადებები, ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული ანთებითი პროცესები.
- ფარმაკოთერაპია: გლუკოკორტიკოსტეროიდების, სალიცილატების, არასტეროიდების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება.
გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account