TOXIVENOL - ტოქსივენოლი 300მგ+3მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 46,47 GEL რეგულარული ფასი 64,87 GEL
მარაგშია
SKU
28703_2080

ჩვენებები : ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი.

შემადგენლობა 

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 
ტროქსერუტინი 300 მგ, კარბაზოქრომი 3 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
არავიული გუმფისი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, პოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, კაოლინი, ფორთოხლის ყვითელი S (E 110), ნატრიუმის ინდიგო დისულფონატი (E 132), საქაროზა.

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ორმხრივ ამოზნექილი მრგვალი, გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის, ოპტიმალური კომბინაცია განაპირობებს მის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და სისხლდენის სინდრომების მკურნალობა კაპილარების მომატებული სისუსტის დროს. ტროქსერუტინი, ვიტამინი P4, არის ბიოფლავონოიდი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვოვან რეზისტენტობას (სისხლძარღვების დამცავი მოქმედება) და ამცირებს განვლადობას, ხელს უშლის რა სისხლის თხევადი კომპონენტის ჭარბ შეღწევას ქსოვილებში (გამავლობისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება). პრეპარატი აძლიერებს C ვიტამინის მოქმედებას, რაც გავლენას ახდენს მემბრანის განვლადობაზე და თრგუნავს ჰიალურონის სინთეზს, რომელიც აქტივაციის შედეგად გამოიმუშავებს მუკოპოლისაქარიდს - ჰიალურონის მჟავას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხს აგებს სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეზე. გარდა ამისა, აღინიშნება ჰისტამინის (პისტამინი აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს შეშუპებას) გამოთავისუფლების შემცირება.
კარბაზოქრომი – ორთოქინონი, ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტივობის გარეშე, მეორეხარსხოვანი ამინის ჯგუფისა და ო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. სისხლმდენი ზონის წვრილ სისხლძარღვებზე ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება ზეგავლენას ახდენს სისხლდენის ხანგრძლივობის შემცირებაზე. აღნიშნული ეფექტი ვითარდება არტერიული წნევის მომატებისა და გულის მუშაობაზე ზეგავლენის გარეშე. გამოვლინდა, რომ კარბაზოქრომი აშკარა ზეგავლენას ახდენს კაპილარების სიმტკიცესა და განვლადობაზე, ასევე სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვის ძალაზე.

ჩვენებები
- ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
- ჰემოროიდული კვანძები;
- დიაბეტური ანგიოპათია;
- რეტინოპათია.

მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: 2-4 ტაბლეტი დღეში.

გვერდითი მოვლენები
საერთოდ პრეპარატი კარგად გადაიტანება; გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტია და ხანმოკლე. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავისმხრივი მოვლენები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: 
მკურნალობის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე

ჭარბი დოზირება
პრეპარატის თვითნებური თუ უნებლიე ჰიპერდოზირების სიმპტომები არ აღინიშნება. ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ასკორბინის მაჟავას მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და განვლადობაზე.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - ექიმის რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy