VENODIOL - ვენოდიოლი 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 17,21 GEL რეგულარული ფასი 34,42 GEL
მარაგშია
SKU
10096_2080

ჩვენება:ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობისას, ტკივილი, კრუნჩხვები,მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს.

ვენოდიოლი

სავაჭრო დასახელება
ვენოდიოლი,Venodiol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დიოსმინი + ჰესპერიდინი, ასკორბინის მჟავა

Diosmin + Hesperidin, Ascorbic acid
წამლის ფორმა

ტაბლეტები.

აღწერილობა: ოვალური ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ღია ყავისფერიდან ყავისფერამდე შეფერილობის, ჩანართებით.

შემადგენლობა

ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები: დიოსმინი 450 მგ, ჰესპერიდინი 50 მგ, ასკორბინის მჟავა 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატები.

ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა

ვენოდიოლს გააჩნია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ამცირებს ვენების ჭიმვადობას, ამაღლებს მათ ტონუსს და ამცირებს ვენურ შეგუბებას; ასევე ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, "მტვრევადობას" და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფის უკუდინებას.

ვენოდიოლის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა (ჩ ვიტამინი) აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, ხელს უწყობს ნორმალურ სისხლწარმოქმნას, ამაღლებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.

სისტემატური გამოყენებისას ეს პრეპარატი ამცირებს ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კინეტიკური დაკვირვება შეუძლებელია.

გამოყენების ჩვენებები

- ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობა: ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები;

- მწვავე ჰემოროის სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზები

ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე, საკამრისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

ვენოდიოლის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სტანდარტული სადღეღამისო დოზა, რაც ამარტივებს ამ პრეპარატის გამოყენებას.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორი სხვადასხვა წესით:

- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს მთელი მკურნალობის განმავლობაში;

- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.

პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილება მოწმობს, რომ ვენოდიოლის გამოყენების ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულია დაავადების სიმძიმისა. 

ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყისი ფორმების მკურნალობისას, რომლებიც ვლინდება `ფეხებში სიმძიმის~ სინდრომით, ჩვეულებრივ საკმარისია ორთვიანი კურსი, რომელიც უნდა განმეორდეს, საჭიროების შესაბამისად, წელიწადში 2-3-ჯერ.

უფრო მძიმე შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ტკივილს, კრუნჩხვებსა და შეშუპებას, ვენოდიოლის მიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში. 

ვენური ტროფიკული წყლულების მკურნალობისას შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი კურსი – 6 და მეტი თვე.

ბუასილის მწვავე შეტევის დროს ინიშნება 6 ტაბლეტი დღე-ღამეში პირველი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 4 ტაბლეტი დღე-ღამეში მომდევნო 3 დღის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ვენოდიოლის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება.

უკუჩვენებები

– რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

– 18 წლამდე ასაკი.

გვერდითი მოქმედება

პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ გამოვლენილა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც საჭიროებდა პრაპარატის მოხსნას. მხოლოდ რამდენიმე პაციენტში ვენოდიოლის მიღებიდან პირველი დღეების განმავლობაში აღინიშნა ვეგეტატიური რეაქციები (მომატებული სისუსტე, თავბრუსხვევა, სიმხურვალის და ჩხვლეტის შეგრძნება ქვედა კიდურებში). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა არ შეიძლება გახდეს პრეპარატის მოხსნის საბაბი, ვინაიდან 2-3 კვირის შემდეგ ეს რეაქციები სპონტანურად ქრება.

განსაკუთრებული მითითებები

ბუასილის გამწვავების დროს ვენოდიოლი არ ანაცვლებს ანორექტალური მიდამოს დაავადებების სპეციფიკურ მკურნალობას. პრეპარატი ინიშნება მოკლე კურსით. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევა და თერაპიის კორექტირება. 

პრეპარატის დანიშვნისას ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, დაიკლონ წონაში და ატარონ სპეციალური წინდები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ვენოდიოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის უნარსა და ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

დღემდე არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სახის გვერდითი ეფექტების შესახებ. 

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ვენოდიოლით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძესთან ერთად.

ექსპერიმენტული კვლევების დროს ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა.

გამოყენება პედიატრიაში

არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

გამოშვების ფორმა

ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში.

3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy