Herbion plantain syrup - ჰერბიონი მრავალძარღვა 150მლ. სიროფი
ჩვენება: გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების კომპელქსურ თერაპიაში, რომლებსაც ახლავს მშრალი ხველა.
ჰერბიონი®
მრავალძარღვას სიროფი
სავაჭრო დასახელება ჰერბიონი® მრავალძარღვას სიროფი (Herbion® plantain syrup)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება არ არსებობს
ზოგადი დახასიათება
აღწერა
ყავისფერიდან მოწითალო-ყავისფრამდე ფერის, სპეციფიკური სუნის და გემოს მქონე სიროფი. დასაშვებია ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებისათვის დამახასიათებელი ნალექის არსებობა.
შემადგენლობა
5 მლ სიროფი (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
· 2,5 გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების (Plantago lanceolata L.s.l., folium) და ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების (Malva sylvestris L., flos) წყლიანი ექსტრაქტების ნარევს, რაც ეკვივალენტურია 0,25 გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების და 0,25გ ბალბას ყვავილების (1:5);
ექსტრაქციული გამხსნელი: წყალი
· 65 მგ ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) 73,12 მგ ნატრიუმის ასკორბატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ფორთოხლის ზეთი.
სიროფის ყოველი 5მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს 4გ საქაროზას და 9,24 მგ მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს.
სამკურნალწამლო ფორმა სიროფი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გაციების დაავადებების სამკურნალოდ.
ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი მთლიანად, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
ეს სამკურნალო საშუალება ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც აღწერილია მოცემულ დოკუმენტში ან ექიმის რეკომენდაციების მიხედვით.
•შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შესაძლებელია, ის კვლავ დაგჭირდეთ.
•კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
· მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ან თუ მდგომარეობის სიმპტომები არ უმჯობესდება 5-7 დღის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.
· გვერდითი ეფექტების განვითარებისას, ან თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ დოკუმენტში, შეატყობინეთ ექიმს.
მოცემულ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა იცოდეთ სამკურნალო საშუალება ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფის გამოყენებამდე.
3. როგორ მიიღება ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები.
5. სამკურნალო საშუალება ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფის შენახვის პირობები.
1. რა არის ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი და რისთვის გამოიყენება
ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი შეიცავს ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების (Plantago lanceolata L.) და ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების (Malva sylvestris L.) წყლიან ექსტრაქტებს - ასევე ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C).
ექსტრაქტების შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები ახდენენ შემომგარსველ მოქმედებას ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე და ხელს უწყობენ მშრალი ხველის შემცირებას. ორგანიზმში, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს რიგ მეტაბოლურ პროცესებში, ხელს უწყობს ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის მომატებას.
გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების კომპელქსურ თერაპიაში, რომლებსაც ახლავს მშრალი ხველა.
აღნიშნული ჩვენებების მიხედვით გამოყენება დაფუძნებულია მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებაზე.
2.რა უნდა იცოდეთ სამკურნალო საშუალება ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფის გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი
· თუ გაქვთ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
•თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.
•4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ასკორბინის მჟავას შემცველობის გამო, სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია თრომბოზების, თრომბოზების მიმართ მიდრეკილების, თრომბოფლებიტის, სისხლის შედედების მომატების, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის, ნეფროლითიაზის, ჰიპეროქსალურიის, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
სიფრთხილით
სამკურნალო საშუალების დანიშვნა თირკმელების დაავადების, სიდერობლასტური ანემიის, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, თალასემიის, ჰემოქრომატოზის, პოლიციტემიის, პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით.
სიფრთხილის ზომები
ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე სამკურნალო საშუალება ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფის მიღების დროს
· თუ გაქვთ გახანგრძლივებული სასუნთქი გზების დაავადება, სუნთქვის გართულება, სხეულის მომატებული ტემპერატურა, ქრონიკული ხველა და ხიხინი, სისხლიანი ნერწვი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
· თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, უნდა იცოდეთ, რომ სიროფი შეიცავს საქაროზას და ამიტომ არ არის რეკომენდებული თქვენთვის.
•თუ ხველა გრძელდება 5-7 დღეზე მეტ ხანს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ასკორბინის მჟავას შემცველობის გამო, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სამკურნალო საშუალების დანიშვნისას თირკმელების დაავადების, სიდერობლასტური ანემიის, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, თალასემიის, ჰემოქრომატოზის, პოლიციტემიის, პროგრესირებადი ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში.
სამკურნალო საშუალების დანიშვნა უნდა მოხდეს სიფრთხილით ანამნეზში თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში, აუცილებელია თირკმელების ფუნქციის კონტროლი. შარდკენჭოვანი დაავადებების დროს, ასკორბინის მჟავას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1 გ-ს. ორგანიზმში რკინის მომატებული შემცველობის მქონე პაცინტებში, ასკორბინის მჟავას გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური დოზებით.
ასკორბინის მჟავამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე, მაგალითად, სისხლში გლუკოზას, ბილირუბინის განსაზღვრის და ტრანსამინაზების, ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის განსაზღვრის დროს.
ბავშვები
საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო, არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
სამკურნალო საშუალებების მიღების დროს
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება არ უნდა მოხდეს ასკორბინის მჟავას შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ასკორბინის მჟავა ზრდის ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციებს სისხლში, ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობისას, ანელებს თირკმელებით მჟავების გამოყოფას, ზრდის იმ სამკურნალო საშუალებების გამოყოფას, რომლებსაც აქვთ ტუტე რეაქცია (მათ შორის ალკალოიდების), ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას სისხლში. ასკორბინის მჟავას და იზოპრენალინის ერთდროული გამოყენების დროს, მცირდება იზოპრენალინის ქრონოტროპული მოქმედება. ასკორბინის მჟავა ამცირებს ანტიფსიქოზური სამკურნალო საშუალებების (ნეიროლეპტიკები) მოქმედებას - ფენოთიაზინის წარმოებულების, ამფეტამინის და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მილაკოვან რეაბსორბციას.
ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი საკვებთან და სასმელთან ერთად
არ ყოფილა შეტყობინენები საკვებთან ურთიერთქმედების შესახებ.
პრეპარატის მიღებისას, პაციენტმა უნდა დალიოს საკმარისი რაოდენობის თბილი სითხე (ჩაი ან სხვა თბილი სასმელები).
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან ვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენების უსაფრთხოების შესახემ შეზღუდული მონაცემების გამო, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტების ამ კატეგორიაში.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე სამკურნალო საშუალების მიღების გავლენის შესაფასებლად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი შეიცავს საქაროზას. მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება არ უნდა მოხდეს ფრუქტოზას აუტანლობის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობის მქონე პაციენტების მიერ.
მეთილჰიდროქსიბენზოატს (E218) შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა, მათ შორის დაყოვნებული ტიპის რეაქციების.
3. როგორ მიიღება ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ისე, როგორც აღწერილია მოცემულ დოკუმენტში ან ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა არის 2 საზომი კოვზი (10მლ) 3-5 ჯერ დღეში.
ბავშვები და მოზარდები
4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 საზომი კოვზი (5მლ) 3-ჯერ დღეში, 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 საზომი კოვზი (5-10მლ) 3-ჯერ დღეში, 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2 საზომი კოვზი (10მლ) 3-5 ჯერ დღეში. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ერთი საზომი კოვზი შეიცავს 5მლ სიროფს.
პაციეტნმა არ უნდა მიიღოს სასმელი ან საკვები სამკურნალო საშუალების მიღებისთანავე, რადგან საკვებს ან სასმელს შეუძლია დააჩქაროს პრეპარატის მოცილება პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან.
თუ დაავადების სიმპტომები არ ქრება პრეპარატის მიღების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენებამდე აუცილებელია სამკურნალო საშუალების შემცველი ბოთლის შენჯღრევა.
პრეპარატის მიღებისას, პაციენტმა უნდა დალიოს საკმარისი რაოდენობის თბილი სითხე (ჩაი ან სხვა თბილი სასმელები).
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფი
არ მიიღოთ სამკურნალო საშუალების რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზები. დოზის გადაჭარბების დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ასკორბინის მჟავას 1 გ-ზე მეტი დოზით მიღების დროს, შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებადობა, უძილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭ ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულის წარმოქმნა, კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია), ჰიპეროქსალურია, ნეფროლითიაზი, თირკმელების გორგოლვანი აპარატის დაზიანება, ზომიერი პოლაკიურია (დღეღამეში 600 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას), კაპილარების გამტარობის შემცირება, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერკოაგულაცია, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალემია).
მკურნალობა:დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. მკურნალობა არის სიმპტომური.
თუ დაგავიწყდათ ჰერბიონი მრავალძარღვას სიროფის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ დაგავიწყდათ სიროფის მიღება. მიიღეთ გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება სწრაფად, თუ არ არის მოახლოებული შემდეგი დოზის მიღების დრო.
თუ გაგიჩნდათ კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ, შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4.გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი შკალის გამოყენებით: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, <1/10); არახშირად (≥1/1000, <1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
•იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული რეაქციები). ასკორბინის
მჟავას შემცველობის გამო შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარება:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, დიდი დოზების ხანგრლივი გამოყენებისას - ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებადობა, ძილის დარღვევა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია).
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გახშირებული გამოყოფა (პოლაკიურია), კრისტალურია, ურატული და/ან ოქსალატური კონკრემენტების განვითარება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თრომბოზი, არტერიული წნევის მომატება მაღალი დოზებით მიღების დროს.
ალერგიული რეაქციები:კანზე გამონაყარი, კანის ჰიპერემია, იშვიათად-ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ჰიპერვიტამინოზი, სიცხის შეგრძნება, დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას - ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიის, სპილენძის ცვლის დარღვევა.
გევრდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.
5.შენახვის პირობები
ფლაკონის გახსნამდე
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ
ინახება არაუმეტეს 25 0С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა 3 წელი
ფლაკონის გახსნის შემდეგ, სიროფის გამოყენება უნდა მოხდეს 3 თვის განმავლობაში.
არ უნდა მოხდეს გამოყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
150მლ სიროფის შემცველი შუშის ფლაკონი პლასტმასის თავსახურით და საზომი კოვზით მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account