ტუსიროლი - Tussirol სიროფი 100მლ
ტუსიროლი
ორალური სითხე
ჩვენებები
ტუსიროლის ორალური სითხე სურსათის დანამატია პროპოლისისა და მცენარეული ექსტრაქტების შემადგენლობით. ისლანდიური ხავსის, ბეგქონდარას, სუროს და მრავალძარღვას ექსტრაქტები ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს. მრავალძარღვას და ისლანდიური ხავსის ექსტრაქტები ავლენს შემომგარსველ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ხახის ლორწოვან გარსზე.
შემადგენლობა
ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica (L.) Ach.) თალუსის ტიტრირებული მშრალი ექსტრაქტი 30% პოლისაქარიდებზე
ბეგქონდარას (Thymus vulgaris L.) წვეროების ტიტ. მშ. ექსტრ. 0.5% ეთერზეთებზე
სუროს (Hedera helix L.) ფოთლების ტიტ. მშ. ექსტრ. 10% ჰედერაკოზიდ C-ზე
პროპოლისის (Propolis) ტიტ. მშ. ექსტრ. 12% გალანდინზე
ლანცეტისებური მრავალძარღვას (Plantago lanceolata L.) ფოთლების ტიტ. მშ. ექსტრ. 1% ვერბასკოზიდსა და 5% საერთო ფენოლებზე
იაპონური მატიტელას (Polygonum cuspidatum Siebold & Zucc.) ფესვების ტიტ. მშ. ექსტრ. 98% რესვერატროლზე
ევკალიპტის თაფლი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ისლანდიური ხავსი
უზრუნველყოფს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დატენიანებას, იცავს გაღიზიანებისგან, ამცირებს ანთებას და ახდენს ხველის კუპირებას.
ბეგქონდარა
მის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები და ტრიტერპენები ავლენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე. ბეგქონდარა მდიდარია ანტიმიკრობული მოქმედების ეთერზეთებით.
სურო
სხვადასხვა კვლევების მიხედვით ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სიმპტომებს; დამოწმებულია German Commission E-ს მიერ ლორწოს ჰიპერსეკრეციით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებისა და ბრონქების ქრონიკული ანთების სიმპტომური მკურნალობისთვის.
პროპოლისი
ბუნებრივი წარმოშობის ანტიბაქტერიული და ანტივირუსული აგენტი ყველა ტიპის რესპირაციული ინფექციისთვის.
მრავალძარღვა
წარმოადგენს მუკოაქტიური მოქმედების ექსტრაქტს. ევროპაში ტრადიციულად გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, მათ შორის ყივანახველას, ბრონქიტის და ბრონქული ასთმის დროს. ასევე აღწერილია მისი ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმოლიზური თვისებები.
რესვერატროლი
კარგად ნაცნობ ანტიოქსიდაციურ მოქმედებასთან ერთად ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნომოდულაციურ ეფექტებს. აინჰიბირებს ლიმფოციტების პროლიფერაციას, ციტოკინების პროდუქციას და ციკლოოქსიგენაზურ აქტივობას. შედეგად ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის დაქვეითებას.
გამოყენება
1-დან 3 წლამდე: 2.5 მლ დღეში 2-ჯერ
3-დან 6 წლამდე: 5 მლ დღეში 2-ჯერ
6-დან 12 წლამდე: 7.5 მლ დღეში 2-ჯერ
მოზრდილები: 10 მლ დღეში 2-ჯერ
გამოყენების წინ საჭიროა შენჯღრევა
უკუჩვენება
პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. პროდუქტი არ გამოიყენება რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
ინახება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. სურსათის დანამატები არ წარმოადგენს მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვების რაციონის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩანაცვლების საშუალებას.
შენახვის პირობები
ინახება გრილ მშრალ ადგილას, სითბოს პირდაპირი წყაროსგან მოშორებით, უმჯობესია შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვამდე.
შეფუთვა
ბოთლი 100 მლ.
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას.
ასევე, იხილეთ: ტუსიპრესი - Tussipress სიროფი 200მლ
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account