სოლუცისი - Solucis სიროფი 100მგ/მლ 200 მლ

განსაკუთრებული ფასი 28,80 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
მარაგშია
SKU
94607_1098

ჩვენება: წარმოადგენს გამათხელებელ საშუალებას, რომელიც გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს ლორწოს გასათხელებლად. 

სოლუცისი 100 მგ/მლ - სიროფი

სოლუცისი 1500 მგ - ფხვნილი შიგნით მისაღებად

კარბოცისტეინი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, ვინაიდან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

ეს პრეპარატი მიიღება ყოველთვის ზუსტად ამ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით

-    საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შეიძლება წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

-    დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად უნდა მიემართოს ფარმაცევტს

-    თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე გვერდით ეფექტს, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. იხილეთ პარაგრაფი 4. 

-    უნდა მიემართოს ექიმს, თუ პაციენტი ვერ ამჩნევს მდგომარეობის გაუმჯობესებას ან თვლის რომ სიმპტომები გაუარესდა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1.   რა არის სოლუცისი და მისი გამოყენება

2.   რა უნდა იცოდეს პაციენტმა სოლუცისის მიღებამდე

3.   სოლუცისის მიღების წესი

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.   სოლუცისის შენახვის წესი

6.   შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1.   რა არის სოლუცისი და მისი გამოყენება

სოლუცისი წარმოადგენს სამედიცინო პროდუქტს, რომლის აქტიური ნივთიერებაა კარბოცისტეინი. 

ეს სამედიცინო პროდუქტი არის მუკოლიზური პრეპარატი (ეხმარება სასუნთქი გზებიდან ლორწოს მოცილებაში) და მუკორეგულატორი (პრეპარატი, რომელიც განაპირობებს ლორწოს ნაკლებ სისქეს და წებოვანებას).

სოლუცისი წარმოადგენს გამათხელებელ საშუალებას, რომელიც გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს ლორწოს გასათხელებლად. 

თუ პაციენტი რამოდენიმე დღეში არ გრძნობს გაუმჯობესებას, ან ფიქრობს რომ მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მიმართოს ექიმს. 

ასევე, იხილეთ: Fluifort - ფლუიფორტი პაკეტი 2.7გ 1 პაკეტი

2.   რა უნდა იცოდეს პაციენტმა სოლუცისის მიღებამდე

სოლუცისი არ მიიღება:

-    თუ პაციენტი ალერგიულია კარბოცისტეინის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში მყოფი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პარაგრაფში 6).

-    თუ პაციენტს აღენიშნება კუჭისა და 12-გოჯას წყლული (დაზიანება კუჭის და წვრილი ნაწლავის პირველ განყოფილებაში, რომელსაც ჰქვია 12-გოჯა ნაწლავი);

-    თუ პაციენტი ორსული ან მეძუძურია (იხ. ”ორსულობა და ლაქტაცია”).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები 

სოლუცისის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცვეტს. 

მომატებული კატარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველ დღეებში, სწრაფად მცირდება შემდგომში. 

პროდუქტი შეიცავს საქაროზას; რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დიაბეტის მქონე და დაბალ-კალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

სხვა პრეპარატები და სოლუცისი

უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს, ბოლო დროს იღებდა ან შესაძლოა მიიღოს ნებისმიერი სხვა სამედიცინო პროდუქტი. 

ურთიერთქმედებები ან შეუთავსებლობები სხვა სამედიცინო პროდუქტებთან არ გამოვლენილა. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ პაციენტი ორსულია, ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, ან გეგმავს ორსულობას, ან თუ იგი მეძუძურია, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ამ პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა

სოლუცისი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 

სოლუცისის სიროფი შეიცავს პარაბენებს და საქაროზას

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს პარაბენებს (კონსერვანტები), როგორიცაა მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის). 

გარდა ამისა, სოლუცისის სიროფი შეიცავს 84 გ საქაროზას. თუ პაციენტს ექიმის მიერ დაესვა რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის დიაგნოზი, ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. რეკომენდებული დოზების გამოყენების გათვალისწინებით, თითოეული დოზა შეიცავს 7.6 გ-მდე საქაროზას. ეს მხედველობაშია მისაღები შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. 

სოლუცისის ფხვნილი შიგნით მისაღებად შეიცავს საქაროზასა და ნატრიუმს

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 59.40 გ საქაროზას. რეკომენდებული დოზების გამოყენების გათვალისწინებით, თითოეული დოზა შეიცავს 2.97 გ საქაროზას. 

თუ ექიმის მიერ დიაგნოსტირებულია რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პროდუქტის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. 

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 116.3 მმოლ (2673.8 მგ) ნატრიუმს დღიურ დოზაზე. ეს მხედველობაშია მისაღები პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია ან იმყოფებიან დაბალი ნატრიუმის შემცველ დიეტაზე.

3.   სოლუცისის მიღების წესი

ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ამ ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან გადამოწმება. 

რეკომენდირებული დოზაა:

მოზრდილები

·       სიროფი - 50 მგ/მლ: 1 კოვზი დილით, 1 კოვზი შუადღეს და 1 კოვზი საღამოს

·       სიროფი - 100 მგ/მლ: 1 კოვზი დილით და 1 კოვზი საღამოს

·       ფხვნილი შიგნით მისაღებად (საშეტები): 1 საშეტი დილით და 1 საშეტი საღამოს. 

ბავშვებში გამოყენება

·       სიროფი - 50 მგ/მლ: ბავშვები 5 წლიდან: 1 ჩაის კოვზი, 2-3-ჯერ დღეში, ასაკის მიხედვით. 

·       სიროფი - 100 მგ/მლ: ეს სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად. 

·       ფხვნილი შიგნით მისაღებად (საშეტები): ეს სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.

მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობა

მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს: 8-10 დღე.

ქრონიკული დაავადებები და იმ დაავადებების რელაფსი, რომლებიც მოიცავს ყურს, ცხვირს, ყელს (ოტორინოლარინგოლოგია - ENთ სკოპი) ან ბრონქებს: 10 დღიდან სამ კვირამდე, რამოდენიმეჯერ წელიწადში. 

მითითებები გამოყენების შესახებ

ფხვნილი შიგნით მისაღებად (საშეტები): საშეტის რეკომენდირებული შემცველობა იხსნება ნახევარ ჭიქა მტკნარ წყალში. 

თუ პაციენტმა მიიღო სოლუცისის რეკომენდირებულზე მეტი დოზა

თუ პაციენტმა შემთხვევით გადაყლაპა/მიიღო სოლუცისის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო რჩევისათვის – დარეკოს და ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს ან მიმართოს უახლოეს ჰოსპიტალს. 

ჭარბი დოზირების სიმპტომებია: თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და კუჭის ტკივილი. 

სოლუცისის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ღებინების პროვოცირება ან კუჭის ლავაჟი საჭიროების შემთხვევაში. 

თუ პაციენტს დაავიწყდა სოლუცისის მიღება

არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება დავიწყებულის სანაცვლოდ. 

სოლუცისით მკურნალობა შეწყვეტის შემთხვევაში

მოცემული პრეპარატის გამოყენების მიმართ რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. 

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.

შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა და საჭმლის მონელების პრობლემები, როგორიცაა კუჭის ტკივილი, გულისრევა და დიარეა. ასეთ შემთხვევაში, დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მკურნალობა. 

ამის გარდა, შესაძლოა აღინიშნოს გამონაყარი (კანის ალერგიული რეაქციები) და ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქციები), ფიქსირებული პრეპარატზე დამოკიდებული გამოვლინებები (კანის სიწითლე ან გაღიზიანება, პრეპარატის ყოველ მიღებაზე). ამ შემთხვევაშიც, უნდა შეწყდეს მკურნალობა და მიემართოს ექიმს შესაბამისი მკურნალობის დასაწყებად. 

არასასურველი ეფექტების ნიშნები

თუ გამოვლინდა რომელიმე არასასიამოვნო გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისინიც, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით პაციენტი ეხმარება ამ სამედიცინო პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში. 

5.   სოლუცისის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე ნიშნის “მოქმედების ვადა” შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. 

მოქმედების ვადა შეეხება პროდუქტს, რომელიც ინახება შესაბამისად და რომლის შეფუთვა არ არის დაზიანებული. 

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში და სახლის ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების წესების შესახებ უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომების გატარება საჭიროა გარემოს დასაცავად.

6.   შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

სოლუცისი 50 მგ/მლ სიროფის შემადგენლობა

-    აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. 1 მლ სიროფი შეიცავს 50 მგ კარბოცისტეინს. 

-    დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, საქაროზა, არომატიზატორები: კარამელი, ვანილი, ბარდის კარამელი; დემინერალიზებული წყალი. 

სოლუცისი 100 მგ/მლ სიროფის შემადგენლობა

-    აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. 1 მლ სიროფი შეიცავს 100 მგ კარბოცისტეინს. 

-    დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ბენზოატი, მეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, ეთილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატი, საქაროზა, არომატიზატორები: კარამელი, ვანილი, ბარდის კარამელი; დემინერალიზებული წყალი.  

სოლუცისი 1500 მგ ფხვნილი შიგნით მისაღებად შემადგენლობა

-    აქტიური ნივთიერება არის კარბოცისტეინი. თითოეული საშეტი შეიცავს 1500 მგ კარბოცისტეინს. 

-    დამხმარე ნივთიერებებია: არომატიზატორები: ფორთოხალი, ლიმონი,  მათ შორის, არაბული ფისი, მალტოდექსტრინი და დექსტროზა; ტრინატრიუმ ციტრატი უწყლო; კოლოიდური სილიციუმი, საქაროზა. 

სოლუცისის გარეგნული მახასიათებლები და შეფუთვის შემადგენლობა

სოლუცისი მოწოდებულია შემდეგი სახით:

სიროფი 50 მგ/მლ - 200 მლ ბოთლი

სიროფი 100 მგ/მლ - 200 მლ ბოთლი

ფხვნილი შიგნით მისაღებად - 20 საშეტი

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy