Pulmolan - პულმოლანი 30მგ/5მლ 100მლ სიროფი

განსაკუთრებული ფასი 11,84 GEL რეგულარული ფასი 16,44 GEL
ამოიწურა
SKU
25137_892
პულმოლანი გამოიყენება როგორც სეკრეტოლიზური საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონური დაავადებების დროს, რომლებიც ასოცირდება ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და მისი ტრანსპორტირების (ამოხველების) დარღვევასთან.

პულმოლანი
PULMOLAN

პულმოლანი

30 მგ/5 მლ სიროფი
ორალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: პულმოლანის სიროფის ყოველი 5 მლ შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლის ხსნარი (არაკრისტალური), ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, “ტუტი-ფრუტის” არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
მოცემულ ინსტრუქციაში გაეცნობით:
1. რა არის პულმოლანი და რისთვის გამოიყენება
2. რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე
3. პულმოლანის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. პულმოლანის შენახვის პირობები
6. სხვა ინფორმაცია

1. რა არის პულმოლანი და რისთვის გამოიყენება
პულმოლანი გამოიყენება როგორც სეკრეტოლიზური საშუალება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონური დაავადებების დროს, რომლებიც ასოცირდება ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და მისი ტრანსპორტირების (ამოხველების) დარღვევასთან.
პულმოლანის სიროფი 100 მლ ან 200 მლ ოდენობით მოთავსებულია ქარვისფერ ბოთლში პოლიპროპილენის დოზირებული ჭიქით. წარმოადგენს უფერო, გამჭვირვალე სიროფს.
პულმოლანი გამოიყენება ფილტვისა და ბრონქების დაავადებების დროს, რასაც თან ახლავს ლორწოს სეკრეციის გაძლიერება. პულმოლანი ათხიერებს ლორწოს და აადვილებს მის გამოდევნას.

2. რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე
ნუ მიიღებთ პულმოლანს, თუ
• აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრომჰექსინის, ამბროქსოლის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. მე-6-ე ნაწილში)
გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ
• წარსულში პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ალერგიული კანისმიერი რეაქციები
• პაციენტს დარღვეული აქვს თირკმლის ფუნქცია ან აღენიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება. ასეთ შემთხვევებში პულმოლანი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება (ხანგრძლივი ინტერვალები მომდევნო დოზებს შორის ან შემცირებული დოზები – ექიმის რჩევის შესაბამისად). თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს პულმოლანის მეტაბოლიტები აკუმულირდება ორგანიზმში.
• ანამნეზში კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პაციენტები საჭიროებენ ექიმის კონსულტაციას, ვინაიდან მუკოლიზურ საშუალებებს შეუძლიათ გამოიწვიონ კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
ნუ მიიღებთ პულმოლანს, თუ უჩივით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებას. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების საჭიროებაში, პულმოლანის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის მიღება საკვებთან და სითხეებთან ერთად
პულმოლანი მიიღება ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია. განსაკუთრებული მითითებები ლაქტაციის პერიოდში
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანი ორსულობის პერიოდში მიიღება მხოლოდ რისკი/სარგებელის შეფასების შემდეგ, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.
არსებობს კვლევები ცხოველებში, რომელთა თანახმად პულმოლანის მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ორსულობის ან სავარაუდო ორსულობის შესახებ.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა
პულმოლანი არ ახდენს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პულმოლანის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
მედიკამენტი შეიცავს სორბიტოლს (E420). თუ პაციენტს აღენიშნება ნახშირწყლების აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
• ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან (კოდეინი) კომბინირება დაუშვებელია, ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.
• არ აღინიშნება განსაკუთრებული გავლენა საგულე გლიკოზიდებზე, კორტიკო¬სტე¬როიდებზე, ბრონქოდილატატორებზე, დიურეტიკებსა და ანტიბიოტიკებზე. მიუხედავად ამისა, ატროპინი, ამანტადინის ანტიმუსკარინული მოქმედება, ტრი¬ციკლუ¬რი ანტიდეპრესანტები, ჰალოპერიდოლი, ანტიჰისტამინური საშუალებები, სხვა პრეპარატები, როგორიცაა პროკაინამიდი (იპრატროპიუმი) და ცილიარული მოტორიკის დამაქვეითებელი საშუალებები იწვევენ გამოყოფილი ლორწოს დაგროვებას.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

3. პულმოლანის მიღების წესი
1 დოზირებული ჭიქით (5 მლ) პულმოლანი მიიღება 3-ჯერ დღეში პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 1 დოზირებული ჭიქით (5 მლ) პულმოლანი მიიღება 2-ჯერ დღეში 8-10 დღის განმავლობაში.
ბავშვები 0-2 წლის ასაკში: 1,25 მლ ამბროქსოლის სიროფი 2-ჯერ დღეში
ბავშვები 2-5 წლის ასაკში: 1,25 მლ ამბროქსოლის სიროფი 3-ჯერ დღეში
ბავშვები 5-12 წლის ასაკში: 2,5 მლ ამბროქსოლის სიროფი 2-3-ჯერ დღეში
მოზრდილები: დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას შეგირჩევთ ექიმი.
მიღების წესი
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.
ორალური ხსნარი მიიღება პირდაპირ ან წყალში და ხილის წვენში გახსნილი სახით.
გერიატრიული პოპულაცია
არ არსებობს განსაკუთრებული მითითება მედიკამენტის გერიატრიაში გამოყენების თაობაზე.
განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის და ღვიძლის დაავადებები
ანამნეზში თირკმლის, ღვიძლის ან პეპტიური წყლულის მქონე პაციენტები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
პულმოლანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პულმოლანის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას დანაკლისის შესავსებად.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
არ ინიშნება ბრომჰექსინის, ამბროქსოლის ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
იშვიათი:
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, პრურიტუსი (ქავილი)
• ცხელება
• გულისრევა
• მუცლის ტკივილი
• ღებინება
• კუჭის ტკივილი
ძალიან იშვიათი:
• მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით
• კანის მწვავე რეაქციები, როგორიცაა ლაიელის სინდრომი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. ნაწილი 2, რისი ცოდნაა საჭირო პულმოლანის მიღებამდე)
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პულმოლანის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ახლოს მდებარე საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

5. პულმოლანის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25˚ჩ ოთახის ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ პულმოლანს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

6. სხვა ინფორმაცია
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals Ltd.
ფონიჭალა 65, 0165 თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 32 2404383

მწარმოებელი
Zentiva Sağlık Ürünleri San. ve Tic. A.Ş.
Küçükkarıştıran Mevkii, 39780
Lüleburgaz-Kırklareli, Turkey (TurqeTi)
Tel: +90 288 427 10 00

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy