ალთეს დასალევი სიროფი ჟოლო და მარწყვი 125 მლ.
ჩვენება:სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები,ბრონქიტი,პნევმონია,ლარინგიტი,ანგინა.
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანცია: ტუხტის ფესვების მშრალი ექსტრაქტი – 2,0გ;
დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოს არომატიზატორი, მარწყვის არომატიზატორი, სორბინის მჟავა ან მეთილპარაბენი, 96% ეთილის სპირტი, შაქრის სიროფი _ 125 გ-მდე.
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ლორწოს (პენტოზანები და ჰექსოზანები), ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), პექტინოვან ნივთერებებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფი), კაროტინს, სახამებელს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტუხტის სიროფი ამშვიდებს ხველას, ფარავს დაზიანებულ ლორწოვან გარსს თხელი ფენით, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა;
მიღების წესები და დოზები
პერორალურად, საკვების მიღების წინ.
მოზრდილებში: 15მლ სიროფი 3-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში 2-დან 3 წლამდე: 2,5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 3-დან 6 წლამდე: 5მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 10მლ სიროფი 2-3-ჯერ დღეში;
(შეიძლება მითითებული დოზების წყალში განზავებით მიღება).
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება. შემდგომი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ან პირვანდელი სქემის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და უნდა მიმართოს ექიმს.
იმ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
გამოყენება პედიატრიაში: არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
• შაქრიანი დიაბეტი.
• სიროფში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ხველის დამთრგუნველ და კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
15-25oC ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account