Mucaltin - მუკალტინის სიროფი 125გ
ჩვენება:პრეპარატი გამოიყენება ხველების თანხლებით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი და მწვავე რესპირატორული დაავადებებისას.
მუკალტინი
Mucaltin
სიროფი
შემადგენლობა: გ/100 გ
აქტიური ინგრედიენტი:
ტუხტის (Aლტჰაეა ოფფიცინალის) ფესვები 4,0 გ
არააქტიური სუბსტანციები:
შაქარი 64,0 გ
ეთანოლი 90% 5,0 გ
გაწმენდილი წყალი საჭირო რაოდენობით
100 გ სიროფის მისაღებად
აღწერილობა:
მოყვითალო ფერის გამჭვირვალე, დამახასიათებელი სუნის, ტკბილი გემოს მქონე, ბლანტი კონსისტენციის სითხე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტუხტის ფესვი დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ლორწოვან ნივთიერებებს, რომლებსაც ახასიათებს გარსწარმომქმნელი, ამოსახველებელი დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მცენარეული ლორწო თხელ ფენად ეკვრება ორგანიზმის ლორწოვან გარსს, დიდხანს რჩება მასზე და იცავს მას გაღიზიანებისაგან, რის შედეგადაც ანთებითი პროცესი მცირდება და იოლდება ქსოვილის რეგენერაცია.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება ხველების თანხლებით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი და მწვავე რესპირატორული დაავადებებისას.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
მიღების დოზა – ინდივიდუალური.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) სიროფი - 2-3-ჯერ დღეში;
12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: 2 დოზირებული კოვზი (10 მლ) სიროფი - 3-4-ჯერ დღეში.
სიროფი მიიღება სუფთა სახით. დასაშვებია სიროფის წყლით განზავება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის დადგენილი.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ახდენს გავლენას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა:
125 გ სიროფი მუქ ნარინჯისფერ პეტ-ის ფლაკონში. 1 ფლაკონი საზომ კოვზთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 8-15°С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 1 წელი და 6 თვე.
აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account