არკოკოლაგენი - Arko Collagen 260 გ ფხვნილი
ჩვენება: უზრუნველყოფს სახსრების მოქნილობას და კომფორტს მოძრაობის დროს, აძლიერებს ძვლებს, მყესებს, ხრტილებს და იოგებს.
არკოკოლაგენი სახსრები
თავისუფალი მოძრაობა შეზღუდვების გარეშე!
შემადგენლობა:
1 საზომი კოვზში: I ტიპის კოლაგენის პეპტიდები -5გ, II ტიპის კოლაგენის პეპტიდები-20მგ, ჰიალურონის მჟავა -25 მგ, გლუკოზამინი - 562,5 მგ, ქონდროიტინი - 450 მგ, კურკუმა- 21 მგ, მაგნიუმი, მანგანუმი, ვიტამინები B1, B2, B6, B12, D3, C
ფარმაკოლოგიური თვისებები:
· ამცირებს სახსრების ტკივილის და დაღლილობის შეგრძნებას
· აღადგენს კუნთის ფუნქციას და დაზიანებულ ხრტილს
· უზრუნველყოფს სახსრების მოქნილობას და კომფორტს მოძრაობის დროს
· აძლიერებს ძვლებს, მყესებს, ხრტილებს და იოგებს
მიღების წესი და დოზირება:
1 საზომი კოვზი (ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია დღიურად 2 საზომი კოვზის მიღება), სასურველია დილით. გახსენით 1-2 საზომი კოვზი ფხვნილი 200მლ წყალში ან სხვა უშაქრო სასმელში თქვენი სურვილის მიხედვით და დალიეთ.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, კონსერვანტებს. გამოიყენება 8 წლის ზემოთ, პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ბრონქული ასთმით, დიაბეტით დაავადებულებში, ასევე პრედიაბეტის დროს ან ნატრიუმის, კალიუმის ან კალციუმის კონტროლირებადი მიღების შემთხვევაში. ანტიკოაგულანტების (K ვიტამინის ანტაგონისტები), სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ან იმუნოდეპრესანტების მიღებისას პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ ყოველთვის თავდახურულ მდგომარეობაში. (პროდუქტს აქვს სასიამოვნო გემო, ფორთოხლის არომატით)
გამოშვების ფორმა:
შეფუთვაში მოთავსებულია 260გ ფხვნილი; ერთი შეფუთვა მოიცავს 21 დღიან სრულ კურსს (დღიურად 1 საზომი კოვზის მიღების შემთხვევაში)
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.
არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account