ცის-კონტროლი 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 60,40 GEL რეგულარული ფასი 63,58 GEL
მარაგშია
SKU
37239_1784

ჩვენება: საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა .

ცის-კონტროლი კაფს #20

მოკლე აღწერა: 

ნატურალური საშუალება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ და რეციდივების თავიდან ასაცილებლად. 

შემადგენლობა: 

ყოველი 2 კაფსულა შეიცავს: შტოშის ექსტრაქტი (Vaccinium macrocarpon) – 267მგ, აქედან პროანტოციანიდინები - 36მგ; ჩვეულებრივი მანანას მოყვავილე ბოლოს ექსტრაქტი (Calluna vulgaris) – 250მგ; ვაშლის ბოჭკო (Malus domestica); წიწიბურას ნაყოფის ფხვნილი (Fagopyrum esculentum). ანტიაგლომერანტი: მაგნიუმის სტეარატი, ცხიმოვანი მჟავების მონო- და დიგლიცერიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საშარდე გზების ინფექციების გამომწვევს შემთხვევათა 80%-ში წარმოადგენს ბაქტერია E.coli, რომელიც შარდის ბუშტში ხვდება ნაწლავიდან. ანატომიური თავისებურების გამო დაინფიცირება ქალებში გაცილებით მარტივად ხდება, ვიდრე მამაკაცებში. E.coli-ს ზედაპირზე აქვს ბუსუსები, ე.წ. ფიმბრიები, რომლითაც იგი ემაგრება საშარდე გზების ლორწოვან გარსს, მრავლდება და იწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგენილია, რომ შტოშში აღმოჩენილი ნივთიერება - პროანტოციანიდინი უკავშირდება ბაქტერიის P-ფიმბრიებს, აბლოკირებს მათ და ხელს უშლის ბაქტერიის მიმაგრებას საშარდე გზების კედლებზე. ცის-კონტროლში შემავალი მეორე მცენარე - ჩვეულებრივი მანანა ხასიათდება გამოხატული შარდმდენი თვისებით და ხელს უწყობს ბაქტერიების ბუნებრივ გამოდევნას საშარდე გზებიდან. გარდა ამისა, შტოში და ჩვეულებრივი მანანა ხასიათდებიან გამოხატული ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც ხელს უწყობს უსიამოვნო სიმპტომების სწრაფ ალაგებას.

ჩვენებები: 

·        საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი) როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ანტიბიოტიკებთან ერთად;

·        საშარდე გზების ინფექციის პირველივე სიმპტომების დროს გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროების შესამცირებლად;

·        ორსულებში საშარდე გზების ინფექციების განვითარების პრევენცია და მკურნალობა;

·        საშარდე გზების ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკა;

·        შარდის ბუშტის კათეტერიზაციასთან დაკავშირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა;

მიღების წესი და დოზირება: 

რეკომენდებულია მოზრდილთათვის. 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი დღის განმავლობაში, არანაკლებ 1,5 ლიტრისა.

განსაკუთრებული მითითებები: 

თუ იღებთ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ჯგუფის ანტიკოაგულანტს, ცის-კონტროლის გამოყენების შესახებ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შტოშის ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი მიდრეკილი პირებისთვის. 

ცის-კონტროლის კაფსულები მცენარეული შემადგენლობისაა, არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს და საღებავებს.

ორსულები და მეძუძურები: ცის-კონტროლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. 

გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა შეფუთვაში

არკოფარმას ქარხნის მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy