Linkus - ლინკასი ფორთოხლით 16 საწუწნი ტაბლეტი
ლინკასი პასტილები
(Linkus Lozenges)
სამკურნალო ფორმა:
პასტილები (პიტნის, ფორთოხლის და თაფლიან-ლიმონის).
შემადგენლობა:
კომპლექსური აირვედული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ექსტრაქტები და შემავსებელი თითოეულ პასტილზე:
ყოველი პასტილი შეიცავს ექსტრაქტებს: Adhadota Vasica 30.0მბ, Glycyrhiza glaba 7.0მბ, Piper longum 6.0მბ, Viola odorata -2.0მბ, Hyssopus officinalis 3.0მბ, Alpinia galangal 3.0მბ.
დამხმარე ნივთიერებები:
პიტნის გემოთი: მენთოლი 4.0მბ, შაქარი 1570მბ, თხევადი გლუკოზა 850.0მბ, ევკალიპტის ზეთი 3.0 მბ, მწარე პიტნის ზეთი 2.0მბ, ტალკი 12.0მბ, მყარი პარაფინი 1.0მბ, ყვითელი ფუტკრის ცვილი 1.0მბ, ლანოლინი 1.0მბ, რბილი თეთრი პარაფინი 0,6მბ, თხევადი პარაფინი 4.4 მბ.
თაფლიანი-ლიმონის გემოთი: მენთოლი 4.0მბ, შაქარი 1540მბ, თხევადი გლუკოზა 850.0მბ, ევკალიპტის ზეთი 3.0 მბ, უწყლო ლიმონმჟავა 32.0მბ, თაფლიანი-ლიმონის არომატიზატორი 0.0213მბ, ტალკი 12.0მბ, მკვრივი პარაფინი 1.0მბ, ყვითელი ფუტკრის ცვილი 1.0მბ, ლანოლინი 1.0მბ, რბილი თეთრი პარაფინი 0,6მბ, თხევადი პარაფინი 4.4 მბ.
ფორთოხლის გემოთი: მენთოლი 4.0მბ, შაქარი 1540მბ, თხევადი გლუკოზა 850.0მბ, ევკალიპტის ზეთი 3.0 მბ, უწყლო ლიმონმჟავა 32.0მბ, ფოტთოხლის არომატიზატორი 0.0213მბ, ტალკი 12.0მბ, მკვრივი პარაფინი 1.0მბ, ყვითელი ფუტკრის ცვილი 1.0მბ, ლანოლინი 1.0მბ, რბილი თეთრი პარაფინი 0,6მბ, თხევადი პარაფინი 4.4 მბ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში ააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და მუკოლიზური თვისებები.
გამოყენების ჩვენებები:
გამოყენება სიმპტომური თერაპიული საშუალების სახით სასუნთქი გზების დაავადებებისას, რომელსაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი.
გამოყენების წესი და დოზები:
ერთი პასტილი გაწუწნეთ დაუყონებლივ სრულ გადნობამდე ყოველ ორ-სამ საათში. მაქსიმალური დღიური დოზა 8 პასტილი.
უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
პასტილები შეიცავს საქაროზას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.
გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფი შეიცავს 2 ბლისტერულ შეფუთვას 8 პასტილით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
ვარგისიანობის ვადა:
არ გამოიყენოთ შეთუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 16 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account