ევკალიპტის ნაყენი 50მლ.

4,86 GEL
მარაგშია
SKU
5559_640
გამოიყენება ლარინგიტის, ფარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის. სტომატიტის, გინგივიტის, ტონზილიტის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ.

მომზადებულია ევკალიპტის ფოთლებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
შემადგენლობა:
ევკალიპტის ფოთლები; ეთილის სპირტი 70%;            

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, სუსტი სედაციური და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე, სოკოებზე, უმარტივესებზე, ოქროსფერ სტაფილოკოკზე, ეშერიხიაზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიაზე, დიზენტერიის გამომწვევ ამებაზე, ტრიქომონადებზე.

ჩვენება
> კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
> სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი;
> ლარინგიტი, ფარინგიტი,  ტრაქეიტი, ბრონქიტი.

უკუჩვენება:
არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება
პერორულად: 15-30 წვეთი 3-4- ჯერ დღეში.
გამოსავლებად: 10-15 წვეთი 1 ჭიქა წყალზე.

გამოშვების ფორმა
50 მლ ნაყენი ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის წესი: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy