Viscoflu - ვისკოფლუ ორალ სპრეი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 25,13 GEL რეგულარული ფასი 34,90 GEL
მარაგშია
SKU
88878_3320

ჩვენება:დამცველობითი და აღდგენითი მკურნალობა ხახის და პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი პროცესების დროს.

ვისკოფლუ

ორალური სპრეი

ექტოციკლინი PROg

1.  ინედნტიფიკაცია, შემადგენლობა და თერაპიული ჩვენება.

1.1.  აღწერა და თერაპიული ჩვენება:

ვისკოფლუ ორალური სპრეი არის მედიქალ დივაისი ექტოციკლინ PROg ბაზაზე დამზადებული, რომელიც არის შენაერთი პროპოლისის, გრეიფრუტის ექსტრაქტის და ექტოინის.

ვისკოფლუ ორალური სპრეი მოწოდებულია როგორც დამცველობითი და აღდგენითი მკურნალობა ხახის და პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი პროცესების დროს.

1.2.   უკუჩვენება და სიფრთხილის ზომები:

ვისკოფლუ ორალური სპრეის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. უკუნაჩვენებია ასთმით დაავადებულ პაციენტებში და მათში, ვინც ალერგიულია პროპოლისის მიმართ. მედიქალ დივაისმა შეიძლება შეანელოს ან შეაფერხოს ზოგიერთი მედიკამენტის შეწოვა, რადგან მასში შემავალი გრეიფრუტის ექსტრაქტი აინჰიბირებს გარკვეული მედიკამენტების მეტაბოლიზმისთვის საჭირო ფერმენტ CYP 450. გაიარეთ კონსულტაცია ვისკოფლუ ორალური სპრეის გამოყენებამდე, თუ კი იღებთ სისხლის შედედებაზე მოქმედ მედიკამენტებს (ასპირინი, კლოპიდოგრელი, დალთეპარინი, ენოქსაპარინი, ჰეპარინი, თიკლოპიდინი, ვარფარინი და სხვა), ციკლოსპორინს და სიმვასტატინს.

ორალურმა სპრეიმ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით იმ პირებში ვინც ალერგიულია ფუტკრის ნაკბენის ან ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გააღიზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი ან გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, გასტროინტესტინური დარღვევები. ორალური სპრეის გამოყენების წინ რეკომენდებულია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტის მაღალი კონცენტრაციის გამო აპლიკაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამოდენიმე წამის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

1.3.   შემადგენლობა:

20 მლ ბოთლი შეიცავს: ექტოციკლინ PROg 6.4 გ (პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტი 6.0 გ, ექტოინი 0.4 გ); გასუფთავებული წყალი, გლიცერინი; ლიმონის არომატიზატორი; პიტნის არომატიზატორი; სტაბილიზატორი: ლიმონმჟავა; ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი. 

1.4.  ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვისკოფლუ ორალური სპრეი არის მედიქალ დივაისი რომელიც გამოიყენება  პირის ღრუს ლორწოვანის დასაცავად და აღსადგენად მასში შემავალი კომპონენტების ფიზიკო-ქიმიური მოქმედების გზით.

-        პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტი სინეგისტულად მოქმედებს პროპოლისის ფისოვან ფრაქციაზე, რომელსაც შეუძლია დამცავი ბარიერის წარმოქმნა ანთებითი პროცესის დროს დაზიანებულ ლორწოვან მემბრანებზე. გრეიფრუტის ბიოფლავონოიდებს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება. სპრეის გამოყენება იცავს ხახის და პირის ღრუს ლორწოვან გარსს ანთებითი პროცესებისგან და პათოგენებისგან.

-        ექტოინი არის ორგანული ნივთიერება, რომელიც იერთებს წყლის მოლეკულებს და აქვს დამატენიანებელი და დამარბილებელი ეფექტი.

2. გამოშვების ფორმა: სითხე 20 მლ შუშის ბოთლში, დისპენსერით დალუქულ პაკეტში.

3. გამოყენების მეთოდი

გამოშვების ფორმაშია დისპენსერი დალუქულ პაკეტში.

მოარგეთ დისპენსერი ბოთლს, მოხადეთ  დამცავი თავსახური, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 

რეკომენდებული დოზირებაა:

ბავშვებში 3-დან 6 წლამდე:  1-2 შესხურება პირის ღრუში დღეში 3-ჯერ.

მოზრდილები და ბავშვები 6 წლიდან: 1-2 შესხურება პირის ღრუში, დღეში შეიძლება გამეორება 5-ჯერ.

ლოკალური დაზიანების შემთხვევაში დაიტანეთ უშუალოდ დაზიანებულ უბანზე. შესაძლო არსებობა პატარა ჩანართების განპირობებულია კომპონენტების მაღალი კონცენტრაციით და არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე. არ არის რეკომენდებული 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების სიმწვავეზე. მკურნალობა შეიძლება განმეორდეს წელიწადში რამოდენიმეჯერ, მინიმუმ ერთ კვირიანი შუალედების დაცვით მკურალობის კურსებს შორის. ვარგისია გახსნიდან 2 თვის  განმავლობაში.

3.1. გვერდითი ეფექტები

პროპოლისის და გრეიფრუტის ჰიდროგლიცერული ექსტრაქტის მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება შესხურებისას გამოიწვიოს ბუნებრივი წვის შეგრძნება. აღნიშნული ეფექტი გაივლის რამოდენიმე წამის განმავლობაში. ანოტაციის მიხედვით რეკომენდაციების გათვალისწინება თავიდან აგვარიდებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

4. შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას,  სითბოს, სინათლის და ტენისგან მოშორებით. ვარგისიანობის ვადის განმავლობაში აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვა.

5. სიფრთხილის ზომები

სპრეის ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ დისპენსერი. მოარგეთ დამცავი თავსახური ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ტოპიკური პროდუქტის პროლონგირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. თუ ეს ეფექტი გამოვლინდა, შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ თუ შეფუთვა დაზიანებულია. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სითხე არ გადაყლაპოთ. მოერიდეთ პრეპარატის თვალში მოხვედრას. ერთი და იგივე ბოთლის (დისპენსერის) გამოყენება რამდენიმე ადამიანის მიერ განაპირობებს ინფექციის ტრანსმისიას.

6. განადგურება

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის კონტროლის შესაბამისად.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy