ქსილოიალი ზერო თვ.წვ.10მლ

განსაკუთრებული ფასი 44,48 GEL რეგულარული ფასი 46,82 GEL
მარაგშია
SKU
64958_1592

ჩვენება:გარემო ფაქტორების, მხედველობითი სტრესის ან მექანიკური ფაქტორების მიერ გამოწვეული გაღიზიანება, სიმშრალე.

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero)

0.2% ნატრიუმის ჰიალურონატი და 0.2% TS-პოლისაქარიდი

დამატენიანებელი და საპოხი ეფექტის მქონე სტერილური ოფთალმოლოგიური (თვალის) ხსნარი

კონსერვანტების გარეშე, დაფასოებულია 10 მლ მოცულობის მქონე ბოთლში

შემადგენლობა:

ნატრიუმის ჰიალურონატი (0.2% w/v), TS-პოლისაქარიდი (0.2% w/v), მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.

რას წარმოადგენს ეს წამალი?

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) არის სტერილური, კონსერვანტებისაგან თავისუფალი, დამატენიანებელი და საპოხი ეფექტის მქონე ოფთალმოლოგიური (თვალის) ხსნარი, რომელიც შეიცავს შემდეგ დამცავ ნივთიერებებს: ლორწოვანი გარსის მიმართ მიმეტიკური (მსგავსი) მოქმედების მქონე საპოხ ნივთიერებას (ნატრიუმის ჰიალურონატს) და დამცავი და დამაბალანსებელი ფუნქციების მქონე ნივთიერებას (TS-პოლისაქარიდს).

პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და ფოსფატებს.

რა სახით არის მოწოდებული ეს წამალი?

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) მოწოდებულია კონსერვანტების გარეშე წარმოდგენილი თვალის წვეთებისათვის განკუთვნილი ხსნარის სახით, რომელიც დაფასოებულია 10 მლ მოცულობის მქონე ბოთლში.

როდის უნდა მოხდეს მისი გამოყენება?

ქსილოიალ ზერო (Xiloial Zero) წარმოადგენს TS-პოლისაქარიდისა და მაღალი მოლეკულური წონის მქონე ნატრიუმის ჰიალურონატის კომბინირებულ ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც შემუშავებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზის საფუძველზე და გამოიყენება თვალების სიმშრალის მოხსნის ხანგრძლივი ეფექტის მიღების მიზნით.

ნატრიუმის ჰიალურონატი წარმოადგენს თვალის ლორწოვანი გარსის მიმართ მიმეტიკური (მსგავსი) მოქმედების და შესანიშნავი საპოხი თვისებების მქონე ნივთიერებას (რაც განპირობებულია მისი ხსნარის მაღალი სიბლანტით), რომელიც იწვევს დამატენიანებელი მოქმედების ეფექტს და ცრემლის აპკისებრი გარსის სტაბილიზაციას.

TS-პოლისაქარიდი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც მიღებულია Tamarindus indica მცენარის თესლებიდან და ფლობს თვალის რქოვანა გარსისა და კონიუნქტივის დამცავ ეფექტებს. კერძოდ, TS-პოლისაქარიდი თვალის ზედაპირზე ქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უწყობს ცრემლის აპკისებრი გარსის ფიზიოლოგიური ბალანსის აღდგენას.

ზემოთ აღნიშნული ამ ორი ნივთიერების კომბინაცია ხასიათდება სინერგიული ზემოქმედებით თვალის რქოვანა გარსსა და კონიუნქტივაზე და იცავს რა მათ გარემო ფაქტორების (ქარი, მზე, კვამლი, მშრალი ჰაერი), მხედველობითი სტრესის (სინათლის შუქის ჭარბი ზემოქმედება, კომპიუტერების ხანგრძლივი გამოყენება), ან მექანიკური ფაქტორების (კონტაქტური ლინზების მოხმარება, თვალის ოპერაციების-შემდგომი პერიოდი) მიერ გამოწვეული გაღიზიანებისაგან, განაპირობებს დამატენინაბელი ხანგრძლივი ეფექტის განვითარებას.

ქსილოიალ ზეროს (Xiloial Zero) გამოყენება შეთავსებადია კონტაქტური ლინზების მოხმარებასთან და შესაბამისად, არ არის აუცილებელი ლინზების მოხსნა ამ ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენების წინ.

რა რაოდენობით უნდა მოხდეს მისი მიღება?

ერთი (1) წვეთი ყოველ თვალში დღეში ერთხელ, ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით).

სიფრთხილის ზომები:   

 პროდუქტი მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი (ოფთალმოლოგიური) გამოყენებისათვის.
 არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი ადგილი ექნება მისი შემცველი კონტეინერის დაზიანებას.
 არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუკი თქვენ გაქვთ ზემგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
 არ გამოიყენოთ პროდუქტი მის კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 არ შეახოთ ბოთლის წვერი თქვენი თვალის ზედაპირს.
 არ დალიოთ ეს ხსნარი.
 იშვიათ შემთხვევებში, ხსნარის მაღალი სიბლანტის გამო, თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ შეიძლება ადგილი ექნეს მხედველობის მსუბუქი და დროებითი დაბინდვის განვითარებას;   ამდენად, რეკომენდებულია, რომ მკვეთრი და ნათელი მხედველობის საჭიროების მქონე ქმედებების განხორციელებამდე, თქვენ მცირეოდენი ხნის განმავლობაში დაელოდოთ მხედველობის   აღნიშნული დაბინდვის გაქრობას.
 რომელიმე სხვა ოფთალმოლოგიური (თვალის) წამლის გამოყენებამდე, თვალის ამ წვეთების გამოყენების შემდეგ მოიცადეთ მინიმუმ 10-15 წუთის განმავლობაში.
 გახსნის შემდეგ, ყოველი ბოთლი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ 90 დღის განმავლობაში.
 გულდასმით მოხუფეთ ბოთლი მისი ყოველი გამოყენების შემდეგ და დარწმუნდით, რომ მის წვერზე არ არის დარჩენილი ხსნარის წვეთები; ნარჩენი წვეთების არსებობის შემთხვევაში, მაჯის   სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით მოაშორეთ ისინი ბოთლის წვერს.
 ბოთლის ჩაფუშვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, არ გამოდევნოთ ბოთლიდან 30 ურთიერთმომდევნო წვეთზე მეტი.
 შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
 შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
 ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.
 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy