FENOGEL - ფენოგელი გელი 50მგ/30მგ 40გ
ჩვენება:ადგილობრივი სიმპტომური საშუალება კუნთებისა და სახსრების პერიოდული ტკივილის დროს,რომელსაც თან ახლავს:მცირე სილურჯე, შესიება, მყესების დაჭიმვა, კისრის გაშეშება.
შემადგენლობა
გელი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ფენოგელის თითოეული გრამი შეიცავს აქტიური ნივთიერების – იბუპროფენის 50 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპილის სპირტი, დიიზოპროპანოლამინი, პოლიეთილენგლიკოლი, კარბომერი, მენთოლი და გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედებს როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია, ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირების გზით, პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, კანქვეშა ქსოვილების მიერ პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია შეიწოვება. იბუპროფენი უშუალოდ აღწევს ქსოვილებში სისტემური სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრის გარეშე, რაც იწვევს დაბალ სისტემურ აბსორბციას.
წინაკლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
პრეპარატის ფართო კლინიკური გამოცდილების საფუძველზე დაყრდნობით, რეკომენდებული დოზისა და გამოყენების წესის დაცვის შემთხვევაში, უსაფრთხოების პრობლემების წარმოშობა არ არის მოსალოდნელი.
ჩვენებები
ადგილობრივი სიმპტომური საშუალება კუნთებისა და სახსრების პერიოდული ტკივილის დროს, რომელსაც თან ახლავს: მცირე სილურჯე, შესიება, მყესების დაჭიმვა, კუნთების რიგიდულობა (კისრის გაშეშება) ან სხვა კონტრაქტურები, მცირე დაჭიმულობები, რომლებიც ჩნდება ღრძობის ან ლუმბაგოს შემდეგ.
მიღების წესები და დოზები
მხოლოდ კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვის.
მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება მტკივნეულ ზედაპირზე 3-4 ჯერ დღეში და უკეთესი შეწოვისთვის სასურველია მსუბუქად შეზელვა.
მითითებები პრეპარატის სწორი გამოყენებისთვის:
- პირველი გამოყენებისთვის, ტუბის გასახსნელად გამოიყენეთ სახურავი (სახურავის მეორე ბოლოთი გახვრიტეთ ტუბი)
- დაიტანეთ გელი მსუბუქი მასაჟის დახმარებით, რათა გამარტივდეს პრეპარატის შეწოვა მტკივნეულ ადგილას
- დაიბანეთ ხელები გელის ყოველი გამოყენების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, ფენოგელის 50 მგ/გ გელმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
შესაძლოა გამოვლინდეს პერიოდული ზომიერი ადგილობრივი ერითემა, დერმატიტი, ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი დამუშავებულ ადგილზე, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. გვერდითი მოვლენის სახით შესაძლოა გამოვლინდეს ფოტოსენსიტიური რეაქციები.
სხვა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა იბუფროფენის ან პრეპერატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არ გამოიყენოთ ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსზე ან ეგზემატოზურ კანზე, ასევე კანის მზის დამწვრობით დაზიანებულ ზედაპირეზე.
ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ პოტენციური ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობის გამო, პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ამ პრეპარატების მიმართ ან მისი გამოყენების შემდეგ განუვითარდათ რინიტი, ასთმა, ანგიოედემა ან ჭინჭრის ციება.
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ კანიდან სისტემური შეწოვა ძალზე მცირეა, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, თუ ამისთვის არ არსებობს სამედიცინო ჩვენება.
განსაკუთრებული მითითებები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
გამოიყენეთ მხოლოდ კანის დაუზიანებელ ზედაპირზე.
ერიდეთ პრეპარატის თვალებში მოხვედრას.
დამუშავებული ზედაპირი მოარიდეთ მზის სხივებს (მოღრუბლულ ამინდშიც კი) ან ულტრაიისფერ სხივებს.
კანის დამუშავებულ ზედაპირზე არ გამოიყენოთ სხვა ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები.
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
არ გამოიყენოთ დიდი ხნის განმავლობაში ან დიდი ფართობის ზედაპირზე.
თუ ტკივილი 7 დღეზე (ბავშვებში 5 დღეზე) მეტ ხანს გრძელდება, ვლინდება გაღიზიანება ან მდგომარეობის გაუარესება, აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასება.
გავლენა ავტომანქანისა და სხვა მექაზნიმების მართვის უნარზე
პრეპარატის კანზე გარეგანი გამოყენებისას არ გამოვლენილა რაიმე სახის გავლენა ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
გარეგანი გამოყენების გამო ინტოქსიკაცია არ არის მოსალოდნელი. გელის შემთხვევით ჩაყლაპვისას შესაძლოა გამოვლინდეს დოზის გადაჭარბების შემდეგი ნიშნები: თავბრუსხვევა, სპაზმი, ჰიპოტენზია და ცნობიერების შეზღუდვა.
მკურნალობა: თუ პრეპარატის შემთხვევითი ჩაყლაპვიდან გავიდა 1 საათზე ნაკლები დრო, პრეპარატის შეწოვის შემცირების მიზნით, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება. 1 საათზე მეტი დროის გასვლის შემთხვევაში, საჭიროა ელექტროლიტების კორექცია დამატებითი ტუტეებით, რადგან არ არსებობს იბუპროფენის სპეციალური ანტიდოტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კანზე გამოყენების შემთხვევაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის, თუმცა შესაძლებელია გამოვლინდეს ურთიქრთქმედება სხვა მსგავსი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების დროს.
შეუთავსებლობა - არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისობის ვადა – 3 წელი.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30oჩ. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ფენოგელის 50 მგ/გ გელი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ფენოგელის 50 მგ/გ გელი თუ შენიშნეთ დაზიანების ნიშნებს (მაგ. დაზიანებული ტუბი).
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ)
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account