ფელორანი ფორტე - Feloran Forte 5% 40გ გელი

განსაკუთრებული ფასი 7,38 GEL რეგულარული ფასი 10,25 GEL
მარაგშია
SKU
90657_68

ჩვენება: მყესების, იოგების, კუნთების და სახსრების დაზიანებების დროს, რომლებიც გამოწვეულია დაჭიმვის, დაჟეჟილობების, სისხლჩაქცევების და ზურგის ტკივილის გამო.

ფელორან ფორტე 5 % გელი
Feloran forte 5 % gel

დიკლოფენაკ ნატრიუმი (diclofenac sodium )

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად ამ პრეპარატის მიღებამდე, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა თქვენ ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

- თუ თქვენ დაგწირდათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

- თუ თქვენ გაგიჩნდათ არასასურველი რეაქცია ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება მათ შორის ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პ.4.

- თუ 7 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან თქვენი მდგომარეობა

გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს დახმარებისთვის.

რას შეიცავს ეს ინსტრუქცია:

1.რას წარმოადგენს ფელორან ფორტე გელი რისთვის გამოიყენება ის

2.რა უნდა იცოდეთ ფელორან ფორტე გელის გამოყენებამდე

3.როგორ გამოვიყენოთ ფელორან ფორტე გელი

4.შესაძლო არასასურველი რეაქციები

5. ფელორან ფორტე გელის შენახვა.

6.შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ფელორან ფორტე გელი და რისთვის გამოიყენება ის.

ფელორან ფორტე გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიკლოფენაკ ნატრიუმს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს. დიკლოფენაკი ამსუბუქებს ანთების სიმპტომებს - ტკივილს და შეშუპებას. გელი სპეციალურად შემუშავებულია კანის მეშვეობით დიკლოფენაკის სწრაფი შეწოვისა და ტკივილის სწრაფი შესამსუბუქებლად.

ფელორან ფორტე გელის გამოყენება ჩვენება:

- მყესების, იოგების, კუნთების და სახსრების დაზიანებების დროს, რომლებიც გამოწვეულია დაჭიმვის, დაჟეჟილობების, სისხლჩაქცევების და ზურგის ტკივილის გამო (სპორტული ტრავმები);

- სახსარგარე რევმატიზმის ლოკალიზებული ფორმები - მყესების ანთება (მაგ. "ჩოგბურთის იდაყვი"), ბურსიტი (ტკივილი და შეშუპება სახსრებში და მის გარშემო), მხრის-ხელის სინდრომი, პერიართროპათია;

- სახსრების დეგენერაციული დაავადებების ლოკალიზებული ფორმები, მაგალითად, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართრიტი.

2. რა უნდა იცოდეთ ფელორან ფორტე გელის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფელორან ფორტე გელი

- თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა შემადგენლობის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პუნქტში);

- თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ ასთმის შეტევის, ურტიკარია ან ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინებით;

- თუ ხართ 14 წლამდე ასაკის;

- ორსულობის ბოლო სამი თვეში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფელორან ფორტე გელისგამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა (გულის დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადვილი დაღლილობა, ქოშინი, ტერფის შეშუპება და ა.შ.), თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.

გელი გამოიყენება მხოლოდ ჯანსაღ კანზე (ღია ჭრილობების და დაზიანებების არარსებობის შემთხვევაში).

არ წაისვათ თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.

არ წაისვათ სახვევის ქვეშ.

არ მიიღოთ პერორალურად.

არ დაუშვათ გელით წასმული კანის ზედაპირი მზის სხივებზე.

კანის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

სხვა მედიკამენტები და ფელორან ფორტე გელი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა წამლებს, ან უკვე მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა ფელორან ფორტე გელის კანზე გამოყენების შემთხვევაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფელორან ფორტე გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

მანქანის მართვადა მექანიზმებთან მუშაობა

ფელორან ფორტე გელიგამოიყენება კანზე. ის არ მოქმედებს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ფელორან ფორტე გელი შეიცავს დიმეთილსულფოქსიდს : შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ეს წამალი შეიცავს 2,5 მგ ნატრიუმის ბენზოატს თითოეულ გრამში. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება.

3. როგორ გამოვიყენოთ ფელორან ფორტე გელი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამედიცინო პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფელორან ფორტე გელიგამოიყენება კანზე.

რეკომენდებული დოზაა :

მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: გელი გამოიყენება დაზიანებულ ადგილზე 2-ჯერ დღეში (სასურველია დილით და საღამოს) და ფრთხილად შეიზილეთ სანამ არ შეიწოვება კანით. გელის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის ფართობზე. მაგალითად 1 გ. გელი (დაახლოებით 6 სმ.) საკმარისია დაახლოებით 400 სმ.² ფართობის დასაფარად. ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა დაიბანოთ ხელები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის დამუშავებული ადგილები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და მიღწეულ ეფექტზე.

· რბილი ქსოვილების ტრავმის ან რევმატიზმის დროს - არ არის რეკომენდებული გელის გამოყენება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ მკურნალობა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

· ართრიტული ტკივილის დროს (18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები) - 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ მკურნალობა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.

როდესაც ფელორან ფორტე გელიგამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე

მითითებული ჩვენებით, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 7 დღის განმავლობაში ან გაუარესდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია,

14 წლამდე ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში

უკუნაჩვენებია.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის): გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა.

თუ თქვენ გამოიყენეთფელორან ფორტე გელის საჭიროზე მეტი დოზა

ვინაიდან პრეპარატი გამოიყენება კანზე, დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დიდი რაოდენობით პრეპარატის შემთხვევითი პერორალური მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

თუ გამოტოვეთ ფელორან ფორტე გელი გელის გამოყენება

თუ გამოტოვებთ დოზას და თითქმის შემდეგი დოზის მიღების დროა, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი რაოდენობა შემდეგი გამოყენებისას. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სერიოზული არასასურველი რეაქციები

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას, შეწყვიტეთ ფელორან გელის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძალიან იშვიათად (ახდენს ზემოქმედებას 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლები): ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპებით, ხშირად თან ახლავს გამონაყარი და ქავილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; ხიხინი ან ქოშინი (ასთმის სიმპტომები); კანის გამონაყარი ჩირქით სავსე ბუშტუკებით.

სხვა არასასურველი რეაქციები

ხშირი (ახდენს ზემოქმედებას 10 - დან 1 პაციენტზე ნაკლები):

სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, ეგზემა, აქერცვლა და მშრალი კანი.

იშვიათი (ახდენს ზემოქმედებას 1000 - დან 1 პაციენტზე ნაკლები):

კანის შეშუპება და ბუშტუკები გამოყენების ადგილას.

ძალიან იშვიათი (ახდენს ზემოქმედებას 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლები):

მზეის სხივების ზემოქმედების დროს კანის მომატებული მგრძნობელობა.

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებიდან შეფასების გაკეთება შეუძლებელია):

წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რეაქციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში.არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

5. როგორ შევინახოთ ფელორან ფორტე გელი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ტუბის გახსნიდან გამოიყენების ვადა არის 1 თვემდე.

არ გამოიყენოთ ეს სამედიცინო პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა მოიცავს მითითებული თვის ბოლო რიცხვს.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

6.შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ფელორან ფორტე გელი

- 1 გ. გელში აქტიური ნივთიერება ნატრიუმის დიკლოფენაკი 50 მგ.

- სხვა შემადგენლობა:კარბომერი 980, დიმეთილსულფოქსიდი, იზოპროპილის სპირტი, ნატრიუმის ბენზოატი, დიეთანოლამინი, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყურება ფელორან ფორტე გელი და რას შეიცავს შეფუთვა

გამჭვირვალე, უფერო, ჟელესმაგვარი მასა იზოპროპილ სპირტის სპეციფიკური სუნით.

40 გ/120 გ პროდუქტი დოზირებულია ალუმინის მემბრანულ ტუბში პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის თავსახურით, 1 ტუბი მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.

ასევე, იხილეთ : ფელორანი ფორტე - Feloran Forte 5% 120გ გელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy