ფაგოსეპტი - Fagosept 20 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება როგორც დიარეის, ნაწლავური ანთების და ინფექციების საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალება.
ფაგოსეპტი
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
ინტესტიბაქტერიოფაგის ტიტრი 104, საფუარის უჯრედები 104
არააქტიური სუბსტანციები: L ლაქტოზა 0,1გ, ტალკი - 0,04გ, კალციუმის სტეარატი 0,09 გ, კაკაოს ფხვნილი 0,07 გ.
ასევე, იხილეთ : ფაგესტი 20მლ. 4 ფლაკონი
გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები
ფაგოსეპტი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას და გამოიყენება როგორც დიარეის, ნაწლავური ანთების და ინფექციების საწინააღმდეგო ბიოლოგიური საშუალება, დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგა-ნიზმები.
ფაგოსეპტი შემავალი ინტესტიბაქტერიოფაგი ანადგურებს ინფექციის გამომწვევ პათოგენური მიკრობებს, ხოლო საფუარის ცოცხალი უჯრედები ანტიმიკრობული და ანტიტოქსიკური მოქმედებისაა. პრეპარატი ასტიმულირებს იმუნოგლობულინის IgA სეკრეციას ნაწლავებში, რითაც ამაღლებს ორგანიზმის ანტიმიკრობულ სტატუსს, ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს ორგანიზმში. ფაგოსეპტი ხელს უშლის ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა პათოგენური და პირობოთ პათოგენური მიკრობების გავრცელებას, ანთებით კერების წარმოქმნას, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზიდენტობას, ასუფთავებს ორგანიზნს, ზრდის იმუნიტეტს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
ფაგოსეპტი როგორც პროფილაქტიკური და დამხმარე საშუალება ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებისათვის, გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები, სალმონელოზი, დიზენტერია, ნაწლავთა დისფუნქცია, დიარეა და ყაბზობა.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი:
მიიღება ჭამის შემდეგ, ბავშვებისათვის თითო ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან ერთხელ, ხოლო მოზრდილებისათვის თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლივობა მერყეობს 14 დღიდან 21 დღემდე, ზოგადი მდგომარეობისან გამომდინარე.
დოზირება ბავშვებში:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში - ერთი ტაბლეტი იხსნება (სრული დაშლის პერიოდი შეადგენს 5 წუთს) ნელ-თბილ გადადუღებულ წყალში ან დედის რძეში; მიიღება ჭამის შემდეგ ერთხელ ან ორჯერ დღეში.
2 წლის ასაკიდან ბავშვებში - ერთი ტაბლეტი მიიღება ჭამის შემდეგ ორჯერ ან ერთხელ დღეში.
დოზის გადაჭარბება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღწერილი.
უკუჩვენება:
არ აქვს.
გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური შეუთავსებლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები: არ საჭიროებს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მიღება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ მძღოლებზე და ტექნიკასთან მომუშავე პერსონალზე.
მითითება გამოტოვილი დოზის შესახებ: დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება გამოტოვებული დოზის გაორმაგების გარეშე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთობის სხვა ფორმები: ფაგოსეპტის მიღება არ შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, რადგან მისი აქტივობა დაითრგუნება.
ვიზუალური დაკვირვებისას ტაბლეტის დაზიანების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account