Upsarin C UPSA - უფსარინი C UPSA 10 ცალი
ჩვენება:თავის ტკივილი ,კბილის ტკივილი, შაკიკი, ნევრალგია , გულმკერდის ფესვის სინდრომი, კუნთების და სახსრების ტკივილი ,ტკივილი მენსტრუაციის დროს. სხეულის მომატებული ტემპერატურა გაცივებისა და სხვა ინფექციურ ანთებითი დაავადებების დროს .
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს :
აცეტილსალიცილის მჟავა – 330 მგ .
ასკორბინის მჟავა – 220 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : გლიცინი , გაუწყლოებული ლიმონმჟავა , ნატრიუმის ბენზოატი , ნატრიუმისჰიდროკარბონატი , პოვიდონი .
აღწერილობა
თეთრი ბრტყელ - ცილინდრული ტაბლეტები ნაზოლით და ჭდით .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არანარკოტიული ანალგეზიური საშუალება და ვიტამინი .
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია , რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით .
აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ტკივილგამაყუჩებელ , სიცხის დამწევ , ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ,დაკავშირებულს 1 და 2 ციკლოოქსიგენაზების დათრგუნვასთან , აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს ;თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას .
ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა - აღდგენითი პროცესების რეგულაციაში , ნახშირწყლოვანცვლაში , სისხლის შედედებაში , ქსოვილების რეგენერაციაში და ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობისამაღლებას .
ტაბლეტის უფსარინ უფსა C ვიტამინით წყალში გახსნისას წარმოიქმნება ბუფერული ხსნარი , რომელიც პრეპარატისმიღების შემდეგ მოქმედ ნივთიერებას ინარჩუნებს გახსნილ მდგომარეობაში , ხელს უშლის კუჭის მჟავე გარემოშიმოხვედრილ პრეპარატს გადავიდეს ისევ არახსნად ფორმაში და განაწილდეს მდგრადი ნაწილების სახით მისკედლებზე . ამის შედეგად უზრუნველყოფილია პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვა , ასევე აცეტილსალიცილისმჟავას ჩვეულებრივ ტაბლეტებთან შედარებით მისი უკეთესი ამტანობა .
ჩვენება :
სხვადასხვა წარმოშობის სუსტი ან საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი მოზრდილებში ( თავის ტკივილი ,კბილის ტკივილი , შაკიკი , ნევრალგია , გულმკერდის ფესვის სინდრომი , კუნთების და სახსრების ტკივილი ,ტკივილი მენსტრუაციის დროს ).
სხეულის მომატებული ტემპერატურა გაცივებისა და სხვა ინფექციურ - ანთებითი დაავადებების დროს .
უკუჩვენება :
- მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას , სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგოპრეპარატების და პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები ( გამწვავების ფაზაში ); სისხლდენა კუჭ -ნაწლავიდან ;
- ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები ;
- “ ასპირინული ასთმა ”;
- ჰემორაგიული დიათეზი ( ჰემოფილია , ვილებრანდის დაავადება , ტელეანგიოექტაზია , ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენიური პურპურა );
- აორტის განშრევებადი ანევრიზმა ;
- პორტალური ჰიპერტენზია ;
- ვიტამინ K დეფიციტი ;
- გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი , ფენილკეტონურია ;
- ორსულობა (I და III ტრიმესტრი ), ლაქტაციის პერიოდი ;
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვირუსული ინფექციით გამოწვეულიმწვავე რესპირატორული დაავადებებით , რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო ( ენცეფალოპათია დაღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია თირკმლის მწვავე უკმარისობით ).
სიფრთხილით – ჰიპერურიკემია , ურატული ნეფროლითიაზი , ნიკრისი , კუჭისა და / ან 12- გოჯა ნაწლავისწყლულოვანი დაავადება ( ანამნეზში ), დეკომპენსირებული გულის უკმარისობა
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება მოზრდილებსა და 15 წლის ზევით ასაკის ბავშვებში .
შინაგანად , მოზრდილებსა და 15 წლის ზევით ასაკის ბავშვებში : 1-2 ტაბლეტი მიიღება 2-3- ჯერ დღეში ;მაქსიმალური დრიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს .
ხანდაზმული ადამიანები : 1 ტაბლეტი მიიღება 4- ჯერ დღეში ; მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდააღემატებოდეს 4 ტაბლეტს .
მიღების წესი : ტაბლეტი / ტაბლეტები იხსნება ჭიქა (200 მლ ) წყალში ან წვენში .
მიღების სიხშირე და დრო : პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 საათისა .პრეპარატის რეგულარული მიღება უზრუნველყოფს თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის უეცარი მატება და ამცირებსტკივილის ინტენსივობას .
პრეპარატი , როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ( ექიმის კონსულტაციის გარეშე ) არ უნდა გამოვიყენოთ 5დღეზე მეტ ხანს , ხოლო სიცხის დამწევის სახით 3 დღეზე მეტ ხანს .
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით გამოირჩევა .
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები :
- ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე , ბრონქოსპაზმი , კვინკეს შეშუპება ;
- ჰაფტენური მექანიზმის საფუძველზე “ ასპირინული ” ტრიადა ( ბრონქული ასთმა , ცხვირის და ცხვირისსინუსების მორეციდივე პოლინოზი და აცეტილსალიცილის მჟავას და პირაზოლინის რიგის პრეპარატებისაუტანლობა );
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დარღვევები – გულისრევა , ღებინება , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , დიარეა (ფაღარათი ); სისხლდენა კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან (“ ყავის ნალექის ” მსგავსი ღებინება ), “ კუპრისფერი ”განავალი ); მადის დაქვეითება , ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება ;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა ;
- თრომბოციტოპენია , ანემია , ლეიკოპენია , ჰიპერბილირუბინემია ;
- ჰემორაგიული სინდრომი ( სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან ), სისხლის შედედების დროისგახანგრძლივება .
C ვიტამინის მაღალმა დოზებმა (1 გ - ზე მეტი ) ავადმყოფებში გლუკოზა -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ,შეიძლება გამოიწვიოს შარდ - კენჭოვანი დაავადება , ასევე შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზი ( ერითროციტების დაშლა ).
გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე საჭიროა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და აცნობოთ ამისშესახებ მკურნალ ექიმს .
ჭარბი დოზირება ( აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული )
სიმპტომები : მოწამვლა ადრეულ სტადიაზე – ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობა , თავრუსხვევა ,ძლიერი თავის ტკივილი , გასტრალგია , ყურებში ხმაური , სმენის დაქვეითება , მხედველობის დარღვევა ,გულისრევა , ღებინება , ქოშინი . მოგვიანებით ვითარდება ძილიანობა , კრუნჩხვები , ანურია , ცნობიერებისდაქვეითება კომამდე , სუნთქვის უკმარისობა , წყალ - ელექტროლიტური ცვლის დარღვევა .
მკურნალობა : მოწამვლის ნიშნების გამოვლენისას – ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა , გააქტივებულინახშირის ან საფაღარათო საშუალებების მიღება და ექიმის რეკომენდაცია . მკურნალობა უნდა ჩატარდესსპეციალიზირებული განყოფილების პირობებში .
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოთრექსატის ტოქსიურობას , ნარკოტიული ანალგეტიკების , სხვაარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების , პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების , ჰეპარინის ,არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების , თრომბოლიტიკების და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ,სულფანილამიდების ( მათ შორის კო - თრიმოქსაზოლის ), ტრიოდთირონონის და რეზერპინის მოქმედებას ; ამცირებსურიკოზული პრეპარატების ( ბენზბრომარონი , სულფინპირაზონი ), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების( სპირონოლაქტონი , ფურასემიდი ) ეფექტს .
გლიკოკორტიკოსტეროიდები , ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები ზრდიან დამაზიანებელ ეფექტს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე და სისხლდენის რისკს .
აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის , ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციასსისხლის პლაზმაში .
მაგნიუმის და / ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები აფერხებს და ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავასშეწოვას .
ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს რკინის შეწოვას ნაწლავებში .
განსაკუთრებული მითითებები :
რეკომენდებული დოზით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან , რამაც შესაძლოაგამოიწვიოს ნიკრისის გამწვავება .
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის საერთო და განავლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციისპერიოდული კონტროლი .
ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ანელებს სისხლის შედედებას , ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდეაუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ .
ბავშვებს არ უნდა დაენიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები , ვინაიდან ვირუსული ინფექციისშემთხვევაში , იზრდება რეიეს სინდრომის წარმოქმნის რისკი . რეიეს სინდრომის სიმპტომებია – ხანგრძლივი ღებინება, მწვავე ენცეფალოპათია , ღვიძლის გადიდება .
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ასკორბინის მჟავას , მაქსიმალური დღიური დოზისგადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით , არ გამოიყენოთ პრეპარატი ამ აქტიურ ნივთიერებების შემცველ სხვაპრეპარატებთან კომბინაციაში .
მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები ( კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისგანვითარების რისკი ). ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში , ძუძუთი კვებაუნდა შეწყდეს . ავადმყოფებმა , რომლებიც იცავენ უმარილო ან ნაკლებად მარილიან დიეტას , უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 485 მგ ნატრიუმს .
გამოშვების ფორმა
შუშხუნა ტაბლეტები . 10 ც ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში პოლიეთილენის თავსახურით .
შეფუთვაში 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები :
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ , მშრალ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .
ვარგისიანობის ვადა
2 წელი .
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .
გაცემის წესი :
გაიცემა რეცეპტის გარეშე (III ჯგუფი ).
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account