Unisept otic - უნისეპტი ოტიკი ყურის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 12,35 GEL რეგულარული ფასი 13,00 GEL
მარაგშია
SKU
62555_2023
გამოიყენება სპეციალურად შემუშავებული მექანიკური მეთოდი გოგირდის საცობის უსაფრთხო და გაღიზიანების გარეშე მოსაცილებლად.

ყურის წვეთები,

6.5% შარდოვანას პეროქსიდი.

შლის და გამოაქვს გოგირდის საცობი ყურიდან მექანიკური გზით. წარმოადგენს საცობის გამოღების ბუნებრივ და ეფექტურ გზასგარეთა სასმენი მილიდან.

მარტივი, უმტკოვნეულო და უსაფრთხოა.

ჩვენებები:

• სპეციალურად შემუშავებული მექანიკური მეთოდი გოგირდის საცობის უსაფრთხო და გაღიზიანების გარეშე მოსაცილებლად.

• გაჯერებული, ოქსიგენირებული მიკროქაფის წყალობით, რომელიც წარმოიქმნება მისი გამოყენებისას, უნისეპტ ოტიკი შლის ყურის გოგირდს და ეფექტურად ასუფთავებს გარეთა სასმენ მილს ჭარბი გამონადენისაგან.

მოქმედების მექანიზმი

სპეციალური შემადგენლობის მეშვეობით, უნისეპტ ოტიკი ადვილად აღწევს გოგირდის საცობში და არბილებს მას. მის შემადგენლობაში არსებული შარდოვანას პეროქსიდი ფერმენტების (კატალაზა ან სხვა ჰიპეროქსიდაზები) ზემოქმედებით დეგრადირდება და გამოიყოფა ჟანგბადი, რომელიც მყისიერად გარდაიქმნება მოლეკულურ ჟანგბადად და წარმოქმნის ჟანგბადით გაჯერებულ მიკროქაფს.

იგი შლის გოგირდის საცობს და აიოლებს მის გამოძევებას.

სოზირების რეჟიმი:

5-10 წვეთი ყურში, 2-ჯერ დღეში (დილა - საღამოს) 3-4 დღის მანძილზე.

გამოყენების ინსტრუქცია

• თავი გადაწიეთ გვერდზე და ჩაიწვეთეთ 5-დან 10 წვეთი. წვეთები ყურში უნდა დარჩეს რამდენიმე წუთი მაინც, ამიტომ შეინარჩუნეთ თავი იგივე მდგომარეობაში ან მოათავსეთ ბამბის მცირე ბურთულა ყურში.

• ყურის გოგირდის საცობის ნაწილების ამოღება შესაძლებელია ყურის გამორეცხვის საშუალებით.

გაფრთხილება: ფლაკონისსაწვეთური  არ უნდა შეიტანოთ სასმენ მილში.

სიფრთხილის ზომები:

• ადგილობრივი გამოყენებისათვის

• არ ჩაიწვეთოთ თვალში

• არ ფამოიყენება დაფის აპკის დაზიანების შემთხვევაში

• პროცედურა ბავშვებს უნდა ჩაუტაროს ზრდასრულმა ადამიანმა.

• შეინახეთ გრილ, (15-25 C) მშრალ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას.

• არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

• გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

შეფუთვა

უნისეპტ ოტიკი,  ყურის წვეთები, 10 მლ

შემადგენლობა: Urea Peroxide,შარდოვანას პეროქსიდი, გლიცერინი,  EDTA, პროპილენგლიკოლი, გამოხდილი წყალი.

 

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy