ტუსპამინი სიროფი 100მლ

განსაკუთრებული ფასი 15,72 GEL რეგულარული ფასი 21,94 GEL
მარაგშია
SKU
59863_1782

ჩვენებები: ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებებ, მწვავე რესპირატორული და ქრონიკული ბრონქიალური ინფექციები

ტუსპამინი
Tuspamin

ხველის საწინააღმდეგო სიროფი

სავაჭრო დასახელება: ტუსპამინი
სამკურნალო ფორმა: სიროფი

შემადგენლობა

1 მლ სიროფიშეიცავს
აქტიურ ნივთიერებას:
სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს _ 7 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებებს:
გასუფთავებული წყალი, კალიუმისსორბატი, ლიმონმჟავა უწყლო, სორბიტოლის ხსნარი, ქსანტანის გუმფისი, ალუბლის არომატიზატორი.

აღწერილობა

მოყავისფრო სიროფი, ალუბლის გემოთი

ფარმაკოთერაპიულ იჯგუფი

ამოსახველებელი პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული პრეპარატი. შეიცავს საპონინებს, ტრიტერპენოიდებს, ფლავონოიდებს. აქვს ამოსახველებელი, ხველის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს მის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან. გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობა.

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომური საშუალების სახით ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.
მწვავე (ხანმოკლე) რესპირატორული და ქრონიკული (ხანგრძლივი) ბრონქიალური ინფექციების მკურნალობის დროს სიმპტომების შემსუბუქების მიზნით,
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები ხველებითა და ძნელად გამოსაყოფი ბრონქული სეკრეტით მიმდინარე.

გამოყენების წესი და დოზები

ტუსპამინი
2-5 წლის ასაკის ბავშვებში - 2.5 მლ დღეში 2-ჯერ დღეში,
6 - 11 წლის ასაკის ბავშვებში - 2.5 - 5 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში, (დღიური დოზა 10 მლ)
მოზრდილებში - 7.5 მლ 2 ან 3-ჯერ დღეში. (დღიური დოზა 15მლ.)
დოზირებისთვის გამოიყენება თანდართული საზომი თავსახური.
ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს კარგად დაახურეთ თავსახური!

გამოყენების ხანგრძლივობა

მკურნალობის კურსი შეადგენს 1 კვირას. თერაპიული ეფექტის გასამტკიცებლად რეკომენდებულია დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გაგრძელდეს კიდევ 2 - 3 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოქმედება

• იშვიათად - საფაღარათო ეფექტი.
• ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ტუსპამინი ხველის საწინააღმდეგო სიროფი არ შეიცავს სპირტს, შაქარს და საღებავებს. გასათვალისწინებელია, რომ 1 მლ სიროფი შეიცავს 0,3488 მგ კალიუმს, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეთებულ პაციენტებში.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არა რის.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვის უნარზე

არმოქმედებს.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის მიღება იმ დოზით, რომელიც სამჯერ აღემატება სადღეღამისო დოზას, შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა.
მკურნალობა – სიმპტომური.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

100 მლ სიროფი ფლაკონში. საზომი თავსახურით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ყურადღება!
შენახვის პროცესში, სუროს ექსტრაქტის შემცველობის გამო, შესაძლებელია ხსნარის ოდნავ შემღვრევა და გემოს უმნიშვნელო შეცვლა, რაც არ მოქმედებს პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე.

ვარგისობის ვადა

2 წელი. ვარგისობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 3 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

რეგისტრაციის მფლობელი

Vefaİlaç San.ve Tic. Ltd. Şti.

Beylikduzu Organize San. BolgesiMah.MermecilerSan.Sitesi 2.Cad. No:3

Beylikduzu/სტამბოლი/ თურქეთი

მწარმოებელი

Vefa İlaç San. ve Tic. Ltd. Şti.

Mermerciler San. Sit. 2. Cadde No:3

Beylikdüzü/İSTANBUL

Telefon: (0212) 438 70 85

Faks: (0212) 438 70 87

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy