Tempаlgin - ტემპალგინი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 9,50 GEL რეგულარული ფასი 10,00 GEL
მარაგშია
SKU
6882_68

ჩვენება: არახანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისათვის თავის, კბილის ტკივლისა და სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს.

ტემპალგინი® 500 მგ/20 მგ  აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები

TEMPALGIN ® 500 mg/20mg film coated tablets

ნატრიუმის მეტამიზოლი /ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი

(metamizole sodium/triacetonamine -4-toluensulfonate)

ამ  სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს  სამკურნალო პრეპარატი გაიცემა   ექიმის დანიშნულების გარეშე.  ამის მიუხედავად, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, თქვენ უნდა დაიცვათ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

-           შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-           თუ გესაჭიროებათ დამატებითი ინფორმაცია, ან რჩევა, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

-           თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები უარესდება, ან 3-5 დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება. 

-           თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს ტემპალგინი და რისთვის გამოიყენება

2. ტემპალგინის მიღების დაწყებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ ტემპალგინი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ ტემპალგინი

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ტემპალგინი და რისთვის გამოიყენება

ტემპალგინი – კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ნატრიუმის მეტამიზოლს და ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს. გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, რაც განპირობებულია არანარკოტიკული ანალგეტიკით  ნატრიუმის მეტამიზოლით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს. ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატი ამცირებს მოტორულ აგზნებას და აქვს დამამშვიდებელი მოქმედება.

ტემპალგინი გამოიყენება არახანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისათვის სუსტიდან ზომიერად გამოხატული ტკივილის სამკურნალოდ შემდეგი დაავადებებისას: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი და სტომატოლოგიური მანიპულაციები, მიალგიები (კუნთების ტკივილი), ნევრალგიები, ართრალგიები (ტკივილი სახსრებში).

2. ტემპალგინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტემპალგინი 

-           თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ნატრიუმის მეტამიზოლის, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატის, ან ტემპალგინის ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნაწილის მიმართ;

-           თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სხვა პირაზოლონური პრეპარატების მიმართ;

-           თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პორფირია (მემკვიდრული დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით);

-           თუ გაქვთ თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა (მემკვიდრული დაავადება ერითროციტების წარმოქმნის დარღვევით);

-           თირკმლის, ან ღვიძლის მძიმე დაავადებებისას;

-           თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ციტოსტატიკებით მკურნალობის შემდეგ), ან სისხლის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: აპლაზიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების განვითარებას, ან ინფექციის განვითარების მომატებულ ალბათობას), აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება);

-           დაბალი არტერიული წნევისას 100 მმ.ვწყ.სვ. ნაკლები მნიშვნელობისას;

-           თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე;

-           თუ პაციენტი – ბავშვი  15 წელზე ნაკლები ასაკისაა.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ტემპალგინის გამოყენებისას

-           თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება, რომელიც მიმდინარეობს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) რაოდენობის შემცირებით;

-           თუ გაქვთ ალერგია ტკივილგამაყუჩებელ, ან ანტირევმატულ სამკურნალო პრეპარატებზე (ანალგეტიკების აუტანლობა), როგორც სხვა სამკურნალო პრეპარტებზე, ან საკვებ პროდუქტებზე;

-           ბრონქული ასთმისას, რომელიც განპირობებულია ალერგიით  (მოხრჩობის შეტევა);

-           თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა;

-           თუ გაქვთ დარღვევები ღვიძლის ან თირკმლების მხრივ

-           ღვიძლის პრობლემები

არსებობს შეტყობინებები ღვიძლის ანთების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მეტამიზოლს. აღსანიშნავია, რომ სიმპტომები ვითარდებოდა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან რამდენიმე თვის შემდეგ.

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის პრობლემებისთვის სახასიათო სიმპტომები,   როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, შეწყვიტეთ ტემპალგინის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ექიმმა უნდა შეამოწმოს პაციენტის ღვიძლის ფუნქცია.

ტემპალგინი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ პაციენტი ადრე იღებდა მეტამიზოლის შემცველ პრეპარატებს  და  მას წარმოეშვა ღვიძლის პრობლემები.

- კანის სერიოზული რეაქციები

მეტამიზოლით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია   შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).  შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია აღწერილი კანის სერიოზულ რეაქციებთან. თუ წარსულში გქონდათ კანის მძიმე რეაქციები, არასოდეს განაახლოთ ტემპალგინით მკურნალობა.

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

მკურნალობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენებამ, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ტკივილგამაყუჩებლებმა, ანთების საწინააღმდეგო, ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა, კუმარინულმა ანტიკოაგულანტებმა (ამცირებენ სისხლის შედედებას), ქლორპრომაზინმა (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ), ქლორამფენიკოლმა (ანტიბიოტიკი), ციკლოსპორინმა (გამოიყენება სიმსივნური დაავადებების დროს), საძილე სამკურნალო პრეპარატებმა.

მეტამიზოლს (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ტკივილის და ტემპერატურის მოსახსნელად)  შეუძლია შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავის გავლენა თრომბოციტების აგრეგაციაზე (სისხლის შედედება და თრომბების წარმოქმნა) ერთდროულად მიღებისას. ამიტომ ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ასპირინის დაბალ დოზებს კარდიოპროტექციისთვის (პროფილაქტიკა).  

ვინაიდან მეტამიზოლს შეუძლია შეამციროს გარკვეული მედიკამენტების მოქმედება, ტემპალგინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

• ბუპროპიონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად;

• ეფავირენცი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ;

• მეტადონი, წამალი, რომელიც გამოიყენება არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ (ე.წ. ოპიოიდები);

• ვალპროატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ;

• ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა უარყოფის თავიდან ასაცილებლად  პაციენტებში ტრანსპლანტანციით;

• სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ტემპალგინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან

ტაბლეტებს აყოლებენ წყალს, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

ტემპალგინით მკურნალობისას, არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის გამოყენება, რადგან შესაძლებელია სამკურნალო პრეპარატის გვერდითი მოქმედების გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ვინაიდან არ არსებობს საკმარისი გამოცდილება, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მეორე ტრიმესტრში შეგიძლიათ მიიღოთ ტემპალგინი მხოლოდ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის შემდეგ, მის მიერ მეტამიზოლის გამოყენების რისკი/სარგებლის  საგულდაგულო შეფასების შედეგად. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ტემპალგინი დედისა და ნაყოფისთვის გართულებების წარმოშობის მომატებული რისკის გამო (სისხლდენა, ნაყოფის ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ იხურება ბუნებრივი გზით). 

ძუძუთი კვება

მეტამიზოლის დაშლის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში, შესაბამისად არ შეიძლება გამოირიცხოს რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთის, ამიტომ , განსაკუთრებით უნდა ავარიდოთ თავი მეტამიზოლის განმეორებით გამოყენებას ძუძუთი კვების დროს. მეტამიზოლის ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში დედებისთვის რეკომენდიბულია რძის შეგროვება და გადაღვრა. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მანქანები,და არ გამოიყენოთ არანაირი ინსტრუმენტები,  რადგან ტემპალგინი აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ანელებს პირობით რეფლექსებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტემპალგინის ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე

ამ სამკურნალო პრეპარატში ხორბლის სახამებელი შეიცავს გლუტენის  მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას, ითვლება, რომ ის არ შეიცავს გლუტენს და არ გამოიწვევს პრობლემებს ცელიაკიის მქონე პირებში (გლუტენის აუტანლობა). ერთი ტაბლეტი შეიცავს გლუტენის არაუმეტეს 9,5 მიკროგრამს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის (განსხვავდება ცელიაკიისგან ) მქონე პირებისთვის. 

ამ სამკურანლო პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს ნატრიუმის 32,7 მგ (სუფრის მარილის ძირითადი ინგრედიენტი),  რაც ზრდასრულებისთვის რეკომენდებული ნატრიუმის დღის მაქსიმალური დოზის 1,6% ეკვივალენტია.

3. როგორ უნდა მიიღოთ ტემპალგინი

ყოველთვის მიიღეთ ტემპალგინი ზუსტად ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების  შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით, უმჯობესია ჭამის შემდეგ.

არ მიიღოთ ტემპალგინი 3-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ზრდასრულები

ჩვეულებრივი დოზა – მიიღება 1 ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში, სიმპტომების სიმძიმისგან გამომდინარე. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 ტაბლეტს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს. 

სტომატოლოგიური მანიპულაციებისას – 1 ტაბლეტი ჩარევამდე 1/2 საათით ადრე.

15 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

1 ტაბლეტი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს და დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე.

ხანდაზმული პაციენტები ან პაციენტები ზოგადი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობით / თირკმლის უკმარისობით 

დოზა უნდა შემცირდეს ხანდაზმულებში, დასუსტებულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, ვინაიდან მეტამიზოლის დაშლის პროდუქტების გამოყოფა შეიძლება შენელდეს.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ვინაიდან ელიმინაციის სიჩქარე შემცირებულია პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული განმეორებითი მაღალი დოზები. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

თუ თქვენ მიიღეთ ტემპალგინის საჭიროზე მეტი დოზა

სამკურნალო პრეპარატის დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს: გულისრევა, თავბრუსხვევა, მუცლის ტკივილი, სისუსტე ცნობიერების დაკარგვამდე, სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება შოკამდე (ცნობიერების დაკარგვა სისხლის წნევის დაქვეითებით) და გულის რითმის დარღვევა.

ამ სიმპტომებიდან ზოგიერთის განვითარებისას, შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!

თუ თქვენ გამოტოვეთ ტემპალგინის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ რამდენადაც შესაძლებელია მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ამ ინსტრუქციის მითითების შესაბამისად.

თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი კითხვა ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, გთხოვთ კითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ტემპალგინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება. ტემპალგინის გამოყენებისას, შესაძლო გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად განპირობებულია ნატრიუმის მეტამიზოლით.

შეწყვიტეთ ტემპალგინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გამოგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი ფერის გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. არ განაახლოთ ტემპალგინის გამოყენება და  კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

- მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ღეროზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულები. კანის ამ მძიმე გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, ცხელება და ლიმფური კვანძების შეშუპება (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

შესაძლოა გამოვლინდეს:

-           სისხლის სურათის დარღვევა, როგორიცაა: აგრანულოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ზრდის ინფექციების განვითარების ალბათობას), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას), აპლაზიური ანემია (სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს სისუსტეს, სისხლჩაქცევების განვითარებას, ან ინფექციის განვითარების მომატებულ ალბათობას), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის, ან სისხლჩაქცევების რისკს), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, ან კანის გაყვითლება, სისუსტე, ან ქოშინი);

-           გულისრევა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი მუცელში, იშვიათ შემთხვევებში – დაწყლულება და სისხლდენა;

-           თირკმლების დაზიანება, რომელიც გამოიხატება შარდში ცილის გამოვლენით, შარდის რაოდენობის შემცირებით, ან გაზრდით, თირკმლების ანთებით;

-           გულის რითმის დარღვევა, სისხლის წნევის დაქვეითება;

-           ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსიური, ან ანაფილაქტოიდური რეაქციები) – ქავილი, წვა, კანის გაწითლება, ურტიკარია, შეშუპებები (გენერალიზებული, ან ადგილობრივი), სუნთქვის გაძნელება, ასთმური შეტევა (პაციენტებში ასპირინული ასთმით), ანგიონევროზული შეშუპება (ლარინგეალურის ჩათვლით), ცირკულატორული შოკი;

-           დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

-           ღვიძლის დარღვევები – ღვიძლის ანთება, კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება და  ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ქოლესტაზი (ნაღვლის გადინების დარღვევა), ჰიპერბილირუბინემია (სისხლში ბილირუბინის დონის მომატება).  

სავარაუდო  გვერდით მოვლენებზე შეტყობინება

თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. როგორ უნდა შეინახოთ ტემპალგინი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ნესტისგან დასაცავად, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 4 (ოთხი) წელი

არ გამოიყენოთ ტემპალგინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტემპალგინი

ტემპალგინის თითოეული  აპკისებრი გარსით დაფარული  ტაბლეტი შეიცავს აქტიურ შემადგენელ ნივთიერებას- ნატრიუმის მეტამიზოლს 500 მგ, ტრიაცეტონამინ-4-ტოლუენსულფონატს 20 მგ. 

სხვა შემადგენელი ნაწილები:  ხორბლის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), პოვიდონი K25, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. 

გარსი: ოპადრაი II მწვანე 85F21526: პოლივინილის სპირტი – ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ალუმინის ლაქი საღებავის-ქინოლინის ყვითელის- ფუძეზე (E104), ალუმინის ლაქი FCF, საღებავის-ბრილიანტის ცისფერის (E133)-ფუძეზე. 

როგორ გამოიყურება ტემპალგინი და რას შეიცავს შეფუთვა

აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მწვანე ფერის, დიამეტრით 13 მმ, უსუნო.

აპკისებრი გარსით დაფარული 10 (ათი) ტაბლეტი მყარი, უფერო, გამჭირვალე პვქფირის/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე; ალუმინის ბლისტერზე აღნიშვნის დატანებით.

2 (ორი) ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად იდება მუყაოსაგან დამზადებულ ცალკეულ კოლოფში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის  გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy