Nalgesin - ნალგეზინი ფორტე 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 33,48 GEL რეგულარული ფასი 51,44 GEL
მარაგშია
SKU
46430_37

ჩვენება: რევმატოიდული ართრიტი,პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი,სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი.

ნალგეზინი ® ფორტე

NALGESIN® FORTE

სავაჭრო (პატენტირებული) დასახელება

ნალგეზინი ფორტე

საერთაშორისო (არაპატენტირებული) დასახელება

ნატრიუმის ნაპროქსენი

წამლის ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ბირთვი:

აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ნაპროქსენი 550 მგ.

(500მგ. ნაპროქსენის ექვივალენტი)

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.

გარსი: საღებარი ოპადრაი 02F205004 – ეს არის ტიტანის დიოქსიდის (171), მაკროგოლის, საღებარი ინდიგოკარმინის (E 132) და ჰიპრომელოზას გამოსაყენებლად გამზადებული ნარევი.

ასევე, იხილეთ : Nalgesin - ნალგეზინი 275მგ 10 ტაბლეტი

აღწერილობა

ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ლურჯი ფერის შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (აასს)

ათქ კოდი: M01AE02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნალგეზინი ფორტე წარმოადგენს ნაპროქსენის პრეპარატს, გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია 1 და 2 ციკლოოქსიგენაზა (ცოგ-1, ცოგ-2) აქტივობის არასელექტიურ ინჰიბირებასთან. ნალგეზინი ფორტეს შემოგარსული ტაბლეტები კარგად იხსნება, სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და უზრუნველყოფენ სწრაფ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

ფარმაკოკინეტიკა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბცია - სწრაფი და სრულია, ბიოშეღწევადობა - 95% (საკვების მიღება პრაქტიკულად არ მოქმედებს შეწოვის არც სისრულეზე, არც სისწრაფეზე). მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო - 1-2 სთ, კავშირი პლაზმის ცილებთან >99%, ნახევარგამოყოფის პერიოდი - 12-15 სთ. მეტაბოლიზმი - ღვიძლში დიმეთილნაპროქსენამდე CYP2C9 ფერმენტული სისტემის მონაწილეობით. კლირენსი - 0,13 მლ/წთ/კგ. 98%-ით გამოიყოფა თირკმელებით, აქედან 10% გამოიყოფა უცვლელი სახით; ნაღველით - 0,5-2,5%. წონასწორული კონცენტრაცია განისაზღვრება პრეპარატის 4-5 დოზის მიღებისთვის (2-3 დღე). თირკმლის უკმარისობისას შესაძლებელია მეტაბოლიტების კუმულაცია.

ჩვენებები

· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანება, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულიტის სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).

· სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, ოსალგია, მიალგია, ლუმბოიშიალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი (დაჭიმულობა და დაჟეჟილობა), რომლებსაც ახლავს ანთება, ოპერაციის შემდგომი ტკივილი (ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიაში), თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, კბილის ტკივილი.

· ყურის, ყელის, ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, გამოხატული ტკივილის სინდრომით (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი).

· ცხელების სინდრომი „გაციების“ და ინფექციური დაავადებების დროს.

ნალგეზინი ფორტე გამოიყენება სიმპტომური თერაპიისთვის (ტკივილის, ანთების შესამცირებლად და სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად) და ძირითადი დაავადების პროგრესირებაზე არ ახდენს გავლენას.

უკუჩვენებები

· ჰიპერმგრძნობელობა ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის მიმართ; ანამნეზური მონაცემებით ბრონქოობსტრუქციის, რინიტის, ჭინჭრის ციების შეტევის შესახებ აცელტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიღების შემდეგ (აცეტილსალიცილის მჟავას აუტანლობის სრული ან არასრული სინდრომი - რინოსინუსიტი, ჭინჭრის ციება, ცხვირის ლორწოვანის პოლიპები, ასთმა);

· აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი პერიოდი;

· კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი ცვლილებები, აქტიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

· ნაწლავის ანთებითი დაავადებები, გამწვავების ფაზაში (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (აწკ), კრონის დაავადება);

· ცერებროვასკულური სისხლდენა ან სხვა სისხლდენები და ჰემოსტაზის დარღვევები;

· ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება;

· თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები), მათ შორის დადასტურებული ჰიპერკალიემია, თირკმელების პროგრესირებადი დაავადება;

· ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის დათრგუნვა;

· ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

· ნალგეზინი ფორტეს ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნაპროქსენს, ამიტომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და 15 წელზე უმცროსი მოზარდებისთვის.

სიფრთხილით: გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულური დაავადებები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, თამბაქოს მოწევა, 60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი; ანამნეზური მონაცემები კნტ წყლულოვანი დაზიანების განვითარების შესახებ, Helicobacter pylori-ს ინფექციის არსებობა, ხანდაზმულობა, აასს ხანგრძლივი გამოყენება, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, მძიმე სომატური დაავადებები, თანმხლები თერაპია შემდეგი პრეპარატებით: ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), ანტიაგრეგანტები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი), პერორალური გლუკოკორტიკოიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (მაგალითად, ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი). კნტ მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად გამოყენებული უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა მინიმალური შესაძლო კურსით. 15 წელზე უმცროს ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ნალგეზინი ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები

მიიღება შიგნით. მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები. თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა ან შეცვალოთ დოზირება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ექიმს ჰკითხეთ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა.

თერაპიის რეკომენდებული სქემა:

ტკივილის შესამსუბუქებლად გამოსაყენებელი ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს (550-1100 მგ).

ძალიან ძლიერი ტკივილების და ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებების არქონის დროს ექიმს შეუძლია სადღეღამისო დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე (1650 მგ), მაგრამ არა უმეტეს 2 კვირით.

პრეპარატის სიცხის დამწევ საშუალებად გამოყენებისას საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (550 მგ), შემდეგ მიიღება 1/2 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 6-8 საათში.

შაკიკის შეტევების პრევენციისათვის რეკომენდებულია 1 ტაბლეტი (550 მგ) დღეში ორჯერ. თუმცა მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შაკიკის შეტევების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა არ მცირდება 4-6 კვირის განმავლობაში. შაკიკის შეტევის პირველი ნიშნებისას უნდა მიიღოთ 1,5 ტაბლეტი (825 მგ), ხოლო საჭიროებისას კიდევ 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ) 30 წუთის შემდეგ.

მენსტრუალური ტკივილის და სპაზმების, სშს (საშვილოსნოშიდა სპირალების) შეყვანის შემდეგ ტკივილის და სხვა გინეკოლოგიური ტკივილის (ადნექსიტი, მშობიარობა, როგორც ანალგეზიური და ტოკოლიზური საშუალების სახით) შესამსუბუქებლად რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა საწყისი დოზით, რომელიც შეადგენს 1 ტაბლეტს (550 მგ), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 6-8 საათში.

პოდაგრის მწვავე შეტევისას საწყისი დოზა შეადგენს 1,5 ტაბლეტს (825 მგ), შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ) 8 საათში, ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ) ყოველ 8 საათში შეტევის მოხსნამდე.

რევატოიდული დაავადებებისას (რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი) პრეპარატის ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს (550-1100 მგ), დღეში ორჯერ დილას და საღამოს. საწყისი სადღეღამისო დოზა, რომელიც შეადგენს 1,5 (825 მგ) – 3 ტაბლეტს (1650 მგ), რეკომენდებულია პაციენტებისთვის ღამის ტკივილით და/ან გამოხატული დილის შებოჭილობით, პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან ნატრიუმის ნაპროქსენით მკურნალობაზე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა პრეპარატების მაღალი დოზებიდან, და პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ტკივილი წამყვანი სიმპტომია. ჩვეულებრივ სადღეღამისო დოზა შეადგენს ორ მიღებად დანიშნულ 1 ტაბლეტს (550 მგ) – 2 ტაბლეტს (1100 მგ).

დილის და საღამოს დოზები შეიძლება ერთნაირი არ იყოს. მკურნალი ექიმის თანხმობით შეგიძლიათ შეცვალოთ ისინი სიმპტომების პრევალირების, ე.ი. ღამის ტკივილის და/ან დილის შებოჭილობის მიხედვით.

თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, ამის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტები უფრო ხშირია ნალგეზინი ფორტეს მაღალი დოზების გამოყენებისას:

- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა, წყლულოვანი სტომატიტები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები და სისხლდენები, „ღვიძლის“ ფერმენტების აქტივობის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, სისხლიანი ღებინება, მელენა;

- ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კონცენტრირების შეუძლებლობა, უძილობა, შეუძლოდ ყოფნა, მიალგია და კუნთების სისუსტე, რეაქციის სისწრაფის შენელება, ასეპტიკური მენინგიტი, კოგნიტიური დისფუნქცია;

- კანის საფარების მხრივ: ქავილი, ეკქიმოზები, ჭარბი ოფლიანობა, პურპურა, ალოპეცია, ფოტოდერმატოზები;

- გრძნობათა ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში, მხედველობის დარღვევა, სმენის დარღვევა;

- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შეშუპება, ქოშინი, გულისცემა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ვასკულიტი;

- შარდსასქესო სისტემის მხრივ: გლომერულონეფრიტი, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, თირკმლის პაპილარული ნეკროზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

- სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ეოზინოფილია, გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აპლასტიკური ანემია;

- სასუნთქი სისტემის მხრივ: ეოზინოფილური პნევმონიტები;

- ალერგიული რეაქციები:გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ეპიდერმული ნეკროზი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

- სხვა: წყურვილი, ჰიპერთერმია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, ზრდის სისხლდენის დროს, ჰემოლიზური ანემია.

თუ შეამჩნევთ მსგავს მოვლენებს, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და, შეძლებისდაგვარად, მიმართეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

პრეპარატის მნიშვნელოვანი ჭარბი დოზის მიღებას ახასიათებს ძილიანობა, დისპეფსიური დარღვევები (გულძმარვა, გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი), სისუსტე, შუილი ყურებში, გაღიზიანებადობა, მძიმე შემთხვევებში - სისხლიანი ღებინება, მელენა, ცნობიერების დარღვევით, კრუნჩხვები და თირკმლის უკმარისობა.

პაციენტს, რომელმაც შემთხვევეით ან შეგნებულად მიიღო დიდი რაოდენობით პრეპარატი ნალგეზინი ფორტე, უნდა ამოურეცხოთ კუჭი და ჩაუტარდეს სიმპტომური თერაპია: აქტივირებული ნახშირი, ანტაციდები, H 2 რეცეპტორების ბლოკატორები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას გასათვალისწინებელია, რომ ნაპროქსენს შეუძლია სისხლდენის დროის გახანგრძლივება. არ შეიძლება პრეპარატის კომბინირება სხვა აასს-თან (გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა). კლინიკური ფარმაკოდინამიკური მონაცემები მოწმობს იმას, რომ ნაპროქსენისა და აცეტილსალიცილის ერთად გამოყენებას ზედიზედ ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შეუძლია აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზის მოქმედების ინჰიბირება თრომბოციტების აქტივობაზე, და ეს ინჰიბირება შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად იღებენ ჰიდანტოინებს, ანტიკოაგულანტებს ან სხვა სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც მნიშვნელოვან დონეზე უკავშირდებიან პლაზმის ცილებს, ყურადღება უნდა მიაქციონ ამ პრეპარატების მოქმედების პოტენცირების ნიშნებს ან მათი დოზების გადაჭარბებას.

პრეპარატ ნალგეზინ ფორტეს შეუძლია პროპრანოლოლის და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება, ასევე შეუძლია გაზარდოს აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ნაპროქსენის ზემოქმედებით ინჰიბირდება ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედება. ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსის ინჰიბირება იწვევს პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციების გაზრდას. პრობენეციდის მიღება ზრდის ნაპროქსენის დონეს პლაზმაში. ციკლოსპორინი ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს. ნაპროქსენი ანელებს მეტოტრექსატის, ფენიტოინის, სულფანილამიდების ექსკრეციას და ამით ზრდის მათი ტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკს.

მაგნიუმისა და ალუმინის შემცველი ანტაციდური პრეპარატები ამცირებენ ნაპროქსენის აბსორბციას. უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაწუხებთ სხვა დაავადებები ან ალერგია, ან იღებთ რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს (მათ შორის ისეთებს, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა).

განსაკუთრებული მითითებები

არ გადააჭარბოთ ინსტრუქციაში მითითებულ დოზებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად უნდა გამოიყენოთ მინიმალური ეფექტური დოზა შესაძლო მინიმალური ხანმოკლე კურსით.

თუ ტკივილი და ცხელება შენარჩუნდა ან გაძლიერდა, მიმართეთ ექიმს.

პაციენტებმა ბრონქული ასთმით, სისხლის შედედების დარღვევებით, ასევე პაციენტებმა ჰიპერმგრძნობელობით სხვა ანალგეზიურების მიმართ, ნალგეზინი ფორტეს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით და თირკმლის უკმარისობით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა გაკონტროლდეს კრეატინინის კლირენსის დონე. 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის დონისას: ნაპროქსენის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. ქრონიკული ალკოჰოლური და სხვა ფორმის ციროზისას, არაშეკავშირებული ნაპროქსენის კონცენტრაცია იზრდება, ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები.

ნალგეზინი ფორტეს კომბინირება სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან არ შეიძლება, ექიმის დანიშნულების გარდა.

ხანდაზმული პაციენტებისთვის ასევე რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები.

ნაპროქსენის მიღება არ შეიძლება 48 საათის განმავლობაში ქირურგიულ ჩარევამდე. 17-კორტიკოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობისას პრეპარატი უნდა მოიხსნას 48 საათით ადრე გამოკვლევამდე. ანალოგიურად, ნაპროქსენს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავას განსაზღვრაზე შარდში.

პროსტალგანდინების სინთეზის მაბლოკირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, ნაპროქსენის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ფერტილობაზე, ამიტომ რეკომენდებული არ არის ქალებისთვის, რომლებიც აპირებენ დაორსულებას.

ნალგეზინი ფორტეს თითოეული ტაბლეტი 550 მგ შეიცავს დაახლოებით 50 მგ ნატრიუმს. მარილის გამოყენების შეზღუდვისას ეს უნდა იქნას გათვალისწინებული.

ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ნაპროქსენი ანელებს პაციენტების რეაქციის სისწრაფეს. ეს გასათვალისწინებელია ავტომობილის მართვის და ისეთი ამოცანების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვს მეტ ყურადღებას.

გამოშვების ფორმა

550 მგ.შემოგარსული ტაბლეტები

10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 6 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

5 წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy