კეტოქსენი - Ketoxen 25მგ/4მგ 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 26,80 GEL რეგულარული ფასი 33,50 GEL
მარაგშია
SKU
95760_1958

ჩვენება: კეტოქსენი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

კეტოქსენი 25 მგ/4 მგაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური მიღებისთვის.

აქტიური ინგრედიენტები:თითოეული აპკიანი გარსით დაფარულიტაბლეტი შეიცავს 36.90 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს (25 მგ დექსკეტოპროფენის ეკვივალენტური) და 4 მგ თიოკოლხიკოზიდს.

დამხმარე ნივთიერებები:მიკროკრისტალური ცელულოზა PH101, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი ყვითელი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH102, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაკროგოლი, პოლივინილის სპირტი, გლიცერილ დისტეარატი, ტალკი.

▼მოცემული პროდუქტი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. თქვენ დახმარებას შეძლებთ ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით. იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ, იხილეთ მე–4 ნაწილის დასასრული.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი–ჩანართი, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის.

  • შეინახეთესფურცელი-ჩანართი.თქვენშეიძლებადაგჭირდეთმისიხელახლაწაკითხვა.
  • თუთქვენგაქვთრაიმედამატებითიშეკითხვები,მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვებს.
  • პრეპარატის გამოყენების განმავლობაში, როდესაც ეწვევით ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
  • ზუსტად მიჰყევით ამ ფურცელ–ჩანართში მოცემულ ინსტრუქციებს. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, ვიდრე რეკომენდებულია .

ამ ფურცელ–ჩანართში:

1. რა არის კეტოქსენი და რისთვის გამოიყენება იგი?

2. კეტოქსენის მიიღებამდე

3. როგორ მიიღება კეტოქსენი?

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

5. როგორ ინახება კეტოქსენი?

1. რა არის კეტოქსენი და რისთვის გამოიყენება იგი?

კეტოქსენი არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ორმხრივი ჭდით ტაბლეტები.

კეტოქსენი წარმოდგენილია პვქ/პვდქ/ალუ ბლისტერში, რომელიც შეიცავს 20 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

დექსკეტოპროფენი, რომელსაც შეიცავს კეტოქსენი, არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

თიოკოლხიკოზიდს, რომელსაც შეიცავს კეტოქსენი, ძირითადად აქვს კუნთების რელაქსაციური მოქმედება. თიოკოლხიკოზიდი გამოიყენება კუნთების მტკივნეული სპაზმების სიმპტომური მკურნალობისთვის.

კეტოქსენი ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, ხერხემლის სვეტის (ხერხემლის) მტკივნეული სინდრომების, ექსტრაარტიკულური რევმატიზმისა და კუნთების მტკივნეული სპაზმების, პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილის სიმპტომური მკურნალობისთვის.

ასევე, იხილეთ: კეტოქსენი - Ketoxen 25მგ/8მგ 14 ტაბლეტი

2. კეტოქსენის მიიღებამდე

გულ-სისხლძარღვთა რისკები:

აასს–ებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) და ინსულტის რისკის ზრდა, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად. პაციენტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორებით შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ. კეტოქსენი უკუნაჩვენებია პრეოპერაციული ტკივილის მართვისთვის აორტოკორონარული შუნტირების (CABG) ოპერაციის დროს.

კუჭ-ნაწლავის რისკები:

აასს–ები იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, როგორიცაა სისხლდენა, დაწყლულება და კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე. ხანდაზმული პაციენტები იმყოფებიან კუჭ-ნაწლავის (GI) სერიოზული მოვლენების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

არ მიიღოთ კეტოქსენი:

· თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის, თიოკოლხიკოზიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,

· თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების მიმართ,

· თუ გაქვთ ასთმა ან გქონდათ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ხანმოკლე ანთება), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიგნით ალერგიის გამო წარმოქმნილი წანაზარდები), ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი), სახის და ყელის შეშუპება აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს–ების მიღების შემდეგ განვითარებული ალერგიის გამო (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან მკერდში ხიხინი,

· თუ გაქვთ პეპტიკური წყლული, კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან საჭმლის მონელების მიმდინარე დარღვევები (მაგ., კუჭის მოუნელებლობა, გულძმარვა), ან თუ გაწუხებდათ წარსულში,

· თუ წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, წინასწარ მიღებული აასს–ების გამო, რომლებიც გამოიყენება ტკივილის დროს,

· თუ გაწუხებთ ნაწლავის მიმდინარე ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი),

· თუ გაწუხებთ გულის სერიოზული უკმარისობა, თირკმლების ზომიერი ან სერიოზული პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები,

· თუ გაქვთ მომატებული სისხლდენადობა ან სისხლის შედედების დარღვევა,

· თუ გაწუხებთ კუნთის ან კუნთების დისფუნქცია (შეკუმშვის შეუძლებლობა),

• თუ ორსულად ხართ,

• თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში,

· აორტოკორონარული შუნტირების (CABG) ოპერაციის შემთხვევაში და თუ თქვენ უნდა მიიღოთ პერიოპერაციული ტკივილგამაყუჩებელი თერაპია.

კეტოქსენი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოიყენეთ კეტოქსენი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში

· თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ ეპილეფსიური კრუნჩხვის რისკი,

• თუ მკურნალობის დროს გაქვთ დიარეა,

· თუ გაქვთ ალერგია, ან თუ გქონიათ ალერგიული პრობლემები წარსულში,

· თუ გაწუხებთ თირკმლების, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გქონიათ რომელიმე ამ პრობლემებიდან,

· თუ იღებთ დიურეტიკებს ან გაქვთ ძალიან ცუდი ჰიდრატაცია და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგ., გადაჭარბებული შარდვა, დიარეა ან ღებინება),

· თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი ინსულტი ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ იმყოფებით (მაგ., თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე ან თუ ეწევით), უნდა განიხილოთ თქვენი მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან; ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კეტოქსენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, როგორიცაა გულის შეტევა („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტი, რისკის მცირე ზრდასთან. ეს სერიოზული დაავადებები შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი ნიშნების გარეშე. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, დაბნეული მეტყველება, დაღლილობა. ნებისმიერი რისკი უფრო მეტად სავარაუდოა მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.

· თუ ხანდაზმული ხართ: შესაძლოა უფრო მეტად გამოგივლინდეთ გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით სისხლდენა პეპტიკური წყლულიდან და პერფორაცია, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს (იხილეთ ნაწილი 4). თუ რომელიმე მათგანი განვითარდა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან,

· თუ თქვენ ხართ ფერტილობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალი (კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს ფერტილობის დარღვევა, ამიტომ თქვენ არ უნდა მიიღოთ ის, თუ გეგმავთ დაორსულებას ან ატარებთ ტესტებს ფერტილობაზე),

· თუ გაქვთ სისხლის ან სისხლის უჯრედების ფორმირების დარღვევა,

· თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის გენერალიზებული აშრევება) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ შემაერთებელ ქსოვილზე),

· თუ წარსულში გქონიათ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება),

· თუ თქვენ გაქვთ ან გაწუხებდათ წარსულში კუჭის ან ნაწლავის სხვა პრობლემები,

· თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდის პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ., პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (სუსი–ს ტიპის, მაგ., სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას, როგორიცაა ასპირინი ან ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში კეტოქსენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოისურვოს, მიიღოთ დამატებითი პრეპარატი კუჭის დასაცავად (მაგ., მიზოპროსტოლი ან მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს კუჭის მჟავის გამომუშავებას).

· თუ გაქვთ საჭმლის მონელების დარღვევა ან წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, აბდომინური ტკივილი ან სხვა პათოლოგიური აბდომინური სიმპტომები, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ისევე როგორც სხვა აასს–ების გამოყენებისას, კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის (GI) ძლიერი დისკომფორტი და იშვიათად კუჭ–ნაწლავის სერიოზული გვერდითი ეფექტები, როგორიცაა წყლულები (ჭრილობები) და სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი. თუ მკურნალობის დროს გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას: სისხლი განავალში, მუქი ფერის, როგორც კუპრი, განავალი, სისხლიანი ან ყავის ნალექით ღებინება, მუქი ფერის ნაწილაკების სახით.

თუ გაქვთ ჰეპატოტოქსიკურობის (ღვიძლის მოწამვლა) რომელიმე ნიშანი და სიმპტომი, როგორიცაა გულისრევა, სისუსტე, დაღლილობა, სიყვითლე, ქავილი, მტკივნეულობა მუცლის მარჯვენა ზედა არეში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

აცნობეთ ექიმს თქვენი სხეულის წონის აუხსნელი მატების ან შეშუპების (შესიების) შესახებ.

ისევე როგორც სხვა აასს–ების გამოყენებამ, კეტოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის და თვალების ირგვლივ ანთება, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ბებერები, შეშუპება და სიწითლე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება სითხით სავსე ბუშტებით კანზე), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილი.

კანის ეს სერიოზული რეაქციები ასევე შეიძლება განვითარდეს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. თუ განვითარდება რომელიმე სიმპტომი, როგორიცაა ქავილი, ცხელება, სიწითლე, ბუშტუკები, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, ან ადრე გეხებოდათ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

კეტოქსენი საკვებთან და სასმელთან ერთად:

მიიღეთ ტაბლეტები საკვებთან ერთად, რადგან ეს ხელს უწყობს კუჭის ან ნაწლავის მხრივ გვერდითი ეფექტების რისკის შემცირებას.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ კეტოქსენი, თუ ორსულად ხართ.

თუ თერაპიის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ კეტოქსენი, თუ ძუძუთი კვებავთ.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

კეტოქსენმა შეიძლება უმნიშვნელოდ იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოდუნებულობა ან დაბუჟება, გვერდითი ეფექტების სახით. თუ შეამჩნევთ ასეთ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ მექანიზმები სიმპტომების გაქრობამდე. მიმართეთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კეტოქსენის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში; ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი ამ დოზის მიღებისას.

ეს პრეპარატი შეიცავს გლიცერილ დისტეარატს, თუმცა დოზის გამო გაფრთხილება არ არის საჭირო.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს. ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა იქნას ერთდროულად მიღებული და ზოგიერთი მედიკამენტი საჭიროებს დოზის კორექციას, თუ ისინი ერთდროულად გამოიყენება.

არასასურველი კომბინაციები:

· კეტოქსენის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც აქვთ კუნთების რელაქსანტული მოქმედება ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაზე, არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. ამავე მიზეზით, სიფრთხილეა საჭირო არასასურველი ეფექტების გაზრდილი სიხშირის შემთხვევაში, გლუვ კუნთებზე მოქმედ სხვა პრეპარატთან ერთდროული გამოყენებისას.

· აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთების სამკურნალოდ),

· ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად,

· ლითიუმი, რომელიც გამოიყენება განწყობის გარკვეული დარღვევების სამკურნალოდ,

· რევმატოიდული ართრიტი (მუდმივი დაავადება, რომელიც იწვევს სახსრებში ტკივილს და დეფორმაციას) და მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ,

· ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს,

· სულფამეტოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს (ანთების გამომწვევი მიკრობული დაავადებები).

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომებს:

· აგფ ინჰიბიტორები, შარდმდენები, ბეტა ბლოკატორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის პრობლემების დროს,

· პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ,

· ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ,

· ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:

· ქინოლონის ანტიბიოტიკები (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს,

· ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებებისას და ორგანოების გადანერგვისას,

· სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური მედიკამენტები, ანუ მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების გასახსნელად,

· პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს,

· დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ,

· მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება როგორც აბორტის გამომწვევი საშუალება (ორსულობის შესაწყვეტად),

· სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (სუსი–ები) ანტიდეპრესანტები,

· ანტითრომბოციტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის (სისხლის კოლტების წარმოქმნა) და სისხლის კოლტების წარმოქმნის შესამცირებლად.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან მის გარეშე გასაცემ რაიმე მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ მიიღება კეტოქსენი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/შეყვანის სიხშირე:

ყოველთვის მიიღეთ კეტოქსენი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თქვენი ექიმი გეტყვით თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კეტოქსენით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. თუ სხვა რამ არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ, სამკურნალო დოზა არის ერთი 25 მგ/4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კეტოქსენი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა არის 5-7 დღე.

ჯამური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75 მგ დექსკეტოპროფენისთვის და 16 მგ თიოკოლხიკოზიდისთვის.

მიღების გზა და მეთოდი:

განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

მიიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭიქა წყალთან ერთად (150 მლ) კვების შემდეგ. არ დაღეჭოთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

სხვადასხვა ასაკის ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ მისცეთ ეს პრეპარატი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თუ ხართ ხანდაზმული (65 წლის და უფროსი ასაკის), გამოიყენეთ კეტოქსენი თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, გამოიყენეთ კეტოქსენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, გამოიყენეთ კეტოქსენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

თუ შეამჩნევთ, რომ კეტოქსენის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კეტოქსენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი კეტოქსენი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ თან წაიღოთ მედიკამენტის მუყაოს კოლოფი და ფურცელი–ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ კეტოქსენის მიღება

თუ დაგავიწყდათ ერთი დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. აცნობეთ ექიმს, თუ დაგავიწყდათ ერთზე მეტი დოზის მიღება.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები დავიწყებული დოზების დასაბალანსებლად.

თუ შეწყვეტთ კეტოქსენის მიღებას

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეგექმნათ რაიმე პრობლემა კეტოქსენის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კეტოქსენის გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კეტოქსენის ინგრედიენტების მიმართ.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, შეწყვიტეთ კეტოქსენის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

· ხელების, ფეხების, ხელის მტევნების, სახის, ტუჩების შეშუპება ან პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას;

· ორგანიზმის ძალიან მძიმე რეაქცია ალერგენებზე, მწვავე ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიური რეაქცია),

· ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება),

· ღია ჭრილობები კანზე, პირში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე (სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები),

· უგონო მდგომარეობა (ვაზოვაგალური სინკოპე), გულის წასვლა

· პეპტიკური წყლულის პერფორაცია ან სისხლდენა, რომელიც გამოიხატება სისხლიანი ღებინებით ან შავი განავლით,

· სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შევიწროების გამო (ბრონქოსპაზმი),

• ქოშინი

• ხორხის შეშუპება (ლარინგეალური შეშუპება),

• პალპიტაცია.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • პეპტიკური წყლული,
  • მაღალი არტერიული წნევა,
  • დაბალი არტერიული წნევა,
  • ძალიან ნელი სუნთქვა,
  • ცნობიერების დროებითი დაბინდვა, თავშეუკავებლობა,
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა (სისხლის ანალიზი),
  • სწრაფი გულისცემა,
  • პანკრეასის ანთება,
  • ღვიძლის უჯრედების დაზიანება,
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),
  • თირკმლის პრობლემები,
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია), თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია),
  • თავბრუსხვევა,
  • პროსტატის პრობლემები,
  • თირკმლის უკმარისობა.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვითარდება.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, აცნობეთ ექიმს:

  • გულისრევა და/ან ღებინება,
  • მუცლის ტკივილი,
  • დიარეა,
  • საჭმლის მონელების პრობლემები (კუჭის მოუნელებლობა),
  • მსუბუქი თავბრუსხვევა,
  • ძილიანობა,
  • ძილის დარღვევა,
  • გაღიზიანებადობა,
  • თავის ტკივილი,
  • წამოხურება,
  • კუჭის ტკივილი, კუჭის პრობლემები,
  • ყაბზობა,
  • პირის სიმშრალე,
  • შებერილობა,
  • დაღლილობა,
  • ტკივილი,
  • ცხელების და ტრემორის შეგრძნება,
  • ზოგადი სისუსტე, სისუსტის შეგრძნება,
  • სითხის შეკავება და სხეულის იმ უბნების შეშუპება, რომლებიც მოშორებულია ტანიდან (მაგ., ტერფების შეშუპება),
  • მადის დაკარგვა (ანორექსია),
  • ნორმიდან გადახრა გრძნობის ორგანოების მხრივ,
  • გამონაყარი ქავილით,
  • კანის გამონაყარი,
  • აკნე,
  • გაძლიერებული ოფლიანობა,
  • ზურგის ტკივილი,
  • ხშირი შარდვა,
  • მენსტრუაციის დარღვევა,
  • მხედველობის დაბინდვა,
  • ყურებში შუილი (ტინიტუსი),
  • კანის მგრძნობელობა,
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
  • ქავილი.

ეს არის კეტოქსენის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ მკურნალობის დაწყებისას შენიშნავთ კუჭის/ნაწლავის მხრივ რაიმე გვერდით ეფექტს (მაგ., კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ ადრე გქონიათ რაიმე ასეთი გვერდითი ეფექტი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო და განსაკუთრებით თუ ხანდაზმული ხართ.

შეწყვიტეთ კეტოქსენის გამოყენება, როგორც კი შეამჩნევთ კანზე გამონაყარის გაჩენას ან რაიმე დაზიანებას პირის ღრუში ან სასქესო ორგანოებზე, ან ალერგიის რაიმე ნიშანს. აასს–ებით მკურნალობის დროს აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.

ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კეტოქსენი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან.

იმუნური სისტემის დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე (სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიონ ცხელება, თავის ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდულობა.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება:

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

5. როგორ ინახება კეტოქსენი?

შეინახეთ კეტოქსენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ კეტოქსენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კეტოქსენი შეფუთვაზე და/ან პროდუქტზე რაიმე დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII,გაიცემაფორმა№3რეცეპტით

მეტი ინფორაცია
Units20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy