ვიეტნამის თხევადი ბალზამი (ოქრო) 5მლ.
სავაჭრო დასახელება: ბალზამი ,,ოქროს ვარსკვლავი”
საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება: არ გააჩნია.
სამკურნალწამლო ფორმა: მოყავისფრო-ყვითელი ბალზამი ეთერზეთების სუნით.
შემადგენლობა 100მლ-ზე:
კრისტალური მენთოლი 28,0მგ
ქაფური 8,88მგ
პიტნის ზეთი 22,9მგ
ევკალიპტის ზეთი 0,1მგ
დარიჩინის ზეთი 0,38მგ
მიხაკის ზეთი 0,46მგ
თხევადი პარაფინი 100მლ-მდე
ფარმაკოთერაპიული თვისებები:
პრეპარატს გაანია ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
ათქ კოდი –Bღ05X
მიღების ჩვენება
რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ცხვირის ლორწოვნის შეშუპება გაციებისას და გრიპისას, თავის ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი, მწერთა ნაკბენები.
გამოყენების მეთოდი
პრეპარატი წაისმევა კანის მტკივნეულ ადგილებში და შეიზილება. (თავის ტკივილისას – საფეთქლებში და კეფის არეში; გაციების დროს ზურგის და გულმკერდის არეში, სურდოს დროს ცხვირის კიდეებზე). მწერთა ნაკბენებისას ისმება ნაკბენის ადგილას.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. მათი გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. საჭიროა ბალზამის ნარჩენების კანიდან საპნით და თბილი წყლით ჩამობანა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე. კანის საფარველების მთლიანობის დაზიანება პრეპარატის დადების ადგილზე.
გამოშვების ფორმა
5მლ, პლასტმასის ხრახნიანი თავსახურის მქონე შუშის ფლაკონი.
ყოველი ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-დან 25°ჩ-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
დანაფა ფარმაცეუტიკალ ჯოინტ სტოკ კომპანი
ზუნგ სი ტკან ტხეს ქ. 253, დანანგ სიტი
ვიეტნამი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account