Askophen L - ასკოფენი L 10 ტაბლეტი

2,05 GEL
მარაგშია
SKU
86294_93

ჩვენება: თავის  ან კბილის ტკივილის, ნევრალგიის, აგრეთვე, როგორც სიცხის დამწევი საშუალება ცხელებით მიმდინარე დაავადებების დრო.

ასკოფენი ლ

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები: 1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აცეტილსალიცილის მჟავას; 200 მგ პარაცეტამოლს; 40 მგ კოფეინს; 

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, მონოჰიდრატი - 0,2 მგ; კარტოფილის სახამებელი - 55,8 მგ; კალციუმის სტეარატი - 4,0 მგ.

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები. 

მთლიანი სწორი, მრგვალი ცილინდრები, რომელთა ზედა და ქვედა ზედაპირი ბრტყელია, ზედაპირების კიდეები დამრეცია, ცალ მხარეს გამყოფი ნაჭდევით, თეთრი ფერის. ნებადართულია ტაბლეტების მარმარილოსებრი ზედაპირი  

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ანალგეზიურები, სალიცილის მჟავა და წარმოებულები. 

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

პრეპარატი ახდენს ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს. 

აცეტილსალიცილის მჟავას ანტიპირექსული ეფექტი რეალიზდება ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით ჰიპოთალამუსში PGF2 პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის გზით, ენდოგენური პიროგენების ზემოქმედებაზე საპასუხოდ. ანალგეზიურ ეფექტს გააჩნია როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალური წარმოშობა: პერიფერიული ეფექტი - ანთებით ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა; ცენტრალური ეფექტი - გავლენა ჰიპოთალამუსის ცენტრებზე. აცეტილსალიცილის მჟავა ასევე ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. 

პარაცეტამოლი ახდენს ანალგეზიურ, სიცხის დამწევს და ძალიან სუსტ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რაც დაკავშირებულია მის გავლენასთან ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ცენტრზე და სუსტად გამოხატულ უნართან, დათრგუნოს პროსტაგლანდინების სინთეზი პერიფერიულ ქსოვილებში.

კოფეინი აგაზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.  ასევე აძლიერებს დადებით პირობით რეფლექსებს, ასტიმულირებს მოძრაობით აქტივობას, ასუსტებს საძილე საშუალებების და ნარკოტიკული ნივთიერებების მოქმედებას, აძლიერებს ანალგეზურების და სიცხის დამწევი საშუალებების მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა.

არ შესწავლილა.

გამოყენების ჩვენებები.

სუსტი ან ზომიერი ტკივილის სინდრომის თერაპია: თავის  ან კბილის ტკივილის, ნევრალგიის, მიალგიის, ართრალგიის, პირველადი დისმენორეის დროს, აგრეთვე, როგორც სიცხის დამწევი საშუალება ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ქსანტინის სხვა წარმოებულების (თეოფილინი, თეობრომინი), სხვა სალიცილატების მიმართ; ანამნეზში სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით გამოწვეული ბრონქიალური ასთმა; თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია; გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი უკმარისობა; სისხლის დაავადებები; ლეიკოპენია; ანემია; კუჭ-ნაწლავის მწვავე წყლულები; თემორაგიული დიათეზი; გამოხატული თირკმლის უკმარისობა; გამოხატული ღვიძლის უკმარისობა; მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის რითმის დარღვევა, გამოხატული ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, გამოხატული გულის უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია; მომატებული აგზნების მდგომარეობები; ძილის დარღვევა; ხანდაზმული ასაკი; გლაუკომა; ალკოჰოლიზმი. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებისას, ასევე მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში. მეტოტრექსატთან კომბინაცია კვირაში 15 მგ  ან მეტი დოზირებით.

უსაფრთხოების სათანადო ზომები გამოყენებისას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი პარაცეტამოლის, აცეტილსალიცილის მჟავას შემცველ სხვა საშუალებებთან ერთად.

არ გადააჭარბოთ  პრეპარატის მითითებულ დოზებს

პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კუჭ-ნაწლავის წყლულების შემთხვევაში ანამნეზში, მათ შორის ქრონიკული ან მორეციდივე წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენის დროს ანამნეზში; ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენებისას.

აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ღებულობს ვარფარინს ან მსგავს პრეპარატებს, რომლებსაც აქვთ ანტიკოაგულანტული ეფექტი.

გასათვალისწინებელია, რომ ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების მქონე ავადმყოფებში იზრდება პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი; პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლში გლუკოზისა და შარდმჟავას შემცველობის ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. 

ქირურგიულ ოპერაციების დროს (სტომატოლოგიურის ჩათვლით) აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის გაჩენის/გაძლიერების ალბათობა,  განპირობებულის  თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვით, აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში. 

პრეპარატის გამოყენებისას შარდმჟავას გამოყოფა შეიძლება შემცირდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრას წარმოქმნას პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდმჟავას დაქვეითებული გამოყოფა.

პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სასმელების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება (მაგალითად, ყავა, ჩაი). ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ტრემორი, დაძაბულობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, არასასიამოვნო  შეგრძნებები მკერდის ძვლის უკან გულისცემის გამო. 

მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები.

პაციენტებმა, რომლებიც ყოველდღიურად ღებულობენ ანალგეტიკებს მსუბუქი ფორმის ართრიტის დროს, აუცილებელია გაიარონ ექიმის კონსულტაცია.

თუ სიმპტომები არ ქრება, საჭიროა ექიმთან მიმართვა. 

განსაკუთრებული გაფრთხილებები.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის მართვის  ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს. 

თავბრუსხვევის გაჩენის შემთხვევაში თავი უნდა იქნას აცილებული პოტენციურად სახიფათო საქმიანობას, როგორიცაა ავტომობილის მართვა და/ან სამუშაოების შესრულება, რომელიც მოთხოვს  მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

ბავშვები.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო (ჰიპერპირექსია, მეტაბოლური აციდოზი, დარღვევები ნერვული სისტემის და ფსიქიკის მხრივ, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები) ჰიპერთერმიის დროს ვირუსული დაავადებების ფონზე. 

გამოყენების წესი და დოზირება.

პრეპარატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

მოზრდილებში: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღღამეში ჭამის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს (გაყოფილი 3 მიღებაზე). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზე და არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და 3 დღეს, როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

ჭარბი დოზირება. 

პარაცეტამოლით დოზის გადაჭარბების  სიმპტომები.

ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს 10 გ ან მეტი პარაცეტამოლი და ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს პრეპარატი 150 მგ/კგ-ზე მეტი დოზით. რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინით, ფენობარბიტალით, ფენიტოინით, პრიმიდონით, რიფამპიცინით, კრაზანათი ან ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი სხვა სამკურნალო საშუალებებით); ეთანოლის გადაჭარბებული რაოდენობით რეგულარული მოხმარება; გლუტათიონის კახექსია (საჭმლის მონელების დარღვევები, მუკოვისციდოზი, აივ- ინფექცია, შიმშილი, კახექსია) 5 გ ან მეტი პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. 

ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გადაჭარბებული დოზების მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. პირველი 24 საათის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინური ტკივილი. მძიმე მოწამვლისას ღვიძლის უკმარისობა შეიძლება გადაიზარდოს ენცეფალოპათიაში, ჰიპოგლიკემიაში, კომაში და ლეტალურ დასასრულში. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით შეიძლება გამოვლინდეს წელის ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით, პროტეინურიით და განვითარდეს თირკმელების მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც კი. შეიძლება წარმოიქმნას გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი. ასევე აღინიშნა გულის არითმია და პანკრეატიტი. სისხლმბადი ორგანოების მხრივ მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს აპლასტიკური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ლეიკოპენია. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დიდი დოზების მიღებისას – თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება და დეზორიენტაცია; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ - ნეფროტოქსიკურობა (თირკმლის კოლიკა, ინტერსტიციული ნეფრიტი, კაპილარული ნეკროზი).

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი საავადმყოფოში, მაშინაც კი, თუ დოზის გადაჭარბების ადრეული სიმპტომები არ არსებობს. სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლოს გულისრევითა და ღებინებით, ან შეიძლება არ ასახავდნენ დოზის გადაჭარბების სიმძიმეს ან ორგანოთა დაზიანების რისკს. განხილული უნდა იქნას გააქტიურებული ნახშირით მკურნალობა, თუ პარაცეტამოლის გადაჭარბებული დოზა მიღებული იყო 1 საათის ფარგლებში. პარაცეტამოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა გაიზომოს მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან უფრო გვიან (უფრო ნაადრევი კონცენტრაციები არ არის უტყუარი). N-აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, მაგრამ მაქსიმალური დამცავი ეფექტი დგება მისი გამოყენებისას, მიღებიდან 8 საათის განმავლობაში. ამ დროის შემდეგ ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება. საჭიროების დროს პაციენტისთვის ინტრავენურად შეჰყავთ N-აცეტილცისტეინი, დოზების დადგენილი ჩამონათვალის მიხედვით. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მეთიონინი  პერორალურად,  როგორც შესაბამისი ალტერნატივა საავადმყოფოს გარეთ მოშორებულ რაიონებში. 

აცეტილსალიცილის მჟავათი დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

სალიცილატების დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ქრონიკული ინტოქსიკაციის გამო, რომელიც წარმოიშვა ხანგრძლივი თერაპიის შედეგად (100 მგ/კგ/დღეღამეში მეტის გამოყენებამ 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები), ასევე მწვავე ინტოქსიკაციის გამო, რომელიც უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს (დოზის გადაჭარბება) და რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვების მიერ შემთხვევით მიიღება ან გაუთვალისწინებელი დოზის გადაჭარბება.   

სალიცილატებით ქრონიკული მოწამვლა შეიძლება ატარებდეს ფარულ ხასიათს, რადგან მისი სიმპტომები არასპეციფიკურია. სალიცილატებით გამოწვეული ზომიერი ქრონიკული ინტოქსიკაცია,   ან  სალიცილიზმი, როგორც წესი, გვხვდება მხოლოდ დიდი დოზების განმეორებით მიღების შემდეგ. ძირითადი სიმპტომებია: წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, სიყრუე, გაძლიერებული ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება, თავის ტკივილი, ცნოიერების არევა. აღნიშნული სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია დოზის შემცირებით.  ყურებში შუილი შეიძლება შეინიშნოს, როდესაც სალიცილატების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღემატება 150-300 მკგ/მლ. უფრო სერიოზული გვერდითი რეაქციები გვხვდება სალიცილატების კონცენტრაციის დროს სისხლის პლაზმაში არაუმცირეს 300 მკგ/მლ-ზე.

მწვავე ინტოქსიკაციის შესახებ მოწმობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამოხატული ცვლილება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკისა და ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით. მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრა შეუძლებელია მხოლოდ სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციის საფუძველზე. 

კოფეინით დოზის გადაჭარბების სიმპტომები.

კოფეინის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ღებინება, დიურეზი, გახშირებული სუნთქვა, ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია ან გულის არითმია, გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნებადობადობა, გაღიზიანება, აფექტის მდგომარეობა, შფოთვა, ტრემორი, კრუნჩხვები).

მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაშინაც კი, თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არსებობს. მეთიონინის პერორალურად ან აცეტილცისტეინის ინტრავენურად დანიშვნამ  შეიძლება მისცეს დადებითი ეფექტი დოზის გადაჭარბებიდან 48 საათის განმავლობაში. ასევე აუცილებელია ზოგადი შემანარჩუნებელი ზომების მიღება, სიმპტომური თერაპიის გამოყენება, ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენების ჩათვლით, რომლებსაც შეუძლიათ კარდიოტოქსიკური ეფექტების მოხსნა.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, არტერიული ჰიპერტენზია.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ანემია, სულფატჰემოგლობინემია და მეტჰემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, ტკივილი გულის არეში), ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტებზე ანტიაგრეგანტული მოქმედების შედეგად, აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი. დაფიქსირდა ისეთი სისხლდენები, როგორიცაა ინტრაოპერაციული ჰემორაგიები, ჰემატომები, სისხლდენები შარდსასქესო სისტემის ორგანოებიდან, ცხვირიდან სისხლდენები, ღრძილებიდან სისხლდენები, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები და ცერებრალური ჰემორაგიები. 

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, პარესთეზიები, შიშის შეგრძნება, მოუსვენლობა, აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა, შფოთვა, ზოგადი სისუსტე, ყურებში შუილი.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, აბდომინალური ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები,რომლებსაც შეუძლიათ ერთეულ შემთხვევებში გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავურ სისხლდენები და პერფორაციები შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით; „ღვიძლისმიერი“ ფერმენტების აქტივობის ზრდა, როგორც წესი, სიყვითლის განვითარების გარეშე.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, კანის ქავილი, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე (ჩვეულებრივად გენერალიზებული გამონაყარი, ერითემატოზული, ჭინჭრის ციება), ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომის), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიურ კომამდე.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, როგორც წესი, სიყვითლის განვითარების გარეშე, ჰეპატონეკროზი (დოზადამოკიდებული ეფექტი).

სხვა: ბრონქოსპაზმი აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, სისხლდენებმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია/რკინადეფიციტური ანემია (ე.წ. ფარული მიკროსისხლდენის შედეგად) შესაბამისი ლაბორატორიული გამოვლინებებით და კლინიკური სიმპტომებით, როგორიცაა ასთენია, კანის საფარის სიფერმკრთალე, ჰიპოპერფუზია; ფილტვების არაკარდიოგენური  შეშუპება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

უკუნაჩვენები კომბინაციები.

მეტოტრექსატი - კომბინირებული გამოყენებისას სალიცილატებთან 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით, მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა იზრდება ანთების საწინააღმდეგო აგენტების მიერ მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითების და პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან მისი გამოდევნის შედეგად,  ამიტომ ასეთი კომბინაცია უკუნაჩვენებია.

მაო-ს ინჰიბიტორები - კოფეინთან კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის საშიში მატება, ამიტომ ასეთი კომბინაცია უკუნაჩვენებია.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილით გამოიყენება.

პარაცეტამოლი: ანტიდეპრესანტები და მიკროსომური დაჟანგვის სხვა სტიმულატორები - ეს პრეპარატები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუცირებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ფუნქციაზე, წინასწარ განსაზღვრავენ რა მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობას პრეპარატის მცირე დოზის გადაჭარბებისას. პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდთან და დომპერიდონთან ერთად გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზულების ეფექტურობას. კუმარინის (ვარფარინის) წარმოებულები პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენებისას ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს. პარაცეტამოლის გავლენით ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი  5-ჯერ იზრდება.

კოფეინი: ციმეტიდინი, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი აძლიერებენ კოფეინის მოქმედებას.

კოფეინი ამცირებს ოპიოიდური ანალგეტიკების, ანქსიოლიტიკების, საძილე და სედატიური საშუალებების ეფექტს, არის საანესთეზიო საშუალებების და სხვა პრეპარატების ანტაგონისტი, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ცნს), პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი, რომლებიც თრგუნავენ ცნს, ადენოზინის, აგფ პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი. კოფეინის  ერთდროული გამოყენებისას ერგოტამინთან უმჯობესდება ერგოტამინის შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, თირეოტროპულ საშუალებებთან - მატულობს თირეოიდული ეფექტი.  კოფეინი ამცირებს ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში. კოფეინი ზრდის ანალგეტიკების-ანტიპირეტიკების ეფექტს (აუმჯობესებს ბიოშეღწევადობას),  აძლიერებს ქსანტინის წარმოებულების, ალფა- და ბეტა-ადრენომიმეტიკების, ფსიქომასტიმულირებელი საშუალებების ეფექტებს. 

აცეტილსალიცილის მჟავა: ერთდროული გამოყენება ურიკოზურიულ საშუალებებთან, როგორიცაა ბენზობრომარონი, პრობენეციდი, ამცირებს შარდმჟავას გამოყოფის ეფექტს (თირკმლისმიერი მილაკებით შარდმჟავას გამოყოფის კონკურენციის გამო). დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას, ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება თირკმლისმიერი ეკსკრეციის შემცირების გამო. აგფ ინჰიბიტორები აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებთან კომბინაციაში იწვევენ გლომერულებში ფილტრაციის დაქვეითებას ვაზოდილატატორული პროსტაგლანდინების ინჰიბირების შედეგად და ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითებას. სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები: იზრდება სისხლდენის რისკი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სინერგიული ეფექტის შესაძლებლობის გამო. ვალპროის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას აცეტილსალიცილის მჟავა გამოდევნის მას სისხლის პლაზმის პროტეინებთან შეკავშირებიდან, ტოქსიკურობის გაზრდით.  

პრეპარატი აძლიერებს საშუალებების მოქმედებას, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას, კორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას, მეტოტრექსატის გვერდით ეფექტებს. 

აუცილებელია ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, რიფამპიცინთან, ალკოჰოლთან კომბინაციების თავიდან აცილება. 

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

ვიზუალური დათვალიერების დროს რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა.

10 ტაბლეტი ბლისტერებში პოლივინილქლორიდის აპკისა და დაბეჭდილი ალუმინის ფოლგისაგან.

ბლისტერები შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციებთან ერთად მოთავსებულია ჯგუფურ ტარაში.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები. 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy