Auxilen - აუქსილენი 50მგ/2მლ 2მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 10,24 GEL რეგულარული ფასი 12,80 GEL
მარაგშია
SKU
77983_1334

ჩვენება:მწვავე, საშუალო ან ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ როდესაც ტაბლეტების მიღება არ არის მართებული.

აუქსილენი 50 მგ / 2 მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი

Dexketoprofenum

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით მოცემულ ინსტრუქციას, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·       შეინახეთ ინსტრუქცია. შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ წაკითხვა.

·       დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

·       პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ მისცეთ იგი სხვას. შესაძლოა, მან ზიანი მიაყენოს, მათ მიუხედავად იმისა, რომ ახასიათებდეთ თქვენი მსგავსი სიმპტომები.

·       ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა მოიცავდეს ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არაა მითითებული ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.

გამოყენების ინსტრუქცია მოიცავს

1. რა არის აუქსილენი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ აუქსილენის გამოყენების წინ

3. აუქსილენის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. აუქსილენის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1.    რა არის აუქსილენი და რისთვის გამოიყენება იგი

აუქსილენი წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელიც არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (NSAID-ების ჯგუფი) მიეკუთვნება.

აუქსილენი გამოიყენება მწვავე, საშუალო ან ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ როდესაც ტაბლეტების მიღება არ არის მართებული, მაგალითად პოსტ-ოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის ან წელის ტკივილის დროს.

2.  რა უნდა იცოდეთ აუქსილენის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ აუქსილენი:

- თუ ალერგიული ხართ დექსკეტოპროფენის ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (იხილეთ მე-6 ნაწილი);

- თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID-ების მიმართ;

- თუ გაქვთ ასთმა ან ოდესმე გქონიათ ასთმური შეტევა, გაქვთ მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში), ნაზალური პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წარმონაქმნები ცხვირის ღრუში), ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ანგიოედემა (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის უკმარისობა ),  ხიხინი გულმკერდის არეში, ასპირინის ან სხვა NSAID-ის მიღების შემდეგ;

-  თუ გაქვთ ფოტოალერგიული ან ფოტოტოქსიური რეაქციები (მზის სხივებისგან დაუცველი კანის სიწითლის ან ბუშტუკების წარმოქმნის განსაკუთრებული ფორმა) კეტოპროფენის  (NSAID) ან ფიბრატების (პრეპარატი, რომელიც ამცირებს ცხიმის შემცველობას სისხლში) მიღებისას;

- თუ გაქვთ პეპტიური წყლული და კუჭ-ნაჭლავიდან სისხლდენა ან თუ წარსულში გქონიათ კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია;

- თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა NSAID-ების  გამოყენების შემდეგ;

- თუ გაწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ქრონიკული პრობლემები (მაგალითად, დისპეფსია, გულძმარვა);

- თუ გაქვთ ქრონიკული, ანთებით მიმდინარე ნაწლავის დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

- თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმლის  ფუნქციის საშუალო ან მძიმე  დარღვევები, ან ღვიძლის ფუნქციის  სერიოზული დარღვევები;

- თუ გაქვთ სისხლდენასთან ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები;

- თუ ხართ ძლიერად დეჰიდრატირებული (დაკარგეთ ბევრი სითხე) პირღებინების, დიარეის ან სითხის არასაკმარისი მიღების გამო;

- თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს აუქსილენის მიღებამდე:

- თუ წარსულში გაწუხებდათ ნაწლავის ქრონიკული ანთებით მიმდინარე დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

- თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები;

- თუ იღებთ სხვა ისეთ პრეპარატს, რომელიც ზრდის პეპტიური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგალითად პერორალურ სტეროიდებს, ზოგ ანტიდეპრესანტს (SSRI, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები), ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა ან ანტიკოაგულანტი როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან აუქსილენის მიღებამდე- მან შესაძლოა დამატებითი პრეპარატი დაგინიშნოთ კუჭის დაცვის მიზნით. (მაგალითად, მიზოპროსტოლი  ან ისეთი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჭავას წარმოქმნას);

- თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ აღნიშნული საფრთხის ქვეშ ხართ (თუ, მაგალითად, გაწუხებთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), აუცილებლად უნდა გაესაუბროთ თქვენი მკურნალობის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს; ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აუქსილენი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულის შეტევის  (,,მიოკარდიუმის ინფარქტი’’) ან ინსულტის მცირედ გაზრდილ რისკთან. ნებისმიერი რისკი იზრდება მაღალი დოზების მიღებასას და ხანგრძლივი მკურნალობისას.  არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას; 

- ხანდაზმულობის შემთხვევაში მეტია გვერდითი ეფექტების რისკი (იხილეთ მე-4 ნაწილი). მათი გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;

- თუ გაწუხებთ ალერგია, ან წარსულში გაწუხებდათ ალერგიის პრობლემები;

- თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და (ან) გულის მანკი), ასევე სითხის შეკავება, ან წარსულში გაწუხებდათ რომელიმე აღნიშნული პრობლემა;

- თუ იღებთ დიურეტიკებს ან გაწუხებთ ჰიდრატაციის სიმცირე და სისხლის მოცულობის შემცირება სითხეების გადაჭარბებული დაკარგვის გამო (მაგალითად, გაძლიერებული შარდვა, დიარეა ან პირღებინება);

- თუ ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;

- თუ გაწუხებთ სისხლის ან სისხლის უჯრედების ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემები;

- თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (იმუნური სისტემის ისეთი დარღვევები, რომლებიც აზიანებენ  შემაერთებელ ქსოვილს); 

- თუ გაქვთ ვარიცელა (ჩუტყვავილა), განსაკუთრებით მის შემდეგ,  NSAID-ებმა შესაძლოა გააუარესონ ინფექციის მიმდინარეობა;

- თუ გაქვთ ასთმა კომბინირებული ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან, და/ ან ნაზალურ პოლიპოზთან, ეს არის დაკავშირებული ალერგიის შედარებით მომატებული რისკთან აცეტილსალიცილის მჟავის და/ან NSAID-ების მიმართ,  მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით. ამ პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ასთმის შეტევა ან ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან აცეტილსალიცილის მჟავის და (ან) NSAID-ების მიმართ. 

ბავშვები და მოზარდები

აუქსილენი არ არის შესწავლილი ბავშვებსა და მოზარდებში. მაშასადამე, მათ შემთხვევაში უსაფრთხოება და ეფექტურობა დაუდგენელია და პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და აუქსილენი

შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან მომავალში აპირებთ მიიღოთ რაიმე მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებიც.  არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღებაც აუქსილენთან ერთად დაუშვებელია ან ისეთი პრეპარატებიც, რომელთა დოზებიც უნდა შეიცვალოს აუქსილენთან ერთად მიღების შემთხვევაში. 

ყოველთვის შეატყობინეთ ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს თუ იღებთ აუქსილენთან ერთად:

არარეკომენდებული კომბინაციები:

- აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები;

- ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად;

- ლითიუმი, გამოიყენება ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ;

- მეთოტრექსატი, გამოიყენება რევმატიული ართრიტის და კიბოს სამკურნალოდ;

- ჰიდანტოინები და ფენიტოინი, გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;

- სულფამეთოქსაზოლი, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს:

- ACE ინჰიბიტორები, დიურეტიკები, ბეტაბლოკერები და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, გამოიყენება მაღალი წნევისა და გულის დაავადებების სამკურნალოდ;

-  პენტოქსიფილინი და ოქსპენტიფილინი, გამოიყენება ქრონიკული ვენური წყლულების სამკურნალოდ;

- ზიდოვუდინი, გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ;

- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

- ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

ფრთხილად შესარჩევი კომბინაციები:

- ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგალითად, ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომლებიც გამოიყენება  ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;

- ციკლოსპორინი ან ტაქროლიმუსი, რომლებიც გამოიყენება  იმუნური სისტემის დარღვევებისა და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს;

-  სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიზური ან ფიბრინოლიზური პრეპარატები, რომლებიც თრომბის დასაშლელად გამოიყენება;

- პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

- დიგოქსინი, გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს;

- მიფეპრისტონი, გამოიყენება მედიკამენტოზური აბორტის დროს (ორსულობის შესაწყვეტად);

- ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ტიპის (SSRI);

- ანტი-თრომბული აგენტები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის შესამცირებლად და თრომბის ფორმირების დასაქვეითებლად.

თუ ეჭვი გეპარებათ ან დარწმუნებული არ ხართ აუქსილენთან ერთად სხვა პრეპარატის მიღებაში,  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატის გამოყენებამდე.  

არ გამოიყენოთ აუქსილენი ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში ან ძუძუთი კვების დროს. 

დექსკეტოპროფენს შეუძლია დაორსულების პრობლემის გამოწვევა. აცნობეთ ექიმს იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ ორსულობას, ან გაქვს ორსულობის დადგომასთან პრობლემები.

ავტომობილისა და სხვა მოწყობილობების მართვა

აუქსილენმა შესაძლოა მსუბუქი გავლენა იქონიოს თქვენი მართვის შესაძლებლობაზე, თავბრუსხვევის ან ძილიანობის, როგორც მკურნალობის გვერდითი ეფექტების, გამოვლენის გამო. თუ აღნიშნულ გვერდით ეფექტებს შენიშნავთ, თავი შეიკავეთ ავტომობილის ან სხვა მოწყობილობების მართვისგან,  სიმპტომების გაქრობამდე. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

აუქსილენი შეიცავს ეთანოლს და ნატრიუმს

აუქსილენის თითო ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც ექვივალენტურია 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის თითო დოზაზე.

საზიანოა ალკოჰოლიზმის მქონე პაციენებისათვის.

გასათვალისწინებელია ორსული,მეძუძური ქალები, ბავშვები და მაღალი რისკის ჯგუფის  პაციენტები ღვიძლის დარღვევებით და ეპილეფსიით.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) თითო დოზაზე, ე.ი. არსებითად ნატრიუმის გარეშეა.
3. გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებით.  თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს. 

ექიმი დაგინიშნავთ აუქსილენის თქვენთვის საჭირო დოზას, თქვენი სიმპტომების ტიპის, სიმძიმის და ხანგრძლივობის გათვალისწინებით. რეკომენდებული დოზა შეადგენს  50მგ დექსკეტოპროფენს (1 ამპულა აუქსილენი) ყოველ 8-12 საათში. საჭიროების შემთხვევაში, ინექცია შესაძლოა განმეორდეს მხოლოდ 6 საათის შემდეგ. არც ერთ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას - 150მგ დექსკეტოპროფენს  (3 ამპულა აუქსილენი). 

გამოიყენეთ ინექციები მხოლოდ მწვავე პერიოდში (არაუმეტეს 2 დღისა). გადადით ორალურ ტკივილგამაყუჩებელზე, როცა შესაძლებელია.

რენალური დისფუნქციის მქონე ხანდახმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის პრობლემებით, დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 50 მგ აუქსილენს  (1 ამპულა).

გამოყენების  წესი: 

აუქსილენის მიღება შესაძლებელია როგორც ინტრამუსკულური (ინექცია კუნთებში),

ასევე ინტრავენური (ვენაში ინექცია)  ინექციის გზით. ინტრავენურ ინექციასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები იხილეთ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ ნაწილში.

აუქსილენის ინტრამუსკულური გამოყენების  დროს, ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ამპულიდან მისი გადმოღებისთანავე, ნელი ინექციით ღრმად კუნთში.

უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი.

ამპულის გახსნის ინსტრუქცია:

1) შეაბრუნეთ ამპულა ფერადი ბოლოთი ზემოთ. თუ ხსნარის მცირე რაოდენობა რჩება ამპულის ზედა ნაწილში, თითით მსუბუქად დააკაკუნეთ, რომ მთელი სითხე ამპულის ქვედა ნაწილში გადმოვიდეს.

2) გასახსნელად გამოიყენეთ ორივე ხელი; სანამ ერთი ხელით დაფიქსირებული გაქვთ ამპულის ქვედა ნაწილი, მეორე ხელით მოატეხეთ ამპულის ზედა ნაწილი ფერადი ნაწილისგან მოშორებით (იხილეთ სურათები ქვემოთ).

 ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

მედიკამენტი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე).

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი აუქსილენი

პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებას. გახსოვდეთ, თან იქონიოთ მედიკამენტის შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია.

თუ დაგავიწყდათ აუქსილენის მიღება

დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება ერთ ჯერზე, გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. უნდა განაგრძოთ მისი მიღება საჭიროებისამებრ (მესამე ნაწილის მიხედვით - ,,გამოყენების წესი’’).

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აუქსილენმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი  ეფექტები, თუმცა ყველა შემთხვევაში ისინი არ ვლინდება. 

შესაძლო გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ, მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით.

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში):

გულისრევა და/ან პირღებინება, ინექციის არეში ტკივილი, რეაქციები ინექციის ადგილას, მაგალითად ანთება, დალურჯება ან სისხლდენა.

არახშირი  გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში):

სისხლიანი პირღებინება, დაბალი წნევა, სიცხე, დაბინდული მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, ანემია, აბდომინალური ტკივილი, ყაბზობა, მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, დიარეა, პირის სიმშრალე, მოთენთილობა, გამონაყარი, დერმატიტი, ქავილი, მომატებული ოფლიანობა, დაღლილობა, ტკივილი, სიცივის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება გამოვლინდეს 1 000-დან 1 პაციენტში):

პეპტიური წყლული, პეპტიური წყლულიდან სისხლდენა ან პეპტიური წყლულის პერფორაცია, მაღალი წნევა, გონების დაკარგვა, შენელებული სუნთქვა, ზედაპირული ვენების ანთება სისხლის შედედების გამო (ზედაპირული თრომბოფლებიტი),  გულის რიტმის დარღვევა (ექსტრასისტოლა), ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ლარინგეალური შეშუპება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, შეხურება და კანკალი, ხმაური ყურებში (ტინიტუსი),  გამონაყარი ქავილით, სიყვითლე,  აკნე, ზურგის ტკივილი, თირკმლების ტკივილი, სითხის გახშირებული დაკარგვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, კუნთებისა და სახსრების რიგიდობა, კუნთების სპაზმი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (სისხლის ანალიზში), სისხლში შაქრის  მომატებული დონე (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის  დაქვეითებული დონე (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდის მომატებული რაოდენობა სისხლში (ჰიპერტრიგლიცერიდემია), ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება და მგრძნობელობის სხვა დარღვევები (პარესთეზია), კეტონური სხეულები შარდში (კეტონურია), ცილები შარდში (პროტეინურია), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები ((შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1 პაციენტში):

ანაფილაქსიური რეაქციები (ჰიპერსენსიტიური რეაქცია, რომელიც შესაძლოა შოკით დასრულდეს),  კანის, პირის ღრუს, თვალების და გენიტალური არეს წყლულები (სტივენს ჯონსონის და ლაელის სინდრომები), სახის , ტუჩებისა და ყელის (ანგიოედემა) შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე) გამოწვეული სასუნთქი გზების გარშემო არსებული კუნთების სპაზმით (ბრონქოსპაზმი), სუნთქვის გაიშვიათება, პანკრეატიტი, კანის მგრძნობელობის რეაქციები და კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, თირკმლის დაზიანება, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ნეიტროპენია), თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა (თრომბოციტოპენია).

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ კუჭის/ ნაწლავის რაიმე სახის გვერდით ეფექტს მკურნალობის დაწყებისას (მაგალითად, კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), ან თუ ადრე გაწუხებდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის ხანგრძლივი მიღების გამო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასაკოვანი ხართ.

შეწყვიტეთ აუქსილენის მიღება, როგორც კი შენიშნავთ კანზე გამონაყარს, დაზიანებას ლორწოვან ზედაპირზე (მაგალითად, პირის ღრუს  ლორწოვანი გარსი) ან ალერგიის რაიმე ნიშანს.

NSAID-ით მკურნალობის დროს, ზოგმა პაციენტმა განაცხადა სითხის შეკავებისა და შეშუპების (განსაკუთრებით კოჭებისა და ქვედა კიდურების), წნევის მომატებისა და გულის უკმარისობის შესახებ.

ისეთი პრეპარატები, როგორიცაა აუქსილენი, ასოცირდება გულის შეტევის  (,,მიოკარდიუმის ინფარქცი’’) ან ინსულტის მცირედ მომატებულ რისკთან.

სისტემური წითელი მგლურის ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების მქონე პაციენტებში (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც აზიანებენ შემაერთებელ ქსოვილს), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შესაძლოა, იშვიათად გამოიწვიონ სიცხე, თავის ტკივილი ან კისრის უკანა ნაწილის რიგიდულობა. 

მიმართეთ ექიმს, თუ ინფექციის ნიშნები გამოვლინდება ან გაუარესდება აუქსილენის მიღების დროს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს ანესთეზიოლოგს ან სხვა ექიმს.  ეს შესაძლოა მოიცავდეს ისეთ სიმპტომებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში მითითებული არაა.

5. შენახვის პირობები

ეს პრეპარატი შენახვისთვის არ საჭიროებს სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული EXP ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

აუქსილენი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის და გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი, თუ შეამჩნიეთ, რომ ხსნარი არაა სუფთა და უფერული, და შეინიშნება დაზიანების ნიშნები (მაგალითად, ნაწილაკები).

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენების დროს გამოვლინდა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის, 5% გლუკოზისა და რინგერის ლაქტატის ხსნარებთან გამოყენებისას 18 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე და 2-8°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცვის პირობებში.  

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით,  გახსნის/რეკონსტიტუციის/განზავების მეთოდის და მიკრობული კონტამინაციის რისკის გათვალისწინებით, პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის დროსა და პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. 

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს მედიკამენტის განადგურების შესახებ. აღნიშნული ზომების მიღებით დაეხმარებით გარემოს დაცვას. 

6.შეფუთვის  შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აუქსილენი

-        აქტიური ნივთიერება არის დექსკეტოპროფენი. 

 ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რაც იდენტურია 25 მგ      დექსკეტოპროფენისა. 

ერთი ამპულა (2მლ) შეიცავს დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რაც იდენტურია 50 მგ დექსკეტოპროფენისა. 

-        დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, 96%-იანი ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის), საინექციო წყალი.

აუქსილენის აღწერილობა და გამოშვების ფორმა

სუფთა უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.

აუქსილენი მოთავსებულია  I ტიპის ქარვისფერი შუშის ამპულაში, 2 მლ-ის მოცულობით. 

შეფუთვის ზომა: 1, 5, 6, 25, 100 ამპულა.

შესაძლოა, ბაზარზე არ იყოს ხელისაწვდომი ყველა ზომის შეფუთვა.

გაცემის წესი:                      

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy