Terbexin - ტერბექსინი კრემი 10მგ/გ 20გ

განსაკუთრებული ფასი 27,99 GEL რეგულარული ფასი 34,97 GEL
მარაგშია
SKU
61248_817
ტერბექსინი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების, განსაკუთრებით კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. იგი გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ათლეტის ტერფი (ტინეა პედის), ტინეა ცრურის, ტინეა ცორპორი. ის აგრეთვე გამოიყენება საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების, როგორიცაა: კანდიდოზის და ნაირფერი პიტირიაზის სამკურნალოდ.

 

გამოყენების ინსტრუქცია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

 

ტერბექსინი  /Terbexin/ 10 მგ/გ კრემი

 

ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი

 

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
  • ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ  ექიმს.

შინაარსი:

  • რა არის ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი და რა დროს გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის  გამოყენებამდე
  • ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის გამოყენების  წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის  შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

 

  1. რა არის ტერბექსინი 10 მგ/გ კრემი და რა დროს გამოიყენება

ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი მიეკუთვნება  ანტიფუნგინალური პრეპარატების ჯგუფს,  რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების, განსაკუთრებით კანის სოკოვანი ინფექციების  სამკურნალოდ. იგი გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ,  როგორიცაა: ათლეტის ტერფი (ტინეა პედის), ტინეა ცრურის, ტინეა ცორპორი. ის აგრეთვე გამოიყენება საფუარასმაგვარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციების, როგორიცაა: კანდიდოზის და ნაირფერი პიტირიაზის სამკურნალოდ.

ათლეტის ტერფი (ტინეა პედის) ვითარდება მხოლოდ ტერფის ნაწილში (როგორც წესი, ორივე ფეხზე ვრცელდება, მაგრამ არა ყოველთვის, ძირითადად ფეხის თითებს შორის. შეიძლება განვითარდეს კოჭის ან ტერფის სხვა ნაწილში. ყველაზე გავრცელებულ   ფორმებს ახასიათებს კანზე ნახეთქები  ან აქერცვლა, ასევე მსუბუქი შეშუპება, ვეზიკულები  ან წყლულები.

გთხოვთ, გახსოვდეთ, ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის  (სოკო ფრჩხილზე და ფრჩხილის ქვეშ) არსებობისას, რომელსაც ახასიათებს  ფრჩხილის გაუფერულება და მისი სტრუქტურის შეცვლა (შესქელება, მსხვრევადობა) უნდა მიმართოთ ექიმს, რადგანაც  ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი არ ინიშნება აღნიშნული ინფექციების სამკურნალოდ.ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებულ უნდა იქნეს ტერბინაფინის შემცველი ტაბლეტები, რომელიც გაიცება რეცეპტით.

ტინეა ცრურის (Tinea cruris) ვითარდება სხეულის ნაწილებში,სადაც კანის  ნაკეცებია (ინტერტრიგო),განსაკუთრებით მაშინ თუ სველია.  ეს ადგილები ძირითადად არის საზადრულის ადგილებსა და ბარძაყების შიგნით, დაზიანება ჩვეულებრივ არის ორმხრივი, თუმცა ხშირად ერთი მხარე უფრო დაზიანებულია, ვიდრე მეორე. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ფეხებს შორის ადგილებში, დუნდულებამდე ან ზემოთ მუცლამდე. ინფექცია ასევე შეიძლება განვითარდეს სარძევე ჯირკვლების ნაკეცებში, იდაყვის ან სხვა ნაკეცებში. კანის გამონაყარს აქვს გლუვი კიდეები და შეიძლება იყოს ბუშტუკები. ამას ყველაფერს თან ახლავს ქავილი.

ტინეა ცორპორი ( Tinea corporis) შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას სხეულზე, უფრო ხშირად თავში, კისერზე, სახესა და ხელებზე. ხშირად ის გამოვლინდება კანის ერითემატოზული გამონაყარის მრგვალი ფორმებით, თუმცა ასევე შეიძლება გამოხატულ იქნეს აქერცვლის უბნებითა და ქავილით.

კანის კანდიდოზი ასევე ვითარდება სხეულის ადგილებში, სადაც არის კანის ნაკეცები და კანის სისველე, ოფლიანობის გამო (სარძევე ჯირკვლების ქვემოთ, იღლია). ის ხშირად ვითარდება ხანდაზმულ ასაკში ან სიმსუქნის ან დიაბეტის არსებობისას, ის იწვევს ერითემას, ქავილსა და აქერცვლას.

ნაირფერი პიტირიაზი ვითარდება კანზე დესქვამაციის ადგილებით რომელიც რჩება თეთრი ლაქების სახით კანის პიგმენტის დეფიციტის გამო. ეს ლაქები უფრო კარგად ჩანს ზაფხულში, მაშინ როდესაც კანის გარშემო ნაწილები გარუჯულია.  ინფექცია შეიძლება განვითარდეს სხეულზე, კისერზე, ხელებზე და შეიძლება კვლავ გაჩნდეს რამდენიმე კვირის შემდეგ, განსაკუთრებით თბილი ამინდისა და ჭარბი ოფლიანობის პირობებში.

 თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ინფექციის მიზეზის შესახებ, კრემის გამოყენებამდე გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, და საშუალება მიეცით მას შემოგთავაზონ საჭირო რეკომენდაციები.

 

  1. რა უნდა იცოდეთ ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის   გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი: 

  • თუ ხართ ალერგიული ტერბინაფინის ჰიდროქლორიდის, ან აღნიშნული მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 პუნქტში)

 

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ტერბექსინი  10 მგ/გ კრემის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია  მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი  ნაჩვენებია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ შეიძლება მისი პერორალურად მიღება ან გადაყლაპვა. მოერიდეთ კონტაქტს თვალებთან. თვალში შემთხევვით მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ თვალები  დიდი რაოდენობის ცივი  წყლით.

 

ტერბექსინი  10 მგ/გ კრემის  გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს   თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.  ნუ გამოიყენებთ სხვა წამლებს სამკურნალო ადგილებში.

ორსულობა

ნაყოფის ტოქსიკურობასა და ნაყოფიერებასთან დაკავშირებით  ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა გვერდითი ეფექტები. ორსულებში არ არსებობს ტერბექსინი  10 მგ/გ კრემის   გამოყენების კლინიკური გამოცდილება.  ორსულობის დროს   არ გამოიყენოთ ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი,თუ არ არის აუცილებელი.

 

ლაქტაცია

ნუ გამოიყენებთ ტერბექსინი  10 მგ/გ კრემს ლაქტაციის დროს, ვინაიდან კრემში შემავალი აქტიური ნივთიერება ტერბინაფინი გამოიყოფა რძეში. ჩვილებმა არ უნდა შეეხონ კანის ადგილებს, სადაც კრემია წასმული, ძუძუს ჩათვლით.

 

ნაყოფიერება

ნაყოფიერებასთან დაკავშირებით  ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერბინაფინის  ეფექტი.

 

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა

ტერბინაფინი არ ახდენს გავლენას მანქანის  ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი შეიცავს ცეტეარილის სპირტს. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქცია (დერმატიტი).ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხევვაში შეწყვიტეთ კრემის გამოყენება.

 

  1. ტერბექსინი 10 მგ/გ კრემის  გამოყენების   წესი

მოზრდილები და მოზარდები

ტერბექსინი  10 მგ/გ კრემი  გამოიყენება დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა და გამოყენების სიხშირე

ტინეა პედისის და  ტინეა ცრურის შემთხევვაში მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ კვირას. ლინიკური სიმპტომატიკის გაუმჯობესება ზოგადად შესამჩნევია რამდენიმე დღეში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ ადგილი არა აქვს გაუმჯობესების ნიშნებს, რეკომენდებულია სამედიცინო გამოკვლევა.

 

ტინეა პედის:

დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.\\\\

ტინეა ცრურის და  ტინეა ცორპორი:

დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში.

კანდიდოზი:

დღეში ერთხელ-ორჯერ  1-2  კვირის განმავლობაში.

ნაირფერი პიტირიაზი:

დღეში ერთხელ-ორჯერ  1-2  კვირის განმავლობაში.

 

 

დოზირება

ბავშვები

16 წლამდე ასაკის ბავშვებში ტერბექსინის 10მგ/გ კრემის გამოყენება  შეზღუდულია. შესაბამისად, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში .

ხანდაზმულები

დოზის კორექტირება საჭირო არ არის. რეკომენდირებულია მოზრდილების დოზა.

გამოყენება

გამოიყენება კანზე.

კრემის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ უბანსა და მის მიმდებარე უბნებზე  და მსუბუქი მასაჟით ხდება მისი ფრთხილად შეზელვა. კრემის გამოყენებამდე საჭიროა დაზიანებული უბნების გასუფთავება და გამშრალება.  გამოყელვის თანხლებით მიმდინარე ინფექციებისას  (თითთაშორისი, ინგვინალური)  კრემის წასმის ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით.

 

ტერბექსინის 10მგ/გ კრემის  გამოყენების   შეწყვეტა

ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

  1. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

სხვა მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია მათი გამოვლენის  სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ  პაციენტში)

არახშირი  ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში)

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში )

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში )

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

იშვიათი: ქავილი, კანის გამონაყარი, ბულოზური გამონაყარი და ურტიკარია.  ამ სიმპტომების განვითარებისას, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება.

ძალიან იშვიათი: გამოყენების ადგილზე შეიძლება განვითარდეს: კანის სიწითლე, წვის შეგრძნება, გაღიზიანება. ამ სიმპტომების განვითარებისას, შეწყვიტეთ კრემის გამოყენება.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ამ ინსტრუქციაში მოცემული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ინფორმირება  გვერდითი ეფექტების შესახებ

გვერდით ეფექტის გამოვლენის შემთხევვაში, რომელიც არ არის ამ ინსტრუქციაში მოცემული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს მედიცინის სააგენტოსა ეროვნული სისტემის საშუალებით. შეტყობინება სამედიცინო პროდუქტის გვერდითი რექციების შესახებ მნიშვნელოვანია.

 

  1. ტერბექსინის 10მგ/გ კრემის შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავდაპირველ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ.  აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

  1. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ტერბექსინის 10მგ/გ კრემი:

  • აქტიური ნივთიერება არის ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი. 1 გრამი კრემი შეიცავს 10მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
  • სხვა ინგრედიენტებია: ცეტეარილის სპირტი,  თეთრი რბილი პარაფინი,თხევადი პარაფინი, პოლისორბატი 80,  ტროლამინი, ბენზილის სპირტი, დისტილირებული წყალი.

ტერბექსინის 10მგ/გ კრემის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტერბექსინის 10მგ/გ კრემი არის  თეთრი,ერთგვაროვანი კრემი. 20გ კრემი ალუმინის ტუბში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნექსტრა გრუპი

საქართველო, თბილისი,0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18, სართული 2, ოფისი #3

ბეჭედდასმულია

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:

S.C. SLAVIA PHARM  SRL

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy