Synaflan - სინაფლანის მალამო 0.025% 15გრ ტუბი
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
სინაფლანი
SINAFLAN
სავაჭრო სახელწოდება: სინაფლანი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი.
სამკურნალო ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა:
1 გ მალამო შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი (სინაფლანი) - 0,25 მგ; დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი – 49,75 მგ, ცერეზინი – 50,00 მგ, ლანოლინი - 50,00 მგ, ვაზელინი - 1,0 გ-მდე.
აღწერილობა:
ღია ყვითელი ან ყვითელი ფერის მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი.
კოდი ათქ: D07AC04.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
გლუკოკორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის. ფლობს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, ანტიექსუდაციურ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. ამცირებს და ხელს უშლის კანის ანთებითი რეაქციის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
კანის ზედაპირიდან შეწოვის შემდეგ უკავშირდება შრატის ცილებს, მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით.
გამოყენების ჩვენება
ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, მარტივი ქრონიკული სირსველი (შეზღუდული ნეიროდერმიტი), ტოქსიდერმია, მარტივი ალერგიული დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, პრურიგო კანის ქავილი, ნაწოლები, მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ფსორიაზი (ექსუდაციური ფორმა); წითელი ბრტყელი ლიქენი, დისკოიდური წითელი მგლურა, მტევნების დისჰიდროზი, გარეთა ყურის ანთება, I ხარისხის დამწვრობა, მწერების ნაკბენი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადებები - პიოდერმია, ჩუტყვავილა, ჰერპესი, აქტინომიკოზი, ბლასტომიკოზი, სპოროტრიქოზი; სიფილისის კანისმიერი გამოვლინება, კანის ტუბერკულოზი, საფენის ქვეშ განვითარებული გამონაყარი, ვარდისფერი აკნე, ფართო ფსორიოზული გამონაყარი (ბალთები), ანოგენიტალური ქავილი; ვენების ვარიკოზულ გაგანიერებასთან დაკავშირებული წვივის ტროფიკული წყლულები; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ჭრილობა აპლიკაციის არეში; კანის კიბო, ნევუსი, ათერომა, მელანომა, ჰემანგიომა, ქსანტომა, სარკომა; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (2 წლამდე).
სიფრთხილით გამოიყენება გოგონებში სქესობრივი მომწიფების პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზები
გარეგანი გამოყენებისათვის. ანტისეპტიკური სითხით დასველებული ტამპონით წინასწარ გაწმენდილ კანზე წაისმევა პრეპარატის მცირე რაოდენობა დღეში 2-4-ჯერ და მსუბუქად შეიზილება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ოკლუზიური ნახვევის დადება, რომელიც რჩება დაზიანებულ ზედაპირზე 3-4 დღის განმავლობაში. ნახვევის ქვეშ არ არის დასაშვები დღეში 2 გ-ზე მეტი პრეპარატის გამოიყენება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და ჩვეულებრივ შეადგენს 5-10 დღეს, დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას 25 დღემდე.
მალამოს გამოყენება რეკომენდებულია დერმატოზის მშრალი ფორმების დროს.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია განვითარდეს კანის მეორადი ინფექციური დაზიანება და მისი ატროფიული ცვლილებები (წვა, ქავილი, კანის სიმშრალე, სტეროიდული გამონაყარი, ფოლიკულიტი). ხანგრძლივი გამოყენებისას - ჰიპერთრიქოზი, ალოპეცია, განსაკუთრებით ქალებში, მეორადი იმუნოდეფიციტი (ქრონიკული ინფექციური დაავადებების გამწვავება, ინფექციური პროცესების გენერალიზაცია, ოპორტუნისტული ინფექციების განვითარება); კანის ატროფია, ადგილობრივი ჰირსუტიზმი, ტელეანგიოექტაზია, პურპურა, პიგმენტაციის დარღვევა. ფართო ზედაპირზე წასმისას შესაძლებელია განვითარდეს სისტემური დარღვევები (გასტრიტი, კუჭის ,,სტეროიდული’’ წყლული, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ,,სტეროიდული’’ შაქრიანი დიაბეტი, რეპარაციული პროცესების შენელება).
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ქავილი, კანის წვა პრეპარატის წასმის ადგილას, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, იცენკო-კუშინგის სინდრომი.
მკურნალობა: სიმპტომატური პრეპარატის ეტაპობრივი მოხსნის ფონზე.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თავსებადია ანტიმიკრობულ სამკურნალო საშუალებებთან. ამცირებს ჰიპოტენზიული, დიურეზული, ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებების, კალიუმის პრეპარატების აქტივობას.
დიურეზული სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას (კალიშემნახველების გარდა), იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების საშიშროება.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება მხოლოდ ხანმოკლე კურსის სახით კანის მცირე უბნებზე. პრეპარატი არ გამოიყენება სახის კანზე. დაუშვებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავისუფალი ტანსაცმლის ტარება. ჩვეულებრივი ან ვარდისფერი აკნეს მქონე პაციენტებში მკურნალობის ფონზე შესაძლებელია მოხდეს დაავადების გამწვავება.
ადგილობრივი ინფექციური გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინირებული დანიშვნა.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის შესწავლილი.
გამოშვების ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 0,025%. 10 გ ან 15 გ ალუმინის ან პოლიეთილენის ლამინატის ტუბში. თითოეული ტუბი სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
სს ,,ნიჟფარმი’’, რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ., ს. 7
ტელ.: (831) 278-80-88; ფაქსი: (831) 430-72-28
E-mail: med@stada.ru
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account