სინამაქის ფოთოლი 20 პაკეტი

5,60 GEL
მარაგშია
SKU
83241_3242

მცენარე ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, მისი მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ. არ იწვევს შეჩვევას

ნამაქის ფოთოლი/ Folia sennae

შემადგენლობა: სინამაქის ფოთოლი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (A და B სენიდინებს, რეინს, ალოე ემოდინს), რომელთა არსებობაც ფოთლებში განაპირობებს მცენარის ბიოლოგიურ აქტივობას. მცენარის გლიკოზიდების ძირითად აგლიკონს წარმოადგენს ალოე-ემოდინი. გარდა ამისა, მცენარეში აღმოჩენილია ორგანული მჟავეები (პალმიტინი, ლინოლინი, სტეარინი და სხვა), გლიკოზიდები — კემპფეროლი და კემპფერინი, ალკალოიდები, სტერინები და სხვა.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის საფაღარათო მოქმედება ანტრაგლიკოზიდების შემცველი სხვა მცენარეული საფაღარათო საშუალებების მოქმედების მსგავსია. მცენარე ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას, მისი მოქმედება აღინიშნება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი არ იწვევს შეჩვევის სინდრომს და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. მცენარე მოქმედებს მსუბუქად, რაც გამოარჩევს აღნიშნულ პრეპარატს სხვა საფაღარათო საშუალებებიდან (მაგნიუმის სულფატი, ხეჭრელას ქერქი), რომლებიც მოქმედებენ ძლიერად, მაგრამ იშვიათად იწვევენ ფაღარათს და ნაწლავებში ტკივილს.

ჩვენება: გამოიყენება ყაბზობის დროს, რომელიც განპირობებულია ჰიპოტონიითა და მსხვილი ნაწლავის დუნე პერისტალტიკით. პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ატონიური და სპასტიური ყაბზობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: ნაწლავების გაუვალობა, მუცლის უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი.

გვერდითი მოვლენები: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი ჭვალის სახით, მუცელში ყურყური აღინიშნება იშვიათად და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy