ვიდი უტიჩეკი - Vidiutichek 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 29,75 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
მარაგშია
SKU
95759_3751

ჩვენება: საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს , განსაკუთრებით  ქალებში.

ვიდი უტიჩეკი

საკვები დანამატი დანამატი „ვიდი უტიჩეკის“   თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

D- მანოზა…………600 მგ

შტოშის ექტრაქტი… 300 მგ

პროდუქტის აღწერა

D -მანოზა

D-მანოზა მონოსაქარიდია, რომელიც შეიწოვება, მაგრამ არ მეტაბოლიზდება  ორგანიზმში. იგი გამოიყენება როგორც ალტერნატიული მიდგომა UTI-ს მართვისთვის, რადგან  თრგუნავს ბაქტერიების  ადჰეზიას ლორწოვან გარსზე. D-მანოზა ეფექტურად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის  ზედა ნაწლავში და  სწრაფად გამოიყოფა   სისხლის მიმოქცევიდან. D-მანოზა ბოჭავს FimH ადჰეზინს, რომელიც მდებარეობს უროპათოგენური Escherichia coli-ის 1 ტიპის ფიმბრიის წვერზე  ( წარმოადგენს  ვირულენტობის ფაქტორს  UTI-ის პათოგენეზში) და ამ გზით წყვეტს     E. coli-ს და სხვა პათოგენური  ბაქტერიების  ბმას  უროთელიუმთან, რითაც ხელს უშლის  UTI-ის განვითარებას.

შტოშის ექტრაქტი

მოცვის  მოქმედების მექანიზმი  ძირითადად გამოიხატება,  E. Coli- ის I ტიპის და p-fimbriae შტამების, ადჰეზიის თავიდან აცილებით . ადჰეზიის გარეშე ბაქტერიები ვერ აინფიცირებენ ლორწოვანის ზედაპირს .ადჰეზიის  აღკვეთა  ხდება მოცვის ორი კომპონენტის მიერ: ფრუქტოზა, რომელიც აინჰიბირებს  1 ტიპის ფიმბრიების  და პროანტოციანიდინები PAC, რომელიც აფერხებს ფიმბრიების მიმაგრებას .ბაქტერიული   და  უროეპითელიუმის ლორწოვან ზედაპირს შორის  წარმოქმნილ   სპეციფიურ ცილოვან კავშირს,  როგორც სპეციფიკური რეცეპტორ-ლიგანტური ასოციაცია,  ხელს უწყობს ჰიდროფობიური ურთიერთქმედებების .  მოცვის მოქმედების  ერთ-ერთი  მექანიზმი არის ის, რომ მოცვის ნაერთები, მოქმედებენ როგორც რეცეპტორების ანალოგები და კონკურენტულად თრგუნავს E. coli-ს ადჰეზიას მასპინძელ უჯრედებთან, ფიმბრიალურ წვეროებთან შეკავშირების გზით.

ინ ვიტრო მოცვის  ეფექტი დამოკიდებულია დოზაზე.

გამოიყენება :  

საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს , განსაკუთრებით  ქალებში.ასევე მათთვის, რომლებსაც აქვთ ანტიბიოტიკ რეზისტენტობა .

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ .

ვიდი უტიჩეკის დანამატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან დადგენილი არ არის.  შეატყობინეთ ექიმს თუ გიტარდებათ ქიმიო ან ანტიბიოტიკო თერაპია.

გამოყენების წესი

პერორალური გამოყენებისთვის. 1 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში,  ჭიქა წყალთან ერთად.

შენახვის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან

სპეციალური შენახვის ინსტრუქცია

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება გრილ და მშრალ ადგილას 30°C მდე ტემპერატურაზე.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy