Berny adulti - ბერნი ედალთ 3გ 2 პაკეტი

32,85 GEL
მარაგშია
SKU
44048_1427
ჩვენება: ნაჩვენებია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე გაურთულებელი ინფექციის პრევენციისა და მკურნალობისათვის, რომელიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით.


პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარამაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც კი თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
- თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს ბერნი და რისთვის გამოიყენება
2. ინფორმაცია ბერნის გამოყენებამდე
3. ბერნის გამოყენების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. ბერნის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს ბერნი და რისთვის გამოიყენება
ფოსფომიცინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია, როგორც საშარდე გზების ანტიმიკრობული აგენტები. ბერნი ნაჩვენებია ქვედა საშარდე ტრაქტის მწვავე გაურთულებელი ინფექციის პრევენციისა და მკურნალობისათვის, რომელიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით.

2. ინფორმაცია ბერნის გამოყენებამდე
არ შეიძლება ბერნის გამოყენება:
• თუ აღინიშნება ალერგია ფოსფომიცინის ან ამ სამკურნალო საშუალებაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (იხ. ჩამონათვალი პუნქტში 6);
• თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის რაიმე სხვა რთული პრობლემები;
• თუ აღინიშნება შარდვის გართულება;
• თუ პაციენტი იტარებს ჰემოდიალიზზს.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება.


გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს
ბერნის გამოყენებამდე თუ აღინიშნა შემდეგი მოვლენიდან რომელიმე:
- თუ როდესმე გამოვლინდა ალერგიული რეაქციების სიმპტომები ფოსფომიცინის მიმართ;
- თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი (იხ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, იღებდით ან აპირებთ რაიმე მედიკამენტის მიღებას. განსაკუთრებით თუ იღებთ მეტოკლოპრამიდს, ვინაიდან ამ პრეპარატმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ფოსფომიცინზე. ასევე სხვა მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან გასტროინტესტინალურ მოტორიკას, შესაძლოა მოახდინონ მსგავსი ეფექტები.
ანტაციდებისა და კალციუმის მარილების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფოსფომიცინის პლაზმური და შარდში კონცენტრაციის დონის შემცირება.


ბერნის გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
საკვებმა შესაძლოა შეამციროს ფოსფომიცინის ტრომეტამოლის შეწოვა, რის შედეგადაც შემცირდეს პლაზმური პიკური დონე და შარდში კონცენტრაცია. ამიტომ რეკომენდებულია ბერნის მიღება ცარიელ კუჭზე (საკვების მიღებამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან 2-3საათის შემდევ).

ორსულობა, ფერტილობა და ლაქტაცია
ორსულობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი აცნობეთ ექიმს.
ბერნის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს პრეპარატის მიღების განსაკუთრებული აუცილებლობა.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის ცნობილი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ: ბერნი შეიცავს საქაროზას: პაციენტებმა, რომლებთაც აღენიშნებათ იშვიათი დაავადებები, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა- იზომალტაზის უკმარისობა არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი. პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ დიაბეტი ან იცავენ დაბალკალორიულ დიეტას. ბერნი შეიცავს საღებავს ყვითელ დაისს FჩF (E110) , რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ბერნი შეიცავს საქარინს.

3. ბერნის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედით. მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
ექიმი განსაზღრვავს მკურნალობის ხანგრძლივობას. არ დაასრულოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან ამ შემთხვევაში ვერ მიიღწევა სასურველი შედეგი.
ერთი პაკეტის შემადგენლობა უნდა გააზავოთ ნახევარ ჭიქა (50-75 მლ) ცივ წყალში ან სხვა სასმელში, მოურიოთ სრულ გახსნამდე და უნდა მიიღოთ დამზადებისთანავე.
რეკომენდებულია ბერნის მიღება უზმოზე (იხ. ,,ბერნის მიღება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად), უმჯობესია მიღება დაწოლის წინ შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.

დოზირება
უფროსები და მოზარდები (12-18 წლის):
მწვავე გაურთულებელი ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია ფოსფომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკრობებით, დოზირება შეადგენს ერთ პაკეტს 3 გრ დღეში ერთჯერ.
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკისათვის ქირურგიული და სადიაგნოსტიკო პროცედურებისას: პირველი პაკეტი მიიღება ოპერაციამდე 3 საათით ადრე; მეორე პაკეტი გამოიყენება პირველი დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ.

ძირითადად კლინიკური სიმპტომები ქრება 2-3 დღის შემდეგ.
მკურნალობის შემდეგ ზოგიერთი ადგილობრივი სიმპტომების შენარჩუნება არ ნიშნავს თერაპიული ეფექტის არქონას, ეს არის წინა ანთებითი პროცესების შედეგები.

ხანდაზმულები საჭიროებენ განსხვავებულ კლინიკურ პირობებს
ხანდაზმულებში და გართულებულ კლინიკურ სიტუაციებში (მწოლიარე ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა, ინფექციის რეციდივით) შესაძლოა საჭირო გახდეს ორი 3 გრ-იანი დოზის გამოყენება 24 საათიანი ინტერვალის დაცვით.

თუ მიიღეთ ბერნის ჭარბი დოზირება
თუ შემთხვევით მიიღეთ რეკომენდებულზე ჭარბი დოზა უნდა აცნობოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას.
გადაჭარბებული დოზირების შეთხვევაში საჭიროა გამოიწვიოთ შარდის ბუშტის მოქმედების გააქტიურება დიდი რაოდენობით სითხის მიღებით.

თუ დაგავიწყდათ ბერნის მიღება
თუ დაგავიწყდათ რეკომენდებული დოზის მიღება უნდა მიიღოთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება მიიღეთ ის გახსენებისთანავე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ ახლოვდება მომდევნო დოზირების მიღების დრო, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოტოვოთ ეს დოზა და განაგრძოთ მიღება შესაბამისი დოზირების რეჟიმის მიხედვით.

აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვის გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას.

ხშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 დან 10-ში):
- საჭმლის მონელების პრობლემები, როგორიცაა ღებინება, დიარეა, დისპეფსია (გულძმარვა სისავსის შეგრძნებით), გულისრევა.

იშვიათი (ვლინდება 10, 000 პაციენტიდან 1-დან 10 ში):
- კანის რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ჭინჭრის ცხელება (ბუშტუკები ქავილით) ანგიოოდემა (შეშუპება) და ანაფილაქსია (რთული ალერგიული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობა). Aასეთ შემთხვევებში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ფოსფომიცინით მკურნალობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.
- რეზისტენტული ბაქტერიით გამოწვეული სუპერინფექცია

სხვა გვერდითი ეფექტები გამოვლინდა მკურნალობის დროს, მაგრამ არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია მათი გამოვლენის სიხშირის დადგენა, ამ მოვლენებს მიეკუთვნება:
- მხედველობის დარღევევა;
- მადის დაკარგვა
- ფლებიტი (ვენებში სისხლის შედედება)
- დისპნოე (სუნთქვის გართულება)
- ბრონქული სპაზმი
- თავის ტკივილი
- ღვიძლის პრობლემები ღვიძლის ფერმენტების მომატებით (ტრანსამინაზების)
- ეოზინოფილების და ლეიკოციტების (სისხლის უჯრედების) რაოდენობის გაზრდა, წერტილოვანი რეაქციები (კანზე წვრილი წითელი ლაქები) და აპლასტიური ანემია (ერიტროციტების რაოდენობის შემცირება).

გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი ეფექტების შესახებ უშუალოდ ეროვნულ საინფორმაციო სისტემას ვებ-გვერდზე წწწ.აგენზუაფარმაცო.გოვ.იტ/ენ/. გვერდითი ეფექტების შეტყობინება დაეხმარება მეტი ინფორმაციის დაგროვებას და ხელს შეუწყობს სამედიცინო პროდუქტის უსაფრთხო გამოყენებას.

5. ბერნის შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვაზე და პაკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

შენახვის წესი
ინახება საწყის შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა ძალაშია მედიკამენტის დაუზიანებელ შეფუთვაში და სწორ შენახვის პირობებში შენახვისას.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბერნი
აქტიური ნივთიერება არის ფოსფომიცინის ტრომეტამოლი.
ბერნი მოზრდილებისთვის ყოველი პაკეტი შეიცავს 3 გრ გრანულებს 3.0 გრ ფოსფომიცინის ორალური ხსნარის მოსამზადებლად (ფოსფომიცინის ტრომეტამოლი 5.631 გრ). დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის საქარინი (E954), საქაროზა, კალციუმის ჰიდროქსიდი (E526), ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს: მალტოდექსტრინს, დექსტროზას, არაბულ გუმფისს (E414), ყვითელ დაისს FჩF (E110), ბუთილიზირებულ ჰიდროქსიანიზოლს BHA (E320)).

ბერნის პაკეტები შეიცავენ თეთრი ფერის ან მოთეთრო გრანულებს, რომელიც იხსნება წყალში ან სხვა სასმელ სითხეში.
შეფუთვა შეიცავს:
მოზრდილებისთვის 3 გრ გრანულებს ორალური სუსპენზიისათვის – 3 გრ-იანი 2 პაკეტი.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სო.სე.ფარმა ს.რ.ლ.- ვია დეი კასტელი რომანი, 22 –00040 პომეზია (რომი), იტალია.

მწარმოებელი
სპეშალ პროდაქტს ლაინ ს.პ.ა- სტრადა პადუნი, 240-03012 ანაგნი (ფროსინონე), იტალია.

ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღი:

შეფუთვის ტექსტი

ბერნი მოზრდილებისათვსი 3 გრ
ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები
ფოსფომიცნი
2 პაკეტი

ორალური გამოყენებისათვის

პაკეტის შემადგენლობა უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა ცივ წყალში ან სხვა სასმელ სითხეში, უნდა მოურიოთ სრულ გახსნამდე და შემდეგ დაუყონებლივ დალიოთ.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ინახება საწყის შეფუთვაში.
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით.

გამოყენების შემდეგ არ გადააგდოთ კონტეინერი ან პროდუქტის ნარჩენი. უტილიზაციისათვის გამოიყენეთ შესაბამისი კონტეინერი.

შტამპის ადგილი.

ნებართვის ნომერი: 037943026
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
სო.სე. ფარმი ს.რ.ლ.
ვია დეი კასტელი რომანი, 22
00040 პომეზია (რომი), იტალია.

შემადგენლობა
ყოველი პაკეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 3.0 გრ ფოსფომიცინი (5.631 გრ ფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: საქარინის ნატრიუმი (E954), საქაროზა, კალციუმის ჰიდროქსიდი (E526), ფორთოხლის არომატიზატორი (შეიცავს: მალტოდექსტრინს, დექსტროზას, არაბულ გუმფისს (E414), ყვითელ დაისს FჩF (E110) და ბუთილიზირებულ ჰიდროქსიანოზოლს BHA(E320)).

ხელმოწერა/ბეჭედი

 

 

 

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

 

 

 


შეფუთვა

ბერნი უფროსებისათვის 3 გრ
ორალური სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები
ფოსფომიცინი

შემადგენლობა
ყოველი პაკეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 3,0 გრ ფოსფომიცინს (5.631 გრფოსფომიცინის ტრომეტამოლის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: საქარინის ნატრიუმი (E954), საქაროზა, კალციუმის ჰიდროქსიდი (E526), ფორთოხლის არომატოზატორი (შეიცავს: მალტოდექსტრინს, დექსტროზას, არაბულ გუმფისს (E414), ყვითელ დაისს FჩF (E110) და ბუთილიზირებულ ჰიდრქოსიანიზოლს BHA (E320)).

ორალური გამოყენებისათვის
ინახება საწყის შეფუთვაში.
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ჩვენებები, დოზირება, მიღების წესი და გამოყენება: იხ. ფურცელჩანართში.

ნებართვის ნომერი: 037943026
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
სო.სე. ფარმი ს.რ.ლ.
ვია დეი კასტელი რომანი, 22
00040 პომეზია (რომი), იტალია.

 

მეტი ინფორაცია
Units2
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy