ოქსიჩეკი - OxyCheck 30 კაფსულა
ჩვენება: რეკომენდებულია კრისტალური მარილების შესამცირებლად და კონკრემენტის დასაშლელად, რომლებისგანაც წარმოიქმნება თირკმლის ქვები.
ოქსიჩეკი
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
Oxalobacter formaigenese 700 million cfu
Lactobacillus acidophilus 400 million cfu
Lactobacillus rhamnosus 300 million cfu
Bifidobacterium lactis 300 million cfu
Fructooiligosaccharides 100 mg
Პროდუქტის აღწერა: ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას , რომელიც გამოიყენება თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის . პრობიოტიკები არის- ცოცხალი ბაქტერიები და საფუარა სოკოები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავური ფლორის წონასწორობის შენარჩუნებას. ლაქტობაცილების შემცველი პრობიოტიკები მნიშვნელოვნად ამცირებენ შარდში ოქსალატის გამოყოფას. თირკმლის კენჭები- არის კალციუმის, ფოსფატების და სხვა მინერალების/მჟავა მარილებისგან შემდგარი პატარა, მყარი კონკრემენტი, რომლიც წარმოიქმნება კონცენტრირებული შარდიდან.
ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium Lactis, Oxalobacter formigenes და Lactobacillus rhamnosus. აღნიშნულ პრობიოტიკების კომბინაციას აქვს ოქსალატის დაშლის თვისება, რომელიც ხელს უწყობს ოქსალატის კრისტალების დაშლას თირკმელში ან/და საშარდე გზებში, რითაც ახდენს საშარდე გზების მკურნალობას ან პრევენციას .
ჩვენება:
ოქსიჩეკის კაფსულა რეკომენდებულია კრისტალური მარილების შესამცირებლად და კონკრემენტის დასაშლელად, რომლებისგანაც წარმოიქმნება თირკმლის ქვები. ოქსიჩეკის კაფსულა შეიცავს პრობიოტიკების კომბინაციას. ოქსალატის კრისტალები თირკმლის ქვების განვითარების ხშირი მიზეზია. ეს პრობიოტიკები შლიან ოქსალატის კრისტალებს, რომლებიც წარმოიქმნება თირკმელებში. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium Lactis, მოქმედების მექანიზმი გამოიხატება- შარდში ოქსალატის ექსკრეციის შემცირებით (ჰიპეროქსალურია).Oxalobacter formigenes -ს და Lactobacillus rhamnosus ააქტიურებს ოქსალ-დეკარბოქსილაზას ფერმენტს , რითაც ამცირებს ნაწლავში ოქსალატის რაოდენობას . ამრიგად, Nut raGrow Oxycheck-ის კაფსულები ამცირებს შარდში ოქსალატის გამოყოფას, რაც წარმოადგენს თირკმლის კენჭების წარმოქმნის დიდ რისკფაქტორს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ
სიფრთხილით გამოიყენეთ:ნაწლავის გაუვალობის , ვაგინალური ან საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დროს. სიფრთხილით ინიშნება ფენილკეტონურიის ან დიაბეტის დროს.
შეატყობინეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ ანტიბიოტიკებს, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ან სტეროიდებს, ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ ორსულობას, ან ხართ ორსული.
ურთიერთქმედება:
ოქსიჩეკის ურთიერთქმედებს ანტიბიოტიკებთან, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (კეტოკონაზოლი, გრიზეოფულვინი, კლოტრიმაზოლი) და სტეროიდებთან (დექსამეტაზონთან , პრედნიზოლონთან, კორტიზონთან). მიმართეთ თქვენს ექიმს თუ ხართ აივ ინფიცირებული ,ან გაწუხებთ საშარდე გზების და ვაგინალური ინფექციები.
გამოყენების წესი
მიიღეთ 1-2 კაფსულა დღეში ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად.
გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან
შენახვის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან
სპეციალური შენახვის ინსტრუქცია
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება გრილ და მშრალ ადგილას 25°C მდე ტემპერატურაზე.
Units | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account