ვეზიკარი - Vesicare 10 მგ 30 ტაბლეტი

21,36 GEL
მარაგშია
SKU
93017_694

ჩვენება: გამოიყენება შარდის ბუშტის გაძლიერებული ფუნქციის  მაჩვენებელი ნიშნების სამკურნალოდ, ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის გადავსების და საპირფარეშოში  გასვლის საჭიროება.

ვეზიკარეTM 10 მგ  აპკით შემოგარსული ტაბლეტი

მიიღება ორალური (პირის) გზით

·        მოქმედი ნივთიერება: სოლიფენაცინის სუქცინატი 10 მგ.

·        დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა (ძროხის რძისგან მიღებული), ჰიპრომელოზა (E464), მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი(E172). 

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

·        აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

·        დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

·        აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

·        აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

·        წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

1.       რა არის და რისთვის გამოიყენება ვეზიკარე?

2.       ვეზიკარეს  გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

3.       როგორ გამოიყენება ვეზიკარე?

4.       რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

5.       ვეზიკარეს შენახვა

1.რა არის და რისთვის გამოიყენება ვეზიკარე?

ვეზიკარე, საშარდზე გზების სპაზმის სამკურნალო (ურინარული ანტისპაზმოლიტიკები ) წამლების სახელით ცნობილ ჯგუფში შედის.

ტაბლეტებს, ერთ ზედაპირზე  ,,..’’ ლოგო, მეორე ზედაპირზე კი ,,151’’ გრავირება აქვს, ტაბლეტები არის  ღია ვარდისფერი ფერის, მრგვალი ფორმის. ვეზიკარე  მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 და 90 ტაბლეტიანი შეფუთვის სახით.

ვეზიკარე, გამოიყენება შარდის ბუშტის გაძლიერებული ფუნქციის  მაჩვენებელი ნიშნების სამკურნალოდ,  ეს ნიშნებია: ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის გადავსების და საპირფარეშოში  გასვლის საჭიროება, საპირფარეშოში დროული ვერ წასვლის გამო განვითრებული შარდის შეუკავებლობა.

ასევე, იხილეთ: Vesifix - ვეზიფიქსი 5მგ 30 ტაბლეტი

2. ვეზიკარეს გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ვეზიკარე, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

·        თუ, ვეზიკარეს, სოლიფენაცინის ანდა  ვეზიკარეს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა)  გაქვთ, (მაგ.გამონაყარი, ქავილი ანდა სუნთქვის გაძნელება).

·        თუ, თირკმლების უკმარისობის გამო დიალიზზე გადიხართ.

·        თუ, ვეზიკარეს სხეულიდან გამოყოფის შემაფერხებელი წამლებით (მაგ.კეტაკენაზოლი)მკურნალობას გადიხართ და თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ ანდა ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება გაქვთ.

·        თუ, ექიმის ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ  მგრძნობელობა გაქვთ.

·        თუ, ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ.

·        თუ, ვერ შარდავთ ანდა შარდის ბუშტის დაცლა ბოლომდე ვერ ხდება (ურინარული რეტენცია-შარდის შეკავება).

·        თუ, კუჭის ანდა ნაწლავების სერიოზიული დაავადება გაქვთ (წყლულოვან კოლიტთან დაკავშირებული გართულებები, ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით).

·        თუ, Miastenia Gravis სახელით ცნობილი დავადება გაქვთ, რომელიც ხასიათდება კუნთების სისუსტით

·        თუ, გლაუკომა, თვალის შიგა წნევის მომატება გაქვთ, რომელიც მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვას, იწვევს

ვეზიკარე, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ: 

თუ,

·        შარდის ბუშტში შარდის გმოყოფის შემაფერხებელი დახშობა გაქვთ, თუ, შარდის გამოყოფა გიჭირთ (წვრილი შარდის ნაკადი) 

·        საჭმლის მომნელებელ სისტემაში დახშობა გაქვთ (ყაბზობა)

·        საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოტორული აქტივობა შენელებულია, (კუჭის და ნაწლავების მოტორიკა)

·        რეფლუქსი (წვის ჩათვლით) ანდა  საყლაპავის ხვრელის თიაქარი გაქვთ

·        თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ

·        ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება გაქვთ, ზოგიერთ შინაგანი ორგანოს მაინერვირებელ ნერვებში დაზიანება გაქვთ(ავტოიმუნური ნეიროპათიის სახელით ცნობილი)

ექიმი, ვეზიკარეთი მკურნალობის დაწყებამდე  გარკვეული სახის გამოკვლევებს ჩაგიტარებთ, რათა  შეაფასოს გულის ანდა თირკმლების  მდგომარეობა ანდა საჭმლის მომნელებელი სისტება, ინფექციების არსებობა, ყველაფერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შარდვა. თუ, საშარდე გზების ჩირქოვანი ანთება გაქვთ, ექიმი ანტიბიოტიკს (განსაზღვრული ბაქტერიული ინფექციების სამკრუნალო თერაპია) გამოგიწერთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც წარსულის ნებისმიერ მომენტში, გთხოვთ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

ვეზიკარეს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ვეზიკარეს მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე კვების შემდეგაც.

ორსულობა

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

·        ორსულობის დროს ვეზიკარეს გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს, ამიტომ  ორსულობის დროს ვეზიკარეს გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

·        ლაქტაციის დროს ვეზიკარე არ გამოიყენოთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

ვეზიკარეს გამოყენებისას, ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის შემღვრევა და უფრო იშვიათად გაბრუების და დაღლილობის შეგრძნება. თუ, ამ გვერდითი ეფეტებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი ანდა მექანიზმები არ მართოთ.

ვეზიკარეს შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ვეზიკარე, ლაქტოზას შეიცავს. თუ, ექიმის მიერ (თუნდაც წარსულში) მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ, ამ პროდუქტის მიღებამდე კონსულტაციისთვის ექიმს დაუკავშირდით.  

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ვეზიკარეთი მკურნალობის პარალელურად სხვა წამალსაც ღებულობთ, ამ მდგომარეობამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ვეზიკარეს ეფექტზე, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე წამალს  ღებულობთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ:

·        იგივე სახეობის სხვა წამლები(ანტიქოლინერგული წამლები), ამ დროს ორივე წამლის მოქმედების ეფექტი და გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირე შეიძლება მოიმატოს.

·        თუ, ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტებს ღებულობთ (ყველაზე გავრცელებული-პილოკარპინი, რომელიც გლაუკომის(თვალის შიგა წნევის) სამკურნალოდ გამოიყენება), ვეზიკარეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს.

·        თუ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის გამაძლიერებელ წამლებს ღებულობთ(მაგ. მეტოკლოპრამიდი და ცისაპრიდი), ვეზიკარემ შეიძლება ამ წამლების ეფექტი შეამციროს.

·        კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, ინტრაკონაზოლი, ვერაპამილის და დილთიაზემის მსგავს წამლებმა, ვეზიკარეს სხეულიდან გამოყოფის თანაფარდობა შეიძლება შეამციროს.

·        რიფამპიცინმა, ფენიტოინმა და კარბამაზეპინის მსგავს წამლებმა, ვეზიკარეს სხეულიდან გამოყოფის თანაფარდობა შეიძლაბა გაზარდოს და მოქმედების ეფექტი შეიძლება შეამციროს.

·        ბისფოსფონატების ჯგუფის წამლებმა შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის ჩირქოვანი ანთება (ეზოფაგიტი) ანდა აღნიშნული მდგომარეობა უფრო დაამძიმოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა  ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორ გამოიყენება ვეზიკარე ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

·        თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციებს არ მოგცემთ, აღნიშნული მითითებები გაითვალისწინეთ.

·        თუ, რომელიმე საკითხში დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ჰკითხეთ.

·        პრეპარატი მიიღეთ დღეში ერთხელ, 5 მგ დ ან 10 მგ ტაბლეტის სახით.

·        ექიმი, წამლის დოზას თქვენი მდგომარეობის შესაბამისად შეგირჩევთ.

·        ვეზიკარე, ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს(საათზე) მიიღეთ.

მიცემის გზა და მეთოდი:

ვეზიკარე, პირის გზით (ორალურად) მიიღება, ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლპოს სითხის მიყოლებით. წამლის მიღება შესაძლებელია, როგორც უზმოზე, ასევე საკვების მიღების შემდეგაც. ტაბლეტები არ გატეხოთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში  გამოყენება: 

ბავშვებში, ვეზიკარეს უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ სრულად განსაზღვრული არ არის. ამიტომ,  ვეზიკარე ბავშვებში არ გამოიყენოთ.

ხანდაზმულებში გამოყენება: 

ხანდაზმულებში გამოყენებული დოზები ზრდასრულთა დოზის ანალოგიურია.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თუ, თირკმლების მძიმე დაავადება გაქვთ, დღიურად ვეზიკარეს   5 მგ-ზე მეტი დოზა  არ მიიღოთ.

თირკმლების უკმარისობა:

თუ, საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, დღიურად ვეზიკარეს   5 მგ-ზე მეტი დოზა  არ მიიღოთ.

თუ ფიქრობთ, რომ ვეზიკარეს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

თუ, ვეზიკარეს  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ვეზიკარეს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ ანდა  საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ  და მათ უთხარით მიღებული ვეზიკარეს ტაბლეტების რაოდენობა.

თუ,  შემთხვევით ვეზიკარეს ბავშვი მიიღებს, მაშინვე სასწრაფო დახმარებას მიმართეთ.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება განაპირობოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლინება:

თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, თავბრსუხვევა, გაბრუება და მხედველობის შემღვრევა.

დოზის გადაჭარბების უფრო სერიოზული მდგომარეობის დროს შეიძლება გამოვლინდეს: ჰალუცინაციები, მომატებული გაღიზიანება, გულყრები, სუნთქვის პრობლემები (სუნთქვის უკმარისობა), პულსის აჩქარება (ტაქიკარდია), შარდის შეკავება (ურინარული რეტენცია), თვალის კაკლების გადიდება(დილატაცია).

თუ, ვეზიკარეს მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ვეზიკარეს  მიღება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ მიიღეთ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო არ არის.  დღეში ერთ ტაბლეტზე მეტი დოზა არ მიიღოთ. თუ, რაიმე სახის ეჭვი გაწუხებთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს დაუკავშირდით.

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ. 

ვეზიკარეთი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:

თუ, მკურნალობის შეჩერებას გადაწყვეტთ, ყოველთვის ჯერ ექიმს მიმართეთ.

თუ, ვეზიკარეს მიღებას შეაჩერებთ, შარდის ბუშტის მომატებული აქტივობის ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს ანდა გაუარესდეს.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, ვეზიკარეში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები. 

თუ, ალერგიული რეაქციები ანდა კანის სერიოზული რეაქციები გამოვლინდება(მაგ. კანზე ბუშტუკები ანდა აცლა, აშრევება), სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ზოგიერთ ავადმყოფთან, რომელიც სოლიფენაცინის სუქცინატს ღებულობს, სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან (დახშობა) ერთად შეიძლება გამოვლინდეს ანგიოედემა (კანქვეშა შრის ქსოვილში შეშუპებით გამოვლენილი კანის ალერგია). ანგიოედემის გამოვლენის შემთხვევაში, სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობა უნდა შეჩერდეს და  შესაბამისი მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული და/ანდა საჭირო ზომები უნდა იქნას მიღებული.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა  ყველაზე ახლო საავადმყოფოს სასწრაფოს განყოფილებას მიმართეთ:

იშვიათი:

·        შარდის ბუშტში შარდის დაგროვება(ურინარული რეტენცია)

·        მსხვილ ნაწლავში მკვრივი და დიდი რაოდენობით განავლის დაგროვება (ფეკალური იმპაქცია)

·        ღებინება

·        ნაწლავის დახშობა

ძალიან იშვიათი:

·        ჰალუცინაციები, კონფუზია(გონების არევა)

·        კანქვეშა ქსოვილში შეშუპებით გამოვლენილი კანის ალერგიები (ანგიოედემა)

უცნობი:

·        გულის ცემის არარეგულარული რითმი, გულის ცემის შეგრძნება, გულის ცემის გახშირება.

ყველა ჩამოთვლილი, სერიოზული  გევრდითი ეფექტებია. ამ დროს, შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

თუ, ჩამოთვლილთაგან  რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნოებთ:

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (>10%)

·        პირის სიმშრალე

გავრცელებული  გვერდითი ეფექტები (>1%)

·        ყაბზობა, გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები (მუცლის შებერილობა, ბოყინი, წვის შეგრძნება), მუცლის ტკივილი, კუჭის პრობლემები

·        მხედველობის შემღვრევა

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:

·        გამომყოფი სისტემის ინფექციები, შარდის ბუშტის ჩირქოვანი ანთება (ცისტიტი), შარდვის გაძნელება

·        გემოს შეგრძნების ანორმალობა ანდა დარღვევა

·        კანის სიმშრალე, თვალის სიმშრალე, ხახის ანდა ცხვირის ღრუს სიმშრალე

·        დაღლილობა, ძილიანობა

იშვიათი:

·        თავბრსუხვევა

·        თავის ტკივილი

·        ქავილი

·        გამონაყარი

უცნობი:

·        ხმის შეცვლა, დარღვევა

·        კუნთების სისუსტე

·        მადის შემცირება

 ზემოთ ჩამოთვლილი, ვეზიკარეს მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს  ანდა ფარმაცევტს.

5. ვეზიკარეს  შენახვა

ვეზიკარე, ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

·        შეინახეთ   <25° C ოთახის  ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად. 

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვეზიკარე არ გამოიყენოთ.

ვადა გადასული  ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy