Hemoxiparin - ჰემოქსიპარინი 0.6მლ 10 მზა შპრიცი
ჰემოქსიპარინი
HEMOXIPARINE
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ჰემოქსიპარინი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი
შემადგენლობა:
1 შპრიცი (0,2 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 2000 ანტი-Ха МЕ (20 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,2 მლ-მდე. 1 შპრიცი (0,3 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 3000 ანტი-Ха МЕ (30 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,3 მლ-მდე. 1 შპრიცი (0,4 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 4000 ანტი-Ха МЕ (40 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,4 მლ-მდე. 1 შპრიცი (0,5 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 5000 ანტი-Ха МЕ (50 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,5 მლ-მდე. 1 შპრიცი (0,6 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 6000 ანტი-Ха МЕ (60 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,6 მლ-მდე. 1 შპრიცი (0,7 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 7000 ანტი-Ха МЕ (70 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,7 მლ-მდე. 1 შპრიცი (0,8 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 8000 ანტი-Ха МЕ (80 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 0,8 მლ-მდე. 1 შპრიცი (1,0 მლ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილი 10000 ანტი-Ха МЕ (100 მგ);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი - 1,0 მლ-მდე. აღწერა: უფერული ან მოყვითალო, ან მოყავისფრო-მოყვითალო გამჭვირვალე სითხე. ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. ATXკოდი: B01AB05
ფარმაკოლოგიური თვისებები
დახასიათება
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი - დაბალმოლეკულური ჰეპარინი. საშუალო
მოლეკულური მასა დაახლოებით 4500 დალტონი: 2000 დალტონზე ნაკლები - < 20 %,
2000-დან 8000 დალტონამდე -> 68 %, 8000 დალტონზე მეტი - < 18%. ენოქსაპარინის
ნატრიუმის მარილი მიიღება ჰეპარინის ბენზილის ეთერის ტუტოვანი ჰიდროლიზით, გამოყოფილი ღორის წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსისგან. მისი სტრუქტურა
ხასიათდება 2-O-სულფო-4-ენპირაზინოსურონის მჟავის აღუდგენელი ფრაგმენტით და
2-N,6-O-დისულფო-D-გლუკოპირანოზიდის აღმდგენი ფრაგმენტით. ენოქსაპარინის
ნატრიუმის მარილის სტრუქტურა შეიცავს დაახლოებით 20% (15%-დან 25%-მდე
ფარგლებში) 1,6-ანჰიდროწარმოებული პოლისაქაროიდული ჯაჭვის აღმდგენ
ფრაგმენტში.
ფარმაკოდინამიკა
In vitro ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილს გააჩნია მაღალი აქტივობა სისხლის
შედედების Xa ფაქტორის მიმართ (ანტი-Xa აქტივობა დაახლოებით 100 ME/მლ) და
დაბალი აქტივობა შედედების IIა ფაქტორის მიმართ (ანტი-IIა ანტითრომბული
აქტივობა დაახლოებით 28 ME/მლ). ეს ანტიკოაგულაციური აქტივობა განპირობებულია
ანტითრომბინით III (Aთ-III). გარდა ანტი-Xa/IIა აქტივობისა, გამოვლენილია
დამატებითი ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ანტიკოაგულაციური და ანთების
საწინააღმდეგო თვისებები, როგორც ადამიანში, ისე ცხოველების მოდელებზე, რომლებიც შეიცავენ შედედების სხვა ფაქტორების AT-III დამოკიდებულ ინჰიბირებას, როგორიცაა VIIa ფაქტორი, როგორიცაა ქსოვილის ფაქტორის გზის გამოთავისუფლების
ინჰიბიტორის აქტივაცია, აგრეთვე სისხლძარღვების ენდოთელიიდან სისხლის ნაკადში
ვილებრანდის ფაქტორის გამოთავისუფლების დაქვეითება. ეს ფაქტორები
უზრუნველყოფენ ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ანტიკოაგულაციურ ეფექტს
მთლიანობაში. პროფილაქტიკურ დოზებში გამოყენებისას ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი
უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბოპლასტურ დროს (ანთდ),
პრაქტიკულად არ ახდენს ზეგავლენას თრომბოციტების აგრეგაციაზე და
ფიბრინოგენის თრომბოციტებთან დაკავშირების დონეზე. პლაზმაში ანტი-IIა აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალია, ვიდრე ანტი-Xa აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი IIა აქტივობა აღინიშნება დაახლოებით 3-4 სთ მერე
კანქვეშ შეყვანის შემდეგ და აღწევს 0,13 ME/მლ და 0,19 ME/მლ განმეორებითი შეყვანის
შემდეგ სხეულის მასის 1 მგ/კგ - ორჯერადი შეყვანისას და სხეულის მასის 1,5 მგ/კგ - ერთჯერადი შეყვანისას, შესაბამისად. საშუალო მაქსიმალური ანტი-Xა პლაზმის აქტივობა აღინიშნება 3-5 სთ მერე
პრეპარატის კანქვეშ შეყვანის შემდეგ და შეადგენს დაახლოებით 0,2; 0,4; 1,0 და 1,3
ანტი-Xa ME/მლ კანქვეშ შეყვანის მერე 20 მგ, 40 მგ და 1 მგ/კგ და 1,5 მგ/კგ შესაბამისად.
ფარმაკოკინეტიკა
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ფარმაკოკინეტიკა თერაპევტულ დოზებში ატარებს
ხაზოვან ხასიათს. ვარიაბელურობა შიგნით და პაციენტების ჯგუფებს შორის დაბალია.
პრეპარატის ჰემოქსიპარინის ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის მერე დოზით 1 მგ/კგ Cmax
შეადგენს 0,49+0,07 ME/მლ, Tmax შეადგენს 3,19+1,08 სთ, AUC0-24 = 4,44+0,91 ME/მლ/სთ. ლიტერატურის მონაცემთა თანახმად, ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის
განმეორებით კანქვეშ შეყვანის შემდეგ დოზით 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში და
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის კანქვეშ შეყვანის შემდეგ დოზით 1,5 მგ/კგ ერთხელ
დღე-ღამეში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 2 დღისთვის, თანაც
ფარმაკოკინეტიკური გრეხილის ფართობი საშუალოდ 15% მაღალია, ვიდრე
ერთჯერადი შეყვანისა. კანქვეშ განმეორებითი შეყვანის შემდეგ ენოქსაპარინის
ნატრიუმის მარილი დღე-ღამის დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში კონცენტრაციის
წონასწორობა მიიღწევა 3-4 საათში, თანაც ფარმაკოკინეტიკური გრეხილის ფართობი
საშუალოდ 65% მაღალია, ვიდრე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ბიოშეღწევადობა კანქვეშ შეყვანისას, რომელიც
ფასდება ანტი-Xa აქტივობის საფუძველზე, ახლოსაა 100%.
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ანტი-Xa აქტივობის განაწილების მოცულობა
შეადგენს დაახლოებით 5 ლ და უახლოვდება სისხლის მოცულობას. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი წარმოადგენს დაბალი კლირენსის მქონე
პრეპარატს. 6 სთ განმავლობაში დოზით სხეულის მასის 1,5 მგ/კგ ი/ვ შეყვანის შემდეგ, პლაზმაში ანტი-Xა კლირენსის საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 0,74 ლ/ჩ. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი ძირითადად მეტაბოლიზირებს ღვიძლში
დესუფატირების და/ან დეპოლიმერიზაციის გზით დაბალმოლიკულური
ნივთიერებების წარმოშობით ძალიან დაბალი ბიოლოგიური აქტივობით. პრეპარატის შეყვანა ატარებს მონოფაზურ ხასიათს ნახევრადგამოყოფის პერიოდით
(თ1/2) 4 სთ (ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ) და 7 სთ (პრეპარატის მრავალჯერადი
შეყვანის შემდეგ).
პრეპარატის აქტიური ფრაგმენტების გამოყოფა თირკმელების გავლით შეადგენს
შეყვანილი დოზის 10% და აქტიური და არააქტიური ფრაგმენტების საერთო ექსკრეცია
შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 40%.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
გამოყოფა შენელებული, თირკმლის ფუნქციის ფიზიოლოგიური დაქვეითების გამო. ეს
ცვლილება არ მოქმედებს დოზირებასა და შეყვანის რეჟიმზე პროფილაქტიკური
თერაპიის დროს, თუ ასეთი პაციენტების თირკმელების ფუნქცია რჩება მისაღების
ფარგლებში, ე.ი. დაქვეითებულია უმნიშვნელოდ.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის კლირენსი ქვეითდება თირკმლის დაქვეითებული
ფუნქციის მქონე პაციენტებში. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის კლირენსის
დაქვეითება აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობისას. ენოქსაპარინის ნატრიუმის
მარილის 40 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში კანქვეშ განმეორებით შეყვანის შემდეგ, ხდება ანტი- Xa აქტიურობის გაზრდა, რომელიც წარმოდგენილია ფართობით ფარმაკოკინეტიკური
გრეხილის ქვეშ თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი (კკ) 50-80 მლ/წთ) და
ზომიერი (კკ 30-50 მლ/წთ) უკმარისობისას. თირკმლის მძიმე უკმარისობის (კკ
არანაკლებ 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში, ფართობი ფარმაკოკინეტიკური გრეხილის
ქვეშ, წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 65%-ით მაღალია პრეპარატის კანქვეშ
განმეორებით 1-ჯერ დღე-ღამეში შეყვანისას.
პაციენტები სხეულის მოჭარბებული მასით
სხეულის მოჭარბებული მასის მქონე ადამიანებს, პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას, კლირენსი რამდენიმედ ნაკლებია. რომ არ შესწორდეს დოზა ავადმყოფის სხეულის მასის გათვალისწინებით, მაშინ
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის 40 მგ ერთჯერადი კანქვეშ შეყვანის შემდეგ ანტი- Xა აქტივობა 50% უფრო მაღალი ექნებათ ქალებს სხეულის მასით 45 კგ-ზე ნაკლები და
27%-ით მაღალი მამაკაცებს სხეულის მასით 57 კგ-ზე ნაკლები, სხეულის ჩვეულებრივი
საშუალო მასის მქონე პაციენტებთან შედარებით.
ჩვენებები გამოყენებაზე
- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა, განსაკუთრებით
ორთოპედიული და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს; - ვენური თრომბოზისა და ემბოლიის პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე
პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს (გულის მწვავე უკმარისობა და
გულის ქრონიკული უკმარისობის დეკომპენსაცია (III ან IV კლასი NYHA), სუნთქვის
მწვავე უკმარისობასთან დაკავშირებით; მწვავე ინფექციური დაავადებები, რევმატული
დაავადებების მწვავე სტადიები ვენური თრომბოწარმოშობის ერთ-ერთი რისკის
ფაქტორთან შერწყმით (იხ. „განსაკუთრებული ჩვენებები“); -ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების
თრომბოზის მკურნალობა; -არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის
ინფარქტის მკურნალობა ასპირინთან ერთად; - თრომბოზის განვითარების პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის
სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს (ჩვეულებრივ სეანსის ხანგრძლივობით
არაუმეტეს 4 საათისა); - შთ სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარებიან მედიკამენტოზურ მკურნალობას ან შემდგომ კანქვეშა
კორონალურ ჩარევას. უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის ნატრიუმის, ჰეპარინის ან მისი
წარმოებულების მიმართ, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით; - აქტიური ძლიერი სისხლდენა, აგრეთვე მდგომარეობები და დაავადებები, რომელთა
დროს მაღალია სისხლდენის რისკი: მოსალოდნელი აბორტი, თავის ტვინის
სისხლძარღვების ანევრიზმა ან აორტის ანევრიზმა დაშრევებით (ამის თაობაზე
ქირურგიული ჩარევის ჩატარების შემთხვევების გარდა), ახლო წარსულში გადატანილი
ჰემორაგიული ინსულტი, არაკონტროლირებადი სისხლდენა, თრომბოციტოპენია
დადებითი ტესტთან ტითრომბოციტარულ ანტისხეულებზე in vitro-ს პირობებში
ენოქსაპარინის ნატრიუმის თანხლებით; - არ არის რეკომენდებული ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენება თრომბოწარმოშობის
პროფილაქტიკის მიზნით გულის მექანიკური ხელოვნური სარქველების მქონე ორსულ
ქალებში (გამოყენების კლინიკური გამოცდილების უკმარისობა); - 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით
მდგომარეობები, რომლის დროსაც არსებობს სისხლდენის განვითარების პოტენციური
რისკი; - გემოსტაზის დარღვევები (მ.შ. ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, ჰიმოკოაგულაცია, ვილებრანის დაავადება და სხვ.), მძიმე ვასკულიტი; - კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ან ანამნეზში კუჭ- ნაწლავის ტრაქტის სხვა ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები; - ახლო წარსულში გადატანილი იშემიური ინსულტი; - არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; - დიაბეტური ან ჰემორაგიული რეტინოპათია; - მძიმე შაქრიანი დიაბეტი; - ახლო წარსულში გადატანილი ან სავარაუდო ნევრალგიური ან ოფთალმოლოგიური
ოპერაციები; - სპინალური ან ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარება (ჰემატომის განვითარების
პოტენციური საშიშროება), ზურგის ტვინის პუნქცია (ახლო წარსულში გადატანილი); - მშობიარობა ახლო წარსულში; - ბაქტერიული ენდოკარდიტი (მწვავე ან ქვემწვავე); - პერიკარდიტი ან პერიკარდული გამონაჟონი; - ღვიძლის და/ან თირკნლის უკმარისობა; - საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია (სშკ); - მძიმე ტრავმა (განსაკუთრებით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს)), ღია
ჭრილობები დიდ ზედაპირებზე; - ჰემოსტაზის სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ერთდროული მიღება;
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია (ანამნეზში) თრომბოზთან ერთად ან მის
გარეშე. არ არსებობს მონაცემები ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის კლინიკურ გამოყენებაზე
შემდეგი დაავადებების დროს: აქტიური ტუბერკულოზი, სხივური თერაპია
(გადატანილი ახლო წარსულში).
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ამჟამად არსებული კლინიკური მონაცემები არასაკმარისია ენოქსაპარინის ნატრიუმის
შესაძლო ტერატოგენური ან ფეტოტოქსიკური ეფექტების განსაზღვრელად მისი
პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნისას ორსულობის დროს. ჰემოქსიპარინი არ უნდა
გამოიყენოთ ორსულობის დროს იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური
სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფის შესაძლო რისკზე. პრეპარატით მკურნალობის დროს არ ჩაიტაროთ სპინალური ან ეპიდურალური
ანესთეზია. თუ იგეგმება ეპიდურალური ანესთეზია, ენოქსაპარინის ნატრიუმით პრევენტული
მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შესაძლებელია, სულ ცოტა 12 საათით ადრე
ანესთეზიამდე. ენოქსაპარინის ნატრიუმი არ არის რეკომენდებული გამოსაყენებლად გულის
პროტეზირებული სარქველების მქონე ორსულ ქალებში. ენოქსაპარინის ნატრიუმით მკურნალობის პერიოდში ძუძთი კვება უნდა შეწყდეს. გამოყენების წესი და დოზები და დოზირების რეჟიმი
განსაკუთრებული შემთხვევების გარდა (იხ. ქვემოთ „ST სეგმენტის აწევით
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მედიკამენტოზური ან კანში კორონარული ჩარევის
დახმარებით“ და „თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა სისხლის მიმოქცევის
ექსტრაკორპორალური სისტემაში ჰემოდიალიზის დროს“) ენოქსაპარინის ნატრიუმი
შეიყვანება ღრმად კანქვეშ. ინექციები, სასურველია, ჩატარდეს ავადმყოფის „წოლით“ მდგომარეობაში. ინექციები უნდა გაკეთდეს მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა ან
მარცხენა წინალატერალურ ან უკანალატერალურ ზედაპირზე. ნემსის შეყვანა საჭიროა ვერტიკალურად (არა გვერდიდან) მოგროვილ კანის ნაოჭში
მთელ სიგრძეზე ინექციის დასრულებამდე დიდსა და საჩვენებელ თითებს შორის
დაკავებით. კანის ნაოჭს ხელს უშვებთ მხოლოდ ინექციის დასრულების შემდეგ. არ
დაზილოთ ინექციის ადგილი პრეპარატის შეყვანის შემდეგ. წინასწარ შევსებული ერთჯერადი შპრიცი მზადაა გამოყენებისთვის.
პრეპარატი არ შეჰყავთ კუნთებში!
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების დროს,
განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს. თრომბოზისა და ემბოლიის (ზოგადი ქირურგიული ოპერაციები) განვითარების რისკის
მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ
დღე-ღამეში კანქვეშ. პირველი ინექცია კეთდება 2 სთ ადრე ქირურგიულ ჩარევამდე. თრომბოზისა და ემბოლიის (ზოგადი ქირურგიული და ორთოპედიული ოპერაციები)
განვითარების რისკის მქონე პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული დოზა
შეადგენს 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში კანქვეშ. პირველი დოზა შეიყვანება 12 სთ ადრე
ქირურგიულ ჩარევამდე, ან 30 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში შეყვანის დაწყებით 12-24 სთ მერე
ოპერაციის შემდეგ. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ - 7-10 დღე. საჭიროების
შემთხვევაში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე შენარჩუნებულია
თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების რისკი (მაგალითად, ორთოპედიაში
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი გამოიყენება 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში 5 კვირის
განმავლობაში).
პრეპარატის დანიშვნის თავისებურება სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიისას, აგრეთვე კანის გავლით კორონარული ანჰიპლასტიკის დროს აღწერილია ნაწილში
„განსაკუთრებული მითითებები“.
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიის პროფილაქტიკა მწვავე თერაპიულ
დაავადებებთან დაკავშირებით წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის რეკომენდებული დოზა - 40 მგ ერთხელ დღე- ღამეში კანქვეშ 6-14 დღის განმავლობაში.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის თანხლებით და მის გარეშე ღრმა ვენების
თრომბოზის მკურნალობა
ჰემოქსიპარინი შეიყვანება კანქვეშ გაანგარიშებით 1,5 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში ან
დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში. გართულებული თრომბოემბოლური დარღვევების
მქონე პაციენტებში პრეპარატი რეკომენდებულია დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 10 დღეს. სასურველია მაშინათვე
დაიწყოს თერაპია ანტიკოაგულანტებით შიგნით მისაღებად, ამასთან თერაპია
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილით უნდა გაგრძელდეს საკმარისი
ანტიკოაგულანტური ეფექტის მიღწევამდე, ე.ი. МНО უნდა შეადგენდეს 2,0-3,0.
საჭიროებისას ანტიკოაგულაციური ეფექტის კონტროლი უნდა შეფასდეს ანტი-Xa
აქტივობის მიხედვით.
არასტაბილური და Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა
ასპირინით. ჰემოქსიპარინი შეიყვანება გაანგარიშებით 1 მგ/კგ სხეულის მასის ყოველ 12 სთ კანქვეშ, ასპირინის ერთდროული დანიშვნისას შიგნით დოზით 100-325 მგ ერთხელ დღე- ღამეში. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 დღეს (ავადმყოფის კლინიკურ
სტაბილიზაციამდე).
ST სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა, მედიკამენტოზური ან
კანის გავლით კორონარული ჩარევის მეშვეობით. მკურნალობა ინიშნება ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრავენური ბოლუსური შეყვანით
დოზით 30 მგ და მაშნათვე, ამის შემდეგ (15 წუთის ფარგლებში) კანქვეშ შეიყვანება
დოზით 1 მგ/კგ (თანაც პირველი ორი კანქვეშა ინექციის ჩატარებისას მაქსიმალურად
შეიძლება შეყვანა ენოქსაპარინის ნატრიუმი 100 მგ). შემდეგ ყველა შემდგომი კანქვეშა
დოზა შეიყვანება ყოველ 12 სთ-ში გაანგარიშებით 1 მგ/კგ (ე.ი. სხეულის მასით
არაუმეტეს 100 კგ დოზა შეიძლება აღემატებოდეს 100 მგ).
75 წლისა და მეტი ასაკის პირებში საწყისი ინტრავენური ბოლუსური შეყვანა არ
გამოიყენება. ენოქსაპარინის ნატრიუმი შეიყვანება კანქვეშ დოზით 0,75 მგ/კგ ყოველ 12
სთ-ში (თანაც პირველი ორი კანქვეშა ინექციის ჩატარებისას მაქსიმალურად შეიძება
ეყვანილ იქნას ენოქსაპარინის ნატრიუმის 75 მგ). შემდეგ, ყველა კანქვეშა დოზა
კეთდება ყოველ 12 სთ-ში გაანგარიშებით 0,75 ,გ/კგ (ე.ი. 100 კგ მეტი სხეულის მასის
დროს დოზა შეიძება აღემატებოდეს 75 მგ).
თრომბოლიზურებთან კომბინაციისას (ფიბრინ-სპეციფიურით და ფიბრინ- არასპეციფიურით) ენოქსაპარინის ნატრიუმი უნდა გაკეთდეს ინტერვალით 15
წუთიდან თრომბოლიზური თერაპიიდან 30 წთ-მდე მას შემდეგ. ST სეგმენტის აწევით
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გამოვლენის შემდეგ, რაც შეიძლება მალე, ერთდროულად უნდა დაიწყოს ასპირინის მიღება, რომელიც, უკუჩვენებების
არარსებობისას, უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 30 დღის განმავლობაში დოზით 75-დან
325 მგ-მდე დღეში. პრეპარატით მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 8 დღეს ან
პაციენტის სტაციონარიდან გამოწერამდე, თუ ჰოსპიტალიზაციის პერიოდი შეადგენს
არანაკლებ 8 დღეს. ენოქსაპარინის ნატრიუმის ბოლუსური შეყვანა ტარდება ვენური კათეტერით და
ენოქსაპარინის ნატრიუმი არ უნდა შეერიოს ან არ იქნას შეყვანილი სხვა სამკურნალო
პრეპარატებთან ერთად. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სისტემაში სხვა
სამკურნალო საშუალებების არსებობა და მათი ურთიერთმოქმედება ენოქსაპარინის
ნატრიუმთან, ვენური კათეტერი უნდა ჩაირეცხოს 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის
ან დექსტროზის საკმარისი რაოდენობით ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრავენური
ბოლუსური შეყვანის წინ და შემდეგ. ენოქსაპარინის ნატრიუმი შეთავსებადია
ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნართან და დექსტროზას 5% ხსნართან. ენოქსაპარინის ნატრიუმის 30 მგ ბოლუსური შეყვანისთვის ST სეგმენტის მომატებით
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობის დროს, მინის შპრიცებიდან 60 მგ, 80
მგ და 100 მგ იღება პრეპარატის ზედმეტი რაოდენობა, რომ დარჩეს მხოლოდ 30 მგ (0,3
მლ).დოზა 30 მგ შეიძლება უშუალოდ შეყვანილ იქნას ინტრავენურად. ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრაველური ბოლუსური ვენური კათეტერის მეშვეობით
შეყვანისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას წინასწარ შევსებული შპრიცები
პრეპარატის კანქვეშ შეყვანისთვის 60 მგ, 80 მგ და 100 მგ. რეკომენდებულია
გამოიყენებოდეს შპრიცები 60 მგ, ვინაიდან ეს ამცირებს პრეპარატის შპრიციდან
ამოსაღებ რაოდენობას. შპრიცები 20 მგ არ გამოიყენება, ვინაიდან მათში არ არის
საკმარისი პრეპარატი, ენოქსაპარინის ნატრიუმის 30 მგ ბოლუსური შეყვანისთვის. შპრიცები 40 მგ არ გამოიყენება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ დანაყოფები და ამიტომ
შეუძლებელია ზუსტი რაოდენობის 30 მგ გაზომვა. პაციენტებს, რომლებსაც უტარებენ კანქვეშ კორონარულ ჩარევას, იმ შემთხვევაში, თუ
ენოქსაპარინის ნატრიუმის ბოლო კანქვეშა ინექცია ჩატარდა ნაკლებ დროს, ვიდრე 8
სთ-ზე ადრე ბალონის კათეტერის კორონალური არტერიის შევიწროვების ადგილის
გაბერვამდე, ენოქსაპარინის ნატრიუმის დამატებით შეყვანას არ საჭიროებს. თუ
უკანასკნელი კანქვეშა ინექცია შეყვანილ იქნა მეტ დროს, ვიდრე 8 სთ ადრე ბალონის
კათეტერის გაბერვამდე, უნდა ჩატარდეს ენოქსაპარინის ნატრიუმის ინტრავენური
დამატებითი ბოლუსური შეყვანა დოზით 0,3 მგ/კგ.
კანქვეშა კორონალური ჩარევების ჩატარებისას ვენურ კათეტერში მცირე მოცულობის
დამატებითი ბოლუსური შეყვანის სიზუსტის ასამაღლებლად, რეკომენდებულია
პრეპარატი გაზავდეს კონცენტრაციამდე 3 მგ/ნლ. ხსნარის გაზავება რეკომენდებულია უშუალოდ შეყვანამდე. ენოქსაპარინის ნატრიუმის ხსნარის 3მგ/მლ კონცენტრაციით მისაღებად წინასწარ
შევსებული შპრიცის მეშვეობით, რეკომენდებული გამოყენებულ იქნას ჭურჭელი
საინფუზიო ხსნარით, საიდანაც ჩვეულებრივი შპრიცის მეშვეობით ამოიღება საჭირო
მოცულობის ხსნარი. ენოქსაპარინის ნატრიუმი (შპრიცის შემცველობა კანქვეშ შესაყვანად) შეიყვანება
ჭურჭელში დარჩენილ საინფუზიო ხსნარი. წინასწარ შევსებული შპრიცის მოცულობა ჭურჭელში დარჩენილი საინფუზიო
ხსნარის რაოდენობა
0,3 მლ 10 მლ
0,6 მლ 20 მლ
ჭურჭლის შემცველობა ენოქსიპარინის ნატრიუმის გაზავებული ხსნარით ფრთხილად
აირევა. შპრიცის მეშვეობით შესაყვანად ამოიღება საჭირო მოცულობის ენოქსიპარინის
ნატრიუმის გაზავებული ხსნარი, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
გაზავებული ხსნარის მოცულობა=პაციენტის სხეულის მასას (კგ) ხ 0,1
ან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მეშვეობით. მოცულობა, რომელიც შეიყვანება ინტრავენურად გაზავების შემდეგ
პაციენტის სხეულის
მასა (კგ)
საჭირო დოზა
(0,3 მგ/კგ) [მგ]
3 მგ.მლ [მლ] კონცენტრაციამდე
გაზავებული ხსნარის საჭირო რაოდენობა
შესაყვანად
45 13,5 4,5
50 15 5
55 16,5 5,5
60 18 6
65 19,5 6,5
70 21 7
75 22,5 7,5
80 24 8
85 25,5 8,5
90 27 9
95 28,5 9,5
100 30 10
სისხლის მიმოქცევის სისტემაში თრომბოწარმოშობის პროფილაქტიკა ჰემოდიალიზის
დროს (ჩვეულებრივ, სეანსის ხანგრძლივობისას არაუმეტეს 4 სთ)
ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა შეადგენს 1 მგ/კგ. სისხლდენის მაღალი რისკის მქონე
პაციენტებისთვის დოზა უნდა შემცირდეს 0,5 მგ/კგ-მდე სისხლძარვის ორმაგი
შეღწევისას ან 0,75 მგ-მდე - სისხლძარღვის ერთგვაროვანი შეღწევისას.
ჰემოდიალიზის დროს ჰემოქსიპარინი შეიყვანება შუნტის არტერიულ მონაკვეთში
ჰემოდიალიზის სეანსის დასაწყისში. ერთი დოზა, როგორც წესი, საკმარისია
ოთხსაათიანი სეანსისთვის, მაგრამ ხანგრძლივი ჰემოდიალიზის დროს ფიბრინული
რგოლების აღმოჩენისას, შესაძლებელია პრეპარატის დამატებით შეყვანა
გაანგარიშებით 0,5-1მგ/კგ.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
შთ სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის ინფარქტის (იხ. ზემოთ) მკურნალობის
გამოკლებით, დანარჩენი სხვა ჩვენებებისთვის ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზის
შემცირება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თუ მათ არ გააჩნიათ თირკმელების
ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები (ენდოგენური კრეატინის კლირენსი
ნაკლებია 30 მლ/წთ).
ენოქსაპარინის ნატრიუმის დოზა მცირდება ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილების
შესაბამისად, ვინაიდან ამ პაციენტებში ხდება პრეპარატის დაგროვება. პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას, რეკომენდებულია დოზირების
რეჟიმის შემდეგი კორექცია:
დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი დოზირების რეჟიმი თირკმლის მძიმე
უკმარისობის დროს
1 მგ/კგ კანქვეშ 2-ჯერ დღე-ღამეში 1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში
1,5 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში 1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში
შთ სეგმენტის მომატებით მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მკურნალობა პაციენტებში
ერთჯერადად: ბოლუსური
ინტრავენური შეყვანა 30 მგ + 1 მგ/კგ
კანქვეშ; შემდგომი კანქვეშ შეყვანით
დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღე-ღამეში
(მაქსიმალურად 100 მგ ორიდან
თითოეული პირველი კანქვეშა
ინექციისთვის)
ერთჯერადად: ბოლუსური
ინტრავენური შეყვანა 30 მგ + 1 მგ/კგ
კანქვეშ; შემდგომი კანქვეშ შეყვანით
დოზით 1 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
(მაქსიმალურად 100 მგ ორიდან
თითოეული პირველი კაქვეშა
ინექციისთვის)
შთ სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა
>75 წლის პაციენტებში
0,75 მგ/კგ კანქვეშ 1 მგ/კგ კანქვეშ ორჯერ
დღე-ღამეში პირველადი ბოლუსური
შეყვანის გარეშე (მაქსიმალურად 75 მგ
ორიდან თითოეული პირველი კანქვეშა
ინექციისთვის)
1 მგ/კგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში
პირველადი ბოლუსური შეყვანის გარეშე
(მაქსიმალურად 100 მგ პირველი კანქვეშა
ინექციისთვის)
პრეპარატის პროფილაქტიკური მიზნებისთვის გამოყენებისას, რეკომენდებულია
დოზირების რეჟიმის შემდეგი კორექცია
დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი დოზირების რეჟიმი თირკმლის მძიმე
უკმარისობის დროს
40 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში 20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში
20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში 20 მგ კანქვეშ ერთხელ დღე-ღამეში
დოზირების რეჟიმის რეკომენდებული კორექცია არ გამოიყენება ჰემოდიალიზის
ჩატარებისას. თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსის 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის
კლირენსი 30-50 მლ/წთ) უკმარისობისას დოზის კორექციას არ საჭიროებს, მაგრამ
საჭიროა უფრო ხშირად ჩატარდეს თერაპიის ლაბორატორიული კონტროლი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
კლინიკური გამოკვლევების არარსებობასთან დაკავშირებით, დაცული უნდა იყოს
სიფრთხილე ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის
ფუნქციის დარღვევით. გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოქმედებები კლასიფიცირებულია სიხშირის მიხედვით შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-<1/10), არც ისე ხშირი (>1/1000-<1/100), იშვიათი
(>1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).
სისხლდენა
შესაძლებელია სისხლდენა, განსაკუთრებით რისკის თანმხლები ფაქტორების
არსებობისას: ორგანული ცვლილებები სისხლდენის მიდრეკილებით, ასაკი, თირკმლის
უკმარისობა, სხეულის დაბალი მასა და პრეპარატების ზოგიერთი კომბინაცია (იხ. „ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან“). სისხლდენის განვითარების დროს
საჭიროა მოიხსნას პრეპარატის შეყვანა, დადგინდეს სისხლდენის მიზეზი და დაიწყოს
შესაბამისი თერაპია. ძალიან ხშირი - სისხლდენები ვენური თრომბოზების დროს, ქირურგიულ
ავადმყოფებსა და ღრმა ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის
მკურნალობის დროს. ხშირი - სისხლდენები ვენური თრომბოზის პროფილაქტიკის დროს წოლით რეჟიმზე
მყოფ პაციენტებში და სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის ინფარქტისა და
თშ სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. არც ისე ხშირი - მუცლის ღრუსა და ქალა შიდა სისხლდენები პაციენტებში ღრმა
ვენების თრომბოემბოლიითა და მის გარეშე თრომბოზის მკურნალობისას, აგრეთვე თშ
სეგმენტის აწევით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. იშვიათი - მუცლის ღრუს სისხლდენები ვენური თრომბოზების პროფილაქტიკისას
ქირურგიულ ავადმყოფებში და სტენოკარდიის, Q კბილის გარეშე მიოკარდიუმის
ინფარქტის მკურნალობის დროს. ენოქსაპარინის ნატრიუმის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურალური ანესთეზიის და
შემღწევი კათეტერების პოსტოპერაციული გამოყენების ფონზე, აღწერილია
ნეიროაქსიალური ჰემატომის
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account