საინექციო წყალი 2მლ 10 ამპულა

2,11 GEL
მარაგშია
SKU
75878_136

ჩვენება: გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.

 

საინექციო წყალი ამპულებში

(Aqua pro injectionibus)

გენერიული დასახელება: Water for injection (Aqua pro injectionibus)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელი.

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები: წყალი არის ყველაზე უნივერსალური გამხსნელი, სხვადასხვა ტრანსფუზიური პრეპარატების, აგრეთვე ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ფუძე.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.

მიღების წესი და დოზირება: პარენტერული შეყვანის გზა და დოზირება განისაზღვრება გასახსნელი სამკურნალო საშუალების მოხმარების წესით და დოზირებით.

უკუჩვენებები: საინექციო წყალი არ გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებების გამხსნელად, რომლებისათვისაც აუცილებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.

გვერდითი მოქმედება: არ გააჩნია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრაქტიკულად არ არსებობს.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: არ შეურიოთ ზეთოვან საინექციო ხსნარებთან!. დაუშვებელია სუფთა პრეპარატის ინფუზიური შეყვანა მისი დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).

მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა: შეზღუდული არ არის.

გამოშვების ფორმა: 2მლ ან 5მლ საინექციო წყალი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.

შენახვის პირობები: მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy