გუთიონი ფლ.600მგ N10
ჩვენება: ნევროლოგიური დაავადებების პრევენცია ცისპლატინით ან ანალოგიური ჯგუფის ქიმიოთერაპიით.
გუთიონი ინექცია 600 მგ
გლუტათიონი (რედუცირებული)
შემადგენლობა
1 ფლაკონი(658.05 მგ) შეიცავს
აქტიური ინგრედიენტი: გლუტათიონი (რედუცირებული) --------------------- 600 მგ
დანამატი (სტაბილიზატორი): ნატრიუმის ბიკარბონატი ------------------------- q.s.
აღწერა:
საინექციო ფლაკონი შევსებულია თეთრი ფოროვანი ლიოფილიზებული შემცველობით.
ეფექტიანობა
ნევროლოგიური დაავადებების პრევენცია ცისპლატინით ან ანალოგიური ჯგუფის ქიმიოთერაპიით.
ჩვენება
მძიმე შემთხვევებში, 600-1200 მგ დღეში ინექციით კუნთებში ან ვენებში.
რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობისას ან მსუბუქი შემთხვევისას, დღეში რეკომენდებულია 300-600 მგ ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ინექცია.
გაფრთხილება
არასასურველი რეაქცია
ანაფილაქტოიდური სიმპტომები: ანაფილაქტოიდური სიმპტომები შეიძლება განვითარდეს იშვიათად, ამიტომ აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება. თუ პაციენტს აქვს დამბლა, არტერიული წნევის დაქვეითება ან პულსის დარღვევა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ჰიპერმგრძნობელობა: თუ განვითარდა გამონაყარი, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანორექსია, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მომზადების დრო: ფლაკონის შემცველობა გაზავებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული.
კუნთებში შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოხვედრა ნერვებსა და სისხლძარღვებში. თუ აუცილებელია განმეორებით გამოყენება, შეყვანის ადგილი უნდა შეიცვალოს - მარჯვენა მარცხენით და პირიქით. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა არის საჭირო ბავშვებსა და ჩვილებში.
სიფრთხილის ზომები შენახვის და მოხმარების შესახებ
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატების საკუთარი კონტეინერებიდან ამოღებამ და სხვა კონტეინერებში შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან ხარისხის გაუარესება, პრეპარატების არასათანადოდ გამოყენების გამო. ამიტომ, პრეპარატები შეინახეთ დახუფულ საკუთარ კონტეინერში.
[შენახვის პირობები] ინახება დახუფულ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე (1-300C).
შენახვის ვადა 36 თვე წარმოების თარიღიდან.
შეფუთვა 10 ფლაკონი/კოლოფში
გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ არ იცით, როგორ გამოიყენოთ პრეპარატი ან გაქვთ რაიმე შეკითხვა.
პრეპარატები უნდა ინახებოდეს ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account