SALBUTAMOL - სალბუტამოლი 4 მგ 40 ტაბლეტი
ჩვენება:ბრონქოსპაზმის კუპირება და პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში,ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები.
სალბუტამოლი
(SALBUTAMOL)
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - სალბუტამოლის 4 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი წარმოადგენს ბეტა-ადრენომიმეტიკურ საშუალებას, მოქმედებს უპირატესად ბეტა-2-ადრენორეცეპტორებზე. გამოხატული აქვს ბრონქოლიზური ეფექტი, ახდენს ბრონქოსპაზმის კუპირებას, ამცირებს სასუნთქ გზებში წინააღმდეგობას და ზრდის ფილტვის სასიცოცხლო ტევადობას. იწვევს კორონარული სისხლძარღვების გაფართოებას და არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე. ახასიათებს ტოკოლიზური მოქმედება: ამცირებს მიომეტრიუმის ტონუსს და კუმშვადობას.
სალბუტამოლი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზაციას განიცდის ღვიძლში და ნაწილობრივ ნაწლავის კედელში. გამოიყოფა უპირატესად თირკმლების მეშვეობით.
ჩვენება
- ბრონქოსპაზმის კუპირება და პროფილაქტიკა ბავშვებსა და მოზრდილებში;
- ბრონქოობსტრუქციული სინდრომით მიმდინარე ფილტვის ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები;
უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობის I და II ტრიმესტრი, თირეოტოქსიკოზი.
უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით ინიშნება ტაქიარითმიის, მიოკარდიტის, გულის მანკის (მათ შორის აორტის სტენოზის), არტერიული ჰიპოტონიის, შაქრიანი დიაბეტის, თირეოტოქსიკოზის, გულის მწვავე უკმარისობისა და გლაუკომის დროს.
ორსულობის I და II ტრიმესტრში სალბუტამოლი არ ინიშნება. ლაქტაციის პერიოდში სალბუტამოლის გამოყენებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დიურეზული და გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებები აძლიერებენ სალბუტამოლის ჰიპოკალიემიურ ეფექტს. სალბუტამოლი ზრდის ტაქიარითმიის განვითარების ალბათობას.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში სალბუტამოლის ერთჯერადი დოზაა 2-4 მგ. არაეფექტურობისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 8 მგ-მდე.
ბავშვებში: 2-დან 6 წლამდე ერთ მიღებაზე ინიშნება 1-2 მგ, 6-დან 12 წლამდე - 2 მგ; 12 წლის შემდეგ - 2-4 მგ.
ხანდაზმულობის ასაკში მკურნალობის დაწყება საჭიროა 2 მგ-დან.
პრეპარატი ინიშნება 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული სისხლძარღვების ტრანზიტორული გაფართოება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 4 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 4 მგ, 40 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!
რაოდენობა | 40 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account